Silent Hill 2
![]() |
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Gobrona. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი. თარგის ჩასმის თარიღი: 2025-02-3. სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 15 დღე. მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}} |
Silent Hill 2 | |
---|---|
![]() ჩრდილო ამერიკული ვერსიის გარეკანი, რომელზეც გამოსახულია თამაშის პერსონაჟი ანჯელა ოროსკო | |
დეველოპერ(ებ)ი | Team Silent |
გამომცემელი | Konami |
სერია | Silent Hill |
პლატფორმ(ებ)ი |
PlayStation 2 Xbox Windows |
გამოსვლის თარიღი |
24 სექტემბერი, 2001
|
ჟანრ(ებ)ი | Survival horror |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | მასასი ცუბოიამა |
პროდიუსერ(ებ)ი | აკიჰირო იმამურა |
მხატვარი | მასაჰირო იტო |
სცენარისტი |
|
კომპოზიტორი | აკირა იამაოკა |
„Silent Hill 2“ (ქართ. ჩუმი გორაკი 2) — ფსიქოლოგიური Survival horror ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა კომპანია Team Silent-მა, ხოლო გამოსცა Konami-მ. ეს არის რიგით მეორე თამაში „Silent Hill“-ის ვიდეო თამაშების სერიიდან, რომელიც გამოვიდა PlayStation 2-ის პლატფორმაზე 2001 წლის 24 სექტემბერს აშშ-ში, 2001 წლის 27 სექტემბერს — იაპონიაში, ხოლო ამავე წლის 23 ნოემბერს — ევროპაში. მოგვიანებით პროექტი პორტირებული იქნა პერსონალურ კომპიუტერსა და Xbox-ზე. „Silent Hill 2“-ის სიუჟეტი არ არის დაკავშირებული სერიის პირველ ნაწილთან. ორი წლის განმვალობაში თამაშზე მუშაობდა დაახლოებით 50 თანამშრომელი. მოგვიანებით, 2012 წლის 20 მარტს გამოვიდა რემასტერინგული HD ვერსია PlayStation 3-სა Xbox 360-ზე.
თამაშის სიუჟეტი მიმდინარეობს გამოგონილ სამყაროში, რომელიც ნაწილობრივ წააგავს რეალურს, სადაც ყოველდღიური რეალობა გადაიკვეთება სხვა, ალტერნატიული სამყაროთი და ორივე ავსებულია მონსტრებით. თამაშის მთავარი გმირია ჯეიმზ სანდერლენდი, რომელიც წერილს მიიღებს თავისი გარდაცვლილი მეუღლე მერისგან. წერილში, მერი, სთხოვს ჯეიმზს ჩამოვიდეს საკურორტო ქალაქ საილენტ ჰილში. ქალაქში, ჯეიმზი გადაეყრება საიდუმლოებით მოცულ ქალს, სახელად მარიას, რომელიც ძალიან ჰგავს მერის. საბოლოოდ, ჯეიმზი აანალიზებს, რომ მისი მოგონებების ნაწილი იყო თავის მოტყუება.
„SilenT Hill 2“ წარმოდგენილია მესამე პირის ხედვით და ვირტუალური კამერის კინემატოგრაფიული რაკურსი საშუალებას აძლევს მოთამაშეს აკონტროლოს მის გარშემო მიმდინარე მოვლენები. გეიმპლეი მოიცავს თავსატეხების გადალახვას, სხვადასხვა საგნების მოძიებას, ტერიტორიების გამოკვლევას, მთავარი გმირის მოსტრებთან დაპირისპირებას. მასში წარმოდგენილია რამდენიმე განსხვავებული სიუჟეტური დასასრული. ამა თუ იმ დასასრულის მიღწევა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე.
თამაშის სიუჟეტი შთაგონებულია რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის რომანით „დანაშაული და სასჯელი“. მასზე აგრეთვე გავლენა მოახდინეს რეჟისორ დევიდ ლინჩის და მხატვრების, ფრენსის ბეკონისა და ენდრიუ უაიეთის ნამუშევრებმა.
