შინაარსზე გადასვლა

WALL-E

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„WALL-E“
რეჟისორი ენდრიუ სტენტონი
პროდიუსერი ჯიმ მორისი
ლინდსი კოლინზი
ჯონ ლესეტერი
კომპოზიტორი ტომას ნიუმენი
პიტერ გებრიელი
ოპერატორი როჯერ დიკინსი
მონტაჟი სტივენ შეფერი
სტუდია Pixar Animation Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
პრემიერა 27 ივნისი, 2008 (აშშ)
18 ივლისი, 2008 (ბრიტანეთი)
18 სექტემბერი, 2008 (ავსტრალია), (ახალი ზელანდია)
ხანგრძლივობა 98 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $180 მილიონი
შემოსავალი $521,311,860

WALL-E (ასევე WALL·E, გამოითქმის „უოლ-ი“) — კომპიუტერული ანიმაციური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ანიმაციური ფილმი, გადაღებული 2008 წელს Pixar Animation Studios-ს მიერ. ფილმის პრემიერა გაიმართა 2008 წლის 27 ივნისს აშშ-ში. ფილმის რეჟისორია ენდრიუ სტენტონი, რომლის ადრეულმა ფილმმა „ნემოს ძიებაში“ ოსკარი მიიღო საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის. ფილმის პროდიუსერია ჯიმ მორისი. ამ მულტფილმა კინოკრიტიკოსთაგან თითქმის უნივერსალური ქება დაიმსახურა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

2100-იან წლებში მეგაკორპორაცია Buy 'n Large ხელთ იგდებს ყველა ეკონომიკურ ბერკეტს დედამიწაზე, მათ შორის მთავრობასაც. გადაუმუშავებელი ნაგავი დროთა განმავლობაში მთელ პლანეტას მოიცავს იმდენად, რომ აქ ცხოვრება ცოცხალი ორგანიზმებისთვის შეუძლებელი ხდება. ადამიანთა მოდგმისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად Buy 'n Large აფინანსებს ასობით კოსმოსურ ლაინერს, რომელთა შორის უდიდესია „აქსიომი“. ათასობით ადაპტირებადი რობოტი, ცნობილი როგორც WALL-E (Waste Allocation Load Lifter-Earth-Class - ნაგვის შემგროვებელი და დამფასოებელი - დედამიწის კლასი) პლანეტაზე დარჩა ნაგვის გასაწმენდად. თუმცა შვიდასი წლის შემდეგ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ფუნქციონირებადი უოლ-ი-ღა დარჩა. პლანეტა კვლავაც ნაგვითაა დაფარული, რომელიც უოლებმა კომპაქტურად დააწყვეს კოშკების სახით. საუკუნეების განმავლობაში მიკროგრავიტაციაში მცხოვრები ადამიანები აქსიომის ბორტზე კარგავენ ძვლებისა და კუნთების მნიშვნელოვან მასას, მსუქნები და მოუქნელი ხდებიან და რობოტების დახმარების გარეშე დგომა ან მოძრაობა აღარ ძალუძთ. ამ ეტაპზე ნებისმიერი სახის დავალება ავტომატიზებულია, მათ შორის კოსმოსური ლაინერის პილოტაჟიც, რომელსაც ავტოპილოტი AUTO მართავს.

უოლ-ი-ს საუკუნეების განმავლობაში აქტიურობამ პერსონალური თვისებები ჩამოუყალიბა. ის აგროვებს ნივთებს, რომლებსაც ნაგავში პოულობს, მეგობრობს ტარაკანთან და მაცივარში გადარჩენილ პატარა მცენარეს უვლის. ის გამუდმებით უყურებს ვიდეოკასეტას 1969 წლის ფილმით „Hello, Dolly!“ ძველ აიპოდზე, რომლის ეკრანი ფრენელის ლინზით არის გადიდებული; მას განსაკუთრებით მოსწონს პერფომანსები „Sunday Clothes“ და „It Only Takes a Moment“. ეს ჩვევები უოლ-ი-ს უნებლიეთ ემოციებს ასწავლის, რაც განსაკუთრებით ხელის ჩაკიდებაში გამოიხატება (რაც ფილმის მოტივი ხდება). ერთ დღეს, ის ხვდება EVE-ს (Extraterrestrial Vegetation Evaluator - პლანეტთაშორისი მცენარეულობის შემმოწმებელი - ივა), ქალური რობოტი, რომელიც აქსიომიდან გამოგზავნეს დედამიწაზე მცენარეული სიცოცხლის აღმოსაჩენად. ფიცხი ივა უოლ-ი-ს რამდენიმეჯერ ესვრის ფეთქებად იარაღს, სანამ გაარკვევს, რომ ის საშიშროებას არ წარმოადგენს. უოლ-ი-ს ის შეუყვარდება, თუმცა ვინაიდან ივას ერთადერთი მიზანი მისი დირექტივის შესრულებაა, ის უოლ-ი-ს ყურადღებას არ აქცევს. ხოლო როცა უოლ-ი მას ნაპოვნ მცენარეს უჩვენებს, ივა მას საკუთარ თავში ინახავს და დეაქტიურდება. უოლ-ი ცდილობს ივა ყოველგვარი საფრთხისგან დაიცვას, თუმცა მალე მის წასაყვანად ხომალდი დაბრუნდება. სასოწარკვეთილი უოლ-ი ხომალდის კარკასზე აცოცდება, რათა ივასთან ერთად გაფრინდეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯილდოები
წინამორბედი:
რატატუი
ოსკარი საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის
2009
შემდეგი:
მფრინავი სახლი
ბაფტას პრემია საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის
2009
ოქროს გლობუსი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის
2009
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=WALL-E&oldid=4635656“-დან