ნაღველა სოკო
ნაღველა სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Tylopilus felleus (Bull.) P. Karst., 1881 | |||||||||||||||
|
ნაღველა სოკო (ლათ. Tylopilus felleus) — ტილოპილუსის გვარის არასაჭმელი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა, რომელსაც ახასიათებს მწარე გემო. მომზადებისას სიმწარე კიდევ უფრო ძლიერდება.[1]
გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპას, აღმოსავლეთ ჩრდილოეთ ამერიკასა და ცენტრალურ ამერიკას.
სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1788 წელს როგორც Boletus felleus.[2] მიმდინარე ბინომიალური სახელი მიანიჭა ფინელმა მიკოლოგმა პიტერ ადოლფ კარსტენმა 1881 წელს.
სამეცნიერო სინონიმები
- Boletus felleus Bull., 1788 basionym
- Boletus felleus Bull. (1788)
- Boletus alutarius Fr. (1815)
- Boletus alutarius Rostk. (1844)
- Tylopilus felleus var. alutarius (Fr.) P.Karst. (1882)
- Dictyopus felleus (Fr.) Quél. (1886)
- Rhodoporus felleus (Fr.) Quél. (1888)
- Tylopilus alutarius (Fr.) Henn. (1898)
- Boletus felleus var. minor Coker & Beers (1943)
- Tylopilus felleus var. uliginosus A.H.Sm. & Thiers (1971)
- Tylopilus felleus var. minor (Coker & Beers) Pilát & Dermek (1974)
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი 4-15 სმ-მდე აღწევს,[3] ნახევარსფეროსებრია, მოგვიანებით მომრგვალო-ბალიშისებრი ან გაშლილი. მშრალია, წვრილბოჭკოვანი, ხავერდოვანი, შემდგომში გლუვი. წვიმიან ამინდში ცოტათი წე��ოვანი ხდება. ქუდის ფერი — ყვითელ-ყავისფერი, ყვითელ-მომურო, ღია-მომურო, ნაცრისფერ-ჟანგმიწისფერი, მონაცრისფრო-ყავისფერი, იშვიათად წაბლისფერ-ყავისფერი ან მუქი მურა.
რბილობი თეთრია, გაჭრისას წითლდება ან საერთოდ არ იცვლის ფერს. გემოზე მწარეა, განსაკუთრებული სუნის გარეშე. თითქმის არასდროს ჭიანდება.
ჰიმენოფორი შეზრდილია ფეხთან, მილები თეთრია, მოგვიანებით ვარდისფერი ან ჭუჭყისფერ-ვარდისფერი. ფორები მომრგვალებული ან კუთხოვანია, წახნაგოვანი, წვრილი, დაჭერისას წითლდება ან მურა შეფერილობას იღებს.
ფეხის სიგრძე — 3-12,5 სმ, სისქე — 1,5-3 სმ, წაგრძელებულ-ბოლქვისებრია, ბოჭკოვანი, ფერი — კრემისფერ-ჟანგმიწისფერი მოყვითალო, ჟანგმიწისფერ-ყვითელი, ან ყვითელ-ყავისფერი, ზედა ნაწილი მოთეთრო ან ნაღებისფერ-ყვითელი, ფეხზე ახასიათებს მურა, მუქი-კრემისფერი ან შავი ფერის ბადე.
სპორების ფხვნილი — მოვარდისფრო, ვარდისფერი, მოვარდისფრო-ყავისფერი. სპორები 10—15×4—5 მკმ, ელიფსურ-თითისტარისებრი, უფერო ან ცოტათი ნაცრისფერ-მოვარდისფრო, გლუვი.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაღველასოკო წააგავს დათვისსოკოს და ასევე ბოლეტუსის გვარის სხვა სახეობებს, მათ შორის ბადისებრ და ბრინჯაოსფერ დათვისსოკოს. ზოგჯერ ეშლებათ Leccinum-ის გვარის სოკოებში, რომელთაგან განსხვავდება ფეხზე ქერცლების არქონით, ხოლო ბოლეტუსისაგან — მუქი ბადით.
ეკოლოგია და გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპას, აღმოსავლეთ ჩრდილოეთ ამერიკას და ცენტრალურ ამერიკას. ნაღველა სოკო არის ტილოპილუსის ტიპური სახეობა და ერთადერთი წარმომადგენელი გვარიდან, რომელიც გავრცელებულია ევროპაში. საქართველოში იშვიათი სოკოა.[4]
მიკორიზას ქმნის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან. განსაკუთრებით ხარობს წიწვივან ტყეებში მჟავე ნაყოფიერ ნიადაგზე,[5] ხშირად წიფლისა და მუხის ძირებში.[6] იშვიათად დამპალ ჯირკებზე. იზრდება ერთეულებად ან ჯგუფებად.
სეზონი: ივნისი — ოქტომბერი.
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ არაშხამიანი სოკოა, ახასიათებს მეტად მწარე გემო. სიმწარე კიდევ უფრო ძლიერდება მომზადებისას. ერთ ეგზემპლარს შეუძლია სხვა სოკოებისგან მომზადებული მთლიანი კერძის გემოს გაფუჭება.[7] ზოგ ქვეყანაში მისგან დამზადებულ ფხვნილს კერძებისთვის არომატის მისაცემად იყენებენ.[7]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Гарибова Л. В., Сидорова И. И. Грибы. Энциклопедия природы России. — М.: ABF, 1997.
- Дермек А. Грибы. — Братислава: изд-во «Словарт», 1989.
- Елин Е.Я., Зерова М.Я. и др. (1979). Дары лесов. К.: „Урожай“, გვ. 392, გვ. 333. (უკრ.)
- (1984) Шляпочные грибы Белоруссии. Минск: Наука и техника, გვ. 228.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნაღველა სოკო“ ვიკისაწყობში.
- ნაღველა სოკო — Mycoweb
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lamaison J-L, Polese J-M. (2005). The Great Encyclopedia of Mushrooms (und). Cologne: Könemann, გვ. 27. ISBN 978-3-8331-1239-3.
- ↑ Bulliard JBF. (1788). Herbier de la France (French). Paris: Chez l'auteur, Didot, Debure, Belin.
- ↑ (1977) Fungi of Northern Europe 1: Larger Fungi (Excluding Gill-Fungi). Harmondsworth: Penguin, გვ. 102–03. ISBN 978-0-14-063005-3.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 72, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Laessoe T. (2002). Mushrooms, 2nd, Smithsonian Handbooks, London: Dorling Kindersley Adult, გვ. 186. ISBN 978-0-7894-8986-9.
- ↑ (2011) The Book of Fungi. Chicago: University of Chicago Press, გვ. 361. ISBN 978-0-226-72117-0.
- ↑ 7.0 7.1 Zeitlmayr L. (1976). Wild Mushrooms: An Illustrated Handbook. Hertfordshire: Garden City Press, გვ. 97–98. ISBN 978-0-584-10324-3.