პროექტმა ფართო აღიარება ჰპოვა კრიტიკოსებში: ათმა სხვადასხვა გამოცემამ პროექტს მაქსიმალური ქულა მიანიჭა.[1][2] მიმოხილველების უმეტესობამ უმაღლესი შეფასება მისცა თამაშის ატმოსფეროსა და სიუჟეტის სიღრმავეს, რომელიც აგებულია სიყვარულის, შურის, სიკვდილის, დანაშაულისა და სასჯელის, სიგიჟის გარშემო, აგრეთვე ტაბუდადებული თემების, სექსუალური ძალადობისა და ინცესტის გარშემო. რამდენიმე რეცენზენტის შეფასებით თამაშის მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა ვიდეო თამაშების ისტორიაში. თუმცა, რეცენზენტებმა ნეგატიურად შეაფასეს მართვის სისტემა, ვირტუალური კამერის არაკომფორტულობა და არალოგიკური თავსატეხები. ხელახალი გამოცემა „Silent Hill HD Colllection“-მა მიიღო არაერთგვაროვანი გამოხმაურება უამრავი აუდიო და ვიზუალური ხარვეზის გამო. „Silent Hill 2“ მიჩნეულია ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშად. ის აგრეთვე მაღალ პოზიციებს იკავებს ყველაზე საშიში საშინელებათა თამაშების ჩარტებში, ხოლო აკირა იამაოკას მიერ შექმნილი საუნდტრეკი რამდენიმე რეცენზენტის მიერ მიჩნეულია ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ თამაში გაიყიდა ერთ მილიონ ეგზემპლიარზე მეტი რაოდეობით.[3]. 2003 წლის 23 მაისს გამოვიდა თამაშის მესამე ნაწილი „Silent Hill 3“, რომელიც ითვლება პირველი ნაწილის პირდაპირ გაგრძელებად.
გეიმპლეი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„Silent Hill 2“ არის Survival horror ჟანრის თამაში მესამე პირის ხედვით, რომელშიც გაერთიანებულია მოქმედებითი და სათავგადასავლო თამაშის ელემენტები. თამაშში არ ფიგურირებს HUD ინტერფეისი, შედეგად, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საგნების ნახვა მხოლოდ ინვენტარშია შესაძლებელია. კონკრეტული საგნის არჩევისას შესაძლებელია სხვადასხვა ქმდების განხორციელება: საგნის გამოკვლევა, საგნის დანიშნულებისამებრ გამოყენება და ა.შ. როდესაც ეკრანი ირხევა, ეს ნიშნავს, რომ მთავარი გმირის ჯანმრთელობის მდგომარეობა 100%-ზე დაბალია. იმ შემთხვევაში, თუ ეკრანის გარშემო გაჩნდება წითელი ფერი, მაშინ სიცოცხლე 50 %-ს ქვემოთაა, ხოლო, თუ ქვედა მარცხენა კუთხეში გაჩნდება მოციმციმე ჯვარი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პროტაგონისტის ჯანმრთელობა უახლოვდება ნულს. თამაშის მიმდინარეობისას მთავარი გმირს შეუძლია რუკების მოძიება, რომელიც იძლევა ინფორმაციას ადგილობრივ ტერიტორიებზე. რუკის ნახვა მხოლოდ განათებულ ადგილებში ან ფანრის გამოყენებით არის შესაძლებელი.
