შინაარსზე გადასვლა

კარლ ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ავსტრიელი

კარლ ავსტრიელი (გერმ. Karl von Innerösterreich, ასევე ცნობილია: გერმ. Karl der Postume და გერმ. Karl von Innerösterreich, დ. 7 აგვისტო, 1590, გრაცი — გ. 28 დეკემბერი, 1624, მადრიდი) — ტევტონთა ორდენის 43-ე დიდი მაგისტრი 1618—1624 წლებში. შუა ავსტრიის ერცჰერცოგი. ბრიკსენის ეპსიკოპოსი და ვროცლავის მთავარ-ეპისკოპოსი.

კარლ ავსტრიელის ��შობლები იყვნენ კარლ II შტირიელი და ალბრეხტ V-ის ქალიშვილი, მარია ანა ბავარიელი .მისი ძმები იყვნენ საღვთო რომის იმპერატორი, ფერდინანდ II და სტრასბურგის და პასაუს ეპისკოპოსი, ლეოპოლდ V ავსტრიელი. კარლი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ, გრაცში. ადრეული ასაკიდანვე მას ამზადებდნენ საეკლესიო კარიერისთვის. მან განათლება მიიღო პასაუში, ზალცბურგში, ტრენტოში და ბრიქსენში. მის განათლებაზე ზრუნდავდა ეპისკოპოსი ზეკაუ იაკოვ I.

1608 წლის 7 ივლისს კარლი აირჩიეს ვროცლავის ეპოსკოპოსად და 14 დეკემბერს დიდებით შევიდა ქალაქში. 1613 წელს გახდა ბრიქსენის ეპისკოპოსი. 1619 წელს მაქსიმილიან III-ის გარდაცვალების შემდეგ ტევტონთა ორდენის დიდ მაგისტრად აირჩიეს.

1624 წელს ე��პანეთის მეფე ფილიპე IV-ის მიწვევით ის გაემგზავრა მადრიდში, რათა გამხდარიყო პორტუგალიის მეფის მოადგილე, თუმცა ესპანეთში ჩასვლის შემდეგ კარლ ავსტრიელი დაავადდა და 1624 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი სხეული დაკრძალეს ესკორიალის მონასტერში, ხოლო გული მისივე ანდერძით გაგზავნეს იუეზუიტთა მონასტერში, ქალაქ ნიცაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
მაქსიმილიან III ავსტრიელი
ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი
1618–1624
შემდეგი:
იოჰან ოისტახ ფონ ვესტერნახი