ტრენტო
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტრენტო Trento | |||||
ტრენტოს პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | ტრენტინო-ალტო-ადიჯე | ||||
კოორდინატები | 46°04′00″ ჩ. გ. 11°07′00″ ა. გ. / 46.06667° ჩ. გ. 11.11667° ა. გ. | ||||
მმართველი | Alessandro Andreatta | ||||
ფართობი | 157,9 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 190 მ | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 115 243 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 729,8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0461 | ||||
საფოსტო ინდექსი | 38121-38123 | ||||
საავტომობილო კოდი | TN | ||||
ოფიციალური საიტი | comune.trento.it | ||||
ტრენტო (იტალ. Trento; გერმ. Trient) — ქალაქი იტალიაში, მდინარე ადიჯეს ხეობაში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონის დედაქალაქი. XVI საუკუნეში აქ მდებარეობდა ტრიდენის საბჭო.
ტრენტო რეგიონის და ზოგადად ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ფინანსური და პოლიტიკური ცენტრია. ტრენტოს უნივერსიტეტი იტალიის პირველ 30 კოლეჯს შორის შედის.[1] ქალაქს აქვს შუა საუკუნეებისა და რენესანსული თავლწარმტაცი ისტორიული ცენტრი, სადაც განლაგებული მრავალი ძველი შენობა, მაგალითად ტრენტოს კათედრალი და ბუონკონსილოს ციხესიმაგრე.
თანამედროვე ტრენტო კოსმოპოლიტური ქალაქია, მაღალგანვითარებული სოციალური სერვისებით. მას ხშირად ასახელებენ მოწინავე პოზიციებზე იტალიის ყველაზე მაღალი ხარსიხის ცხოვრების 103 ქალაქს შორის.[2] ამავე დროს ტრენტო და მისი პროვინცია იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და აყვავებულია.[3]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრენტოს საქალაქო რაიონი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს ქალაქის ცენტრსა და მრავალ გარეუბანს, რომლებიც ექსტრემალურად იცვლება გეოგრაფიულად და სამოსახლო პირობებით. მრავალი განსხვავებული გარეუბანი დღემდე ინარჩუნებს თავიანთ ტრადიციულ სასოფლო იდენტობას.
ტრენტო გაშენებულია ალპების მთისწინეთის — დოლომიტის ალპების სამხრეთით, მყინვარულ ხეობაში, რომელსაც ადიჯეს ხეობას უწოდებენ, იქ, სადაც მდინარეები — ფერზინა და ავიზიო მდინარე ადიჯეს უერთდებიან. ადიჯე ერთ-ერთია სამხრეთით მიმდინარე სამი მთავარი ალპური მდინარიდან. 1850 წელს, ტრენტოსთან არსებული მისი მორკალული კურსი გასწორებულ იქნა. ხეობა მთებითაა გარშემორტყმული.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official homepage of Trento
- Azienda per il Turismo Trento e Monte Bondone დაარქივებული 2008-05-20 საიტზე Wayback Machine.
- Flak Guns In The Brenner Pass დაარქივებული 2006-01-08 საიტზე Wayback Machine.
- Wiki of Trento დაარქივებული 2017-10-03 საიტზე Wayback Machine.
- Weather Station and Webcams Live
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Classifica Università Virtuose. Italian Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-02. ციტირების თარიღი: 2010-07-07.
- ↑ Qualita' della vita: il dossier. Il Sole 24 ORE. ციტირების თარიღი: 2010-04-22.
- ↑ EUROPA - Press Releases - Regional GDP per inhabitant in the EU27, GDP per inhabitant in 2006 ranged from 25% of the EU27 average in Nord-Est in Romania to 336% in Inner London. Europa.eu (2009-02-19). ციტირების თარიღი: 2010-04-22.