შინაარსზე გადასვლა

Stardew Valley

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტარდიუ nintendo switch-ზე

სტარდიუ ველი (ინგლ. Stardew Valley) — ერიკ „ConcernedApe“ ბარონის მიერ დამოუკიდებლად შექმნილი ფერმერობის სიმულატორი და როლური ინდი ვიდეო თამაშია, რომელიც გამოვიდა 2016 წელს. მოთამაშე იღებს პერსონაჟის როლს, რომელიც მემკვიდრეობით იღებს გარდაცვლილი ბაბუის დაზარალებულ ფერმას სტარდიუ ველის ხეობაში. თამაში პირველად გამოვიდა Windows-ისთვის 2016 წლის თებერვალში, შემდეგ კი პორტირებული იქნა PlayStation 4-ზე, Xbox One-ზე, Nintendo Switch-ზე, iOS-სა და Android-ზე.

ერიკ ბარონემ თამაში 4,5 წლიში მარტო შექმნა. იგი შთაგონებული იყო Story of Seasons-გან (ყოფილი Harvest Moon), მაგრამ მისი მიზანი იყო ჟანრის პრობლემების გადაჭრა, როგორიცაა შეზღუდული თავისუფლება ან განმეორებადობა. ბარონემ თამაში გამოიყენა როგორც პროგრამირებისა და დიზაინის უნარების გასავითარებლად. 2014 წელს ბრიტანულმა სტუდია Chucklefish-მა (მოგვიანებით Hollow Knight-ის გამომცემელი) შესთავაზა თამაშის პაბლიშინგი, რამაც ბარონეს საშუალება მისცა დაეთმო დრო დეტალების დასრულებას.

თამაშის შემქმნელი ერიკ ბარონე

Stardew Valley ღია სამყაროს პრინციპით მოთამაშეს სთავაზობს საშუალებას: მოაშენოს კულტურები, გაზარდოს ცხოველები, დაიჭიროს თევზი, მოაგროვოს მინერალები მაღაროებში, დაამზადოს კერძები და დაამყაროს ურთიერთობა ქალაქის მაცხოვრებლებთან (მათ შორის, შეძლებს ქორწინებას და ბავშვების გაჩენას). თამაში არ აწესებს დროის შეზღუდვას ან მთავარ მიზანს, რაც საშუალებას აძლევს მოთამაშეს საკუთარი ტემპით გაეცნოს სამყაროთი.ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია 8 მოთამაშესთან ერთად თამაში.

Stardew Valley აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად. კრიტიკოსებმა შეაქეს მისი რელაქსირებული ატმოსფერო, სიღრმისეული მექანიკა და ემოციური თავგადასავალი. Story of Seasons-ის შემქმნელმა, იასუჰირო ვადამ, განაცხადა, რომ Stardew Valley-მ აღადგინა ის თავისუფლება, რაც მის სერიას დაკარგული ჰქონდა. თამაშმა კომერციულად მოიპოვა უზარმაზარი წარმატება: 2024 წლისთვის გაიყიდა 41 მილიონზე მეტი ასლი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Stardew_Valley“-დან