Yle
მედიის სახეობა: | მაუწყებლობა |
---|---|
დაფუძნდა: | 9 სექტემბერი, 1926 |
მფლობელი: | სახელმწიფოს მფლობელობაში |
შტაბ-ბინა: | ჰელსინკი |
ფორმატი: | ტელე/რადიო/ინტერნეტი |
გავრცელება: | ეროვნული საერთაშორისო |
საიტი: | www.yle.fi |
ფინეთის სამაუწყებლო კომპანია (ფინ. Yleisradio, შვედ. Rundradion), შემოკლებით Yle — ფინეთის ეროვნული საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანია; დაარსდა 1926 წელს. YLE არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ბევრი თავისებურებით თავის ბრიტანულ ანალოგს, BBC–ს ემსგავსება. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 3 200 ადანიანი. მისი აქციების 99.98 % წილს ფინეთის სახელმწიფო ფლობს.
დღესდღეობით, კომპანიაში ერთიანდება 4 ეროვნული სატელევიზიო არხი, 13 რადიოარხი და 25 რეგიონული რადიოსადგური. იქიდან გამომდინარე, რომ ფინეთი ოფიციალურად მრავალენოვანი სახელმწიფოა და მისი მოსახლეობის 5,5% შვედურად საუბრობს, Yle ასევე აწარმოებს რადიო და სატელევიზიო გადაცემას შვედურად, რომელსაც შვედური Yle ჰქვია (Svenska Yle). უცხოენოვანი ფილმები და შოუები კომპანიის არხებზე ძირითადად სუბტიტრებით გ��დის. დუბლირება მხოლოდ საბავშვო ანიმაციურ ფილმებზე გამოიყენება.
Yle ერთ–ერთი იყო იმ 23 სამაუწყებლო ორგანიზაციიდან, რომლებმაც 1950 წელს ევროპის მაუწყებელთა კავშირი დააარსეს. 2007 წელს მან უმასპინძლა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.