თამაშის უმეტესი ნაწილი მოიცავს ქალაქის გამოკვლევას, გასაღებებისა და საჭირო საგნების მოძიებას და თავსატეხების გადაჭრას. ნაკლები აქცენტი ეთმობა მტრების განადგურებას. მოწინააღმდეგებისა და თავსატეხების სირთულის დონე დამოუკიდებელია ერთმანეთისგან და თამაშის დასაწყისშივე განცალკევებით განისაზღვრება. მასში წარმოდგენილი არის სირთულის დონის 4 რეჟიმი“ „დამწყები“ (ინგლ. Begginer), „ადვილი“ (ინგლ. Easy), „ნორმალური“ (ინგლ. Normal) და „ძნელი” (ინგლ. Hard) – საბრძოლო სისტემისთვის, ხოლო „დამწყები“, „ადვილი“, „ნორმალური“, „რთული” და „მეტად რთული“ (ინგლ. Extra Hard) — თავსატეხებისთვის. Xbox და PlayStation 2-ზე „დამწყები“ დონის არჩევისას აუცილებელი არაა მონსტრებთან ბრძოლა. ზოგიერთი კოდი თავსატეხებისთივს გენერირდება თავისით. ჯეიმზს შუეძლია ფანარისა და ჯიბის რადიოს გამოყენება, რომელიც მტრის მოახლოებისას გამოსცემს შიშინს. კოსოლების ვერსიებზე თამაშის დამახსოვრება შესაძლებელია წითელი ლენტის მეშვეობით, რომელიც გამოსახულია კედლებზე, ხოლო პერსონალური კომპიუტერზე — ნებისმიერ დროს.
„საილენტ ჰილში“ ხელმისაწვდომია ორი სახის იარაღი — ცივი და ცეცხლსასროლი. ცივი იარაღებია: ხის კეტი, რკინის მილი, დანა, ბენზოხერხი, ჰიპერ-სპრეი, ჩინური ხმალი. ცეცხლსასროლი იარაღებია — თოფი, ტაბელური იარაღი, რევოლვერი და სანადირო თოფი. პერსონაჟის ჯანმრეთელობის აღსადგენად გამოიყენება პირველადი დახმარების კომპლექტი. თამაშის გავლის საშუალო დრო შეადგენს 6 საათს. თამაშის დამთავრების შემდეგ გამოისახება საერთო რეიტინგი, სადაც ნაჩვენებია თამაშის შენახვების, მიღებული დაზიანებების, მოკლული მტრების რაოდენობა და სხვა.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარემო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„Silent Hill 2„ არ წარმოადგენს მისი წინამორბედის პირდაპირ გაგრძელბას, თუმცა ისტორია მიმდინარეობს იმავე გამოგონილ ქალაქში, რომელიც მდებარეობს აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ავტომობილის ნომრები მიეკუთვნება მიჩიგანის შტატს, ხოლო ქალაქის ცენტრაული ნაწილის არქიტექტურა დაფუძნებულია რეალურად არსებულ დასახლებულ პუნქტ სან-ბრუნოზე. სიუჟეტი მიმდინარეობს საილენტ ჰილის სამხრეთ ნაწილში და შეიცავს ინფორმაციას ქალაქის პრეისტორიის შესახებ. საილენტ ჰილის პარალელურ სამყაროში ყველა ადამიანი საგანს აღიქვამს და ხედავს მისებურად.
წერილი ჩუმი სამოთხიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამაშის ძირითადი სცენარი ატარებს სახელწოდებას „წერილი ჩუმი სამოთხიდან“ (ინგლ. Letter from Silent Heaven). თამაშის მთავარი გმირი ჯეიმზ სანდერლენდი იღებს წერილს თავისი მეუღლისგან, მერისგან, რომელიც გარდაიცვალა სამი წლის წინ. წერილში მერი სთხოვს მას ჩამოვიდეს პატარა საკურორტო ქალაქ საილენტ ჰილსში, სადაც მათ, ოდესღაც ერთად კარგი დრო გაატარეს. მერი წერს:
ჩემს მშფოთვარე სიზმრებში მე ვხედავ ქალაქს, საილენტ ჰილი. შენ შემპირდი, რომ ოდესმე კიდევ წამიყვანდი იქ, მაგრამ პირობა არ შეასრულე. თუმცა, ახლა მე იქ ვარ, მარტო.... გელოდები ჩვენს რჩეულ ადგილას“...
ორიგინალი ტექსტი (ინგლისური)In my restless dreams, I see that town. Silent Hill. You promised me you'd take me there again someday. But you never did. Well, I'm alone there now… In our "special place" Waiting for you…
მიტოვებული, ბურუსიანი ქალაქის სასაფლაოზე ხეტიალისას ჯეიმზ სანდერლენდი გადაეყრება გოგონას სახელად ანჯელას, რომელსაც ეუბნება, რომ დაიკარგა და ეძებს გზას. ანჯელა მიასწავლის მას გზას და ურჩევს, თავი შორს დაიჭიროს ამ ადგილისგან, რადგან მისი თქმით, ამ ქალაქში ყველაფერი რიგზე ვერ არის. ანჯელასთან დაშორების შემდეგ, გზად მიმავალი სანდერლენდი გადააწყდება გაურკვეველ არსებას, რომელსაც კლავს მას ხის ჯოხით. შემდეგ ქალაქის საცხოვრებელ სახლში ჯეიმზი ნახულობს პატარა გოგონას ლორას, რომელიც სიუჟეტის მიმდინარეობისას ყოველმხრივ ხელს უშლის მას. ერთ-ერთ ოთახში ჯეიმზი აღმოაჩენს პირამიდის მსგავსი თავის მქონე არსებას, რომელიც ერთდოულად ორ მანეკენს აუპატიურებს. შეშინებული ჯეიმზი დაიმალება კარადაში და რამდენიჯერმე გაისვრის მისი მიმართულებით, რის შემდეგაც მონსტრი განერიდება მას. სხვა ოთახში შესვლისას იგი ნახულობს გვამს და მასთან ერთად ცოცხალ ადამიანს სახელად ედის, რომელიც ირწმუნება, რომ მას არავინ მოუკლავს.
ჯეიმზი, როუზუოტერის პარკში (ინგლ. Rosewater Park) შეხვდება მარიას, რომელიც გარგნეულად ძალინ ჰგავს მის გარდაცვლილ ცოლს მერის. თუმცა მას შემდეგ, რაც იგი გაარკვევს, რომ მარია მისი ცოლი არ არის, გადაწყვეტს წასვლას, მაგრამ ქალი შეახსენებს, რომ ქალაქი სავსეა მონსტრებით და სთხოვს თან წაყვანას. როცა ჯეიმზი გაიგებს, რომ ლორამ რაღაც იცის მერის შესახებ, იგი უკან მიჰყვება მას ბრუკჰევენის ჰოსპიტალში. შენობაში მოხვედრის შემდეგ, ჯეიმზი და მარია გაურბიან პირამიდათავიან არსებას. ჯეიმზი შედის ლიფტში, თუმცა მისი თანამგზავრი ვერ ახერხებს მასთან ერთად შესვლას და იღუპება.
მთავარი გმირი განაგრძობს ძებნას და მიემართება საილენტ-ჰილის ისტორიულ საზოგადოებაში, სადაც გადააწყდება გარდაცვლილი ადამიანის გვერდით იარაღით ხელში მყოფ ედის. ედი მშვიდად აცხადებს, რომ მან ადვილად მოკლა ადამიანი, რომელიც მას სიმსუქნის გამო დასცინოდა. თუმცა სწრაფად გადაიტანს ხუმრობაში და გაუჩინარდება. გაუკრვეველ მიწისქვეშა ლაბირინთში დიდხნიანი ხეტიალის შემდეგ, ჯეიმზი აღმოაჩენს გისოსებიან ოთახში ჩაკეტილ ცოცხალსა და ხელუხლებელ მარიას, რომელიც უყვება მას სასტუმროში მერისთან გატარებულ დღეებზე და დასძენს, რომ იგი იქნება ის, ვინც ჯეიმზს სურს რომ დაინახოს. მარიას გადასარჩენად მიმავალ სანდერლენდს მოესმება ანჯელა ოროსკოს კივილი. მას შემდეგ, რაც მთავარი გმირი იხსნის ანჯელას მონსტრისგან, საუბრის დროს გამოუტყდება ჯეიმზს, რომ იგი საკუთარმა მამამ გააუპატიურა. გაზეთის ამონარიდიდან ირკვევა, რომ საილენტ-ჰილსში მოსვლამდე ანჯელას საკუთარი მამა მოუკლავს. შემდეგ ჯეიმზი ახერხებს საკანში მოხვედრას, მაგრამ ოთახის საწოლზე აღმოაჩენს გარდაცვლილ მარიას. გაქცევისას ჯეიმზი ერთ-ერთ ოთახში გადააწყდება გვამების გარემოცვაში მყოფ ედი დომბროვსკის. ედი ირწმუნება, რომ ისინი დასცინოდნენ მას და დასძენს, რომ ჯეიმზიც მათნაირია. ედი თავს ესხმის ჯეიმზს, ხოლო ჯეიმზი კლავს მას.
ტბის გადალახვის შემდეგ, სანდერლენდი აღმოჩნდება იმ სასტუმროში, სადაც ჯეიმზმა და მერიმ რამდენიმე ხნის წინ შვებულება ერთად გაატარეს. აქ იგი ნახულობს ვიდეოფირს, რომელიც ერთ დროს თავად გადაიღო. მას ახსენდება, რომ მერი გარდაიცვალა არა დაავადებით, არამედ თავად გაგუდა იგი საკუთარი ხელებით. ამ მომენტში წერილიდან ქვრება სიტყვები. ჯეიმზი ამ ყველაფერს უყვება ლორის, რომელსაც საავადმყოფოში ყოფნის დროს ურთიერთობა ჰქონდა მერისთან. მოგვიანებით ერთ-ერთ ოთახში ჯეიმზი ნახულობს ანჯელას. ანჯელას ჯეიმზი საკუთარ დედაში შეეშლება, მაგრამ როცა მიხვდება, რომ შეცდა, იგი ეუბნება მთავარ გმირს, რომ მას აღარ სურს სიცოცხლე და ცეცხლით გარშემორტყმულ ზედა სართულზე ადის. მოგვიანებით სანდერლენდი აღმოჩდება რამდენიმე პირამიდათავიანი არსების პირისპირ, რომლებიც შუბით კლავენ საწოლზე მიბმულ მარიას. ჯეიმზი აცნობიერებს, რომ მონსტრი გაჩნდა იმისთვის, რომ მას სურდა მისი ცოდვების გამო საკუთარი თავის დასჯა. შედეგად პირამიდათავიანები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ. საბოლოოდ ქვრება თვითონ წერილიც. ჯეიმზი ადის სასტუმროს სახურავზე, სადაც მოთამაშის სხვადასხვა მოქმედებებზეა დამოკიდებული თუ ვის შეხვდება, მერის თუ მარიას.
დასრულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამაშში წარმოდგენილია 6 განსხვავებული სიუჟეტური დასასრული. ამა თუ იმ დასასრულის მიღწევა დამოკიდებული არის სხვადასხვა ფაქტორებზე: რამდენად შორს მიდიოდა ჯეიმზი მარიასგან, იღებდა თუ არა ქალი დაზიანებას მონსტრებისგან, ნახულობდა თუ არა სანდერლენდი მას ჰოსპიტალში, მოისმინა თუ არა მოთამაშემ სასტუმროში მერისთან დიალოგი ბოლომდე, მოიხმარდა თუ არა მთავარი გმირი პირველადი მოხმარების აფთიაქს ან სამკურნალო სითხეს. წაიკითხა თუ არა მან დღიური ჰოსპიტალის სახურავზე. დაათვალიერა თუ არა ანჯელას დანა, დაამთავრა თუ არა თამაში ადრეულად, პუოლობდა თუ არა ქვესტების განსაკუთრებულ საგნებს და ა.შ.
თამაშის ოფიციალურ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, არცერთი დასასრული არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას. ყოველი მათგანი ფორმირებას უკეთებს დასრულებულ ისტორიას და მხოლოდ მოთამაშის მოქმედებები ახდენს გავლენას მოვლენების საბოლოო აღქმაზე.
- „წყალში“ (ინგლ. In water) — ფინალურ სცენაში ჯეიმზი ხვდება მარიას, რომელიც წარმოდგენილია მერის სახით. სანდერლნედი ეუბნება მარიას, რომ მას ის აღარ სჭირდება. მარია იქცევა დემონად და თავს ესხმის მას. ბრძოლის შემდეგ მთავარი გმირი ჩნდება მწოლიარე მერის ლოგინზე და სთხოვს პატიებას ჩადენილის გამო. მერი ეუბნება მას, რომ სურდა სიკვდილი, რათა ტკვილი შეწყვეტოდა. ქალი პატიობს ჯეიმზს და გადასცემს წერილს. ამ დროს მერის აუტყდება ხველა, მაგრამ მალე წყნარდება. კაცი იღებს მის სხეულს, ჯდება მანქანაში და მიდის ტოლუკის ტბასთან. ჯეიმზი გადაწყვეტს თავის მოვკლას, რათა სიკვდილის შემდეგ იყოს თავის ცოლთან ერთად.
- „დამშვიდობება“ (ინგლ. Leave) — ფინალურ სცენაში ჯეიმზი ხვდება მარიას მერის გამოსახულებით. პროტაგონისტი ეუბნება მას, რომ მას აღარ სჭირდება მარია და სურს, რომ დაასრულდეს ეს „კოშმარი“. ქალს, თავის მხვრივ, სურს მერის ადგილის დაკავება, თუმცა საბოლოოდ ხვდება, რომ ჯეიმზი არ იმსახურებს სიცოცხლეს. მარიას მოკვლის შემდეგ ჯეიმზი აღმოჩნდება მწოლიარე მერის ლოგინზე. იგი პატიებას სთხოვს ქალს ჩადენილის გამო და ეუბნება მას, რომ სძულდა იგი და სურდა ძველი ცხოვრების დ��ბრუნება. ქალს სურს, რომ ჯეიმზმა გააგრძრლოს ცხოვრება და გადასცემს პატიების წერილს, რის დემდეგაც კვდება. საბოლოოდ ჯეიმზი და ლორი ტოვებენ ქალაქს სასაფლაოს გავლით. კადრების მიღმა მერი ხმამღლა კითხულობს წერილს.
- „მარია“ (ინგლ. Maria) — ბოლო მონაკვეთში ჯეიმზი ხვდება მერის. ქალი განიკითხავს მას ყველაფრისთვის რაც მან ჩაიდინა, იქცევა დემონად და თავს ესხმის მთავარ გმირს. მას შემდეგ, რაც ჯეიმზი კლავს საკუთარ ცოლს, ის ბრუნდება ტბის ნაპირას. მასთან მიდის მარია და სთავაზობს გაემგავროს მასთან ერთად საილენტ ჰილიდან. მარია ჯეიმზს აწვდის მერის წერილს. წერილში ქალი პატიობს ყველაფერს და რთავს ნებას დაიწყოს ახალი ცხოვრება. გზად მიმავალთ მანქანაში მარიას აუტყდება ხველება.
- „მეორედ დაბადება“ (ინგლ. Rebirth) — ბოლო სცენაში ჯეიმზი ხვდება მარიას მერის გამოსახვით და ეუბნება, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრდა. ფინალური ბრძოლის შემდეგ სანდერლენდი მარიას გვამთან ერთად მიცურავს ნავით ტოლუკის ტბაზე კუნძულზე, სადაც მოსჩანს ეკლესია. იგი აპირებს ჩაატაროს ბნელი რიტუალი მერის გასაცოცხლებლად.
- „ძაღლი“ (ინგლ. Dog) — ჯეიმზი აღმოჩნდება დაწესