მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროფესიონალური რეიტინგებიმიმოხილვების ქულები |
---|
წყარო | რეიტინგი |
---|
Allmusic | [1] |
Tone Float — ჯგუფ Organisation-ის ერთადერთი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა გერმანიაში, 1970 წელს. ჯგუფის წევრებმა, ფლორიან შნაიდერმა და რალფ ჰიუტერმა მოგვიანებით ჩამოაყალიბეს სხვა კოლექტივი, Kraftwerk. ხშირად Tone Float ითვლება Kraftwerk-ის სადებიუტო დისკად, მით უმეტეს, რომ სტილით ახლოს არის მის ალბომთან Kraftwerk.
ბრიტანეთში გაიყიდა ალბომის მხოლოდ რამდენიმე ასლი. ძირითადად, იგი ცნობილია პროექტში Kraftwerk-ის ორი ორიგინალური წევრის, რალფ ჰიუტერისა და ფლორიან შნაიდერის მონაწილეობით. ალბომის პროდიუსერია კონრად პლანკი.
- ‘სტუდია განლაგებული იყო ზეთის გადამამუშავებელ ქარხანაში. როდესაც გარეთ გავდიოდით, გვესმოდა ცეცხლის ხმაური - მთელი ეს ინდუსტრიული ხმები.’
- — რალფ ჰიუტერი [2]
ალბომი არც თუ შთამბეჭდავად იყიდებოდა, ამიტომ ლეიბლმა RCA ჯგუფთან კონტრაქტი გააუქმა. ამის შემდე�� Organisation დაიშალა.
ოფიციალურად ალბომი არასოდეს გამოცემულა, მიუხედავად იმისა, რომ 1990-იან წლებში გამოვიდა მისი ბუტლეგური კომპაქტ-დისკები და გრამფირფიტები. მათში როგორც წესი, ასევე შედიოდა Vor dem blauen Bock - სინამდვილეში ცნობილი, როგორც Rückstoss Gondoliere, Kraftwerk მიერ ბრემული ტელეშოუს Beat-Club ეთერში გამოსვლიდან. სიმღერას ასრულებდა Kraftwerk-ის არახანგრძლივი შემადგენლობა - ფლორიან შნაიდერის, მაიკლ როთჰერისა და კლაუს დინგერის სახით. რალფ ჰიუტერი ამ პერიოდში სწავლით იყო დაკავებული.
მუსიკალური ნაწყვეტები:
სიმღერის ნაწყვეტი — 229 KB
ყველა სიმღერის ავტორი — შნაიდერი, ჰაუფი და მონიკსი.[3].
|
|
2. | „Milk Rock“ | 5:24 |
3. | „Silver Forest“ | 3:19 |
4. | „Rhythm Salad“ | 4:04 |
5. | „Noitasinagro“ | 7:46 |
- რალფ ჰიუტერი – ჰემონდის ორგანი
- ფლორიან შნაიდერი – ელექტრონული ფლეიტა, ალტო ფლეიტა, ზარი, დაირა, ელექტრონული ვიოლინო, პერკუსია, სამკუთხედი
- ბაზილ ჰამუდი – გლოკენშპილები, კონგა კონგი, მუსიკალური ყუთი, ბონგო, პერკუსია, ხმა
- ბუტჩ ჰაუფი – ბას გიტარა, პერკუსია, ეფექტები
- ალფრედ მონიკსი (მითითებულია, როგორც ’ფრედ მონიკსი’) – დასარტყმელი საკრავები, ბონგო, მარაკასი, დასარტყმელი საკრავები, ზარები, დაირა, პერკუსია
- კონრად პლანკი – ხმის ინჟინერი
ქვეყანა
|
თარიღი
|
ლეიბლი
|
ფორმატი
|
ნომერი კატალოგში
|
ბრიტანეთი
|
აგვისტო 1970
|
RCA Victor[4][5]
|
გრამფირფიტა
|
SF 8111
|
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპლექტები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ვიდეო | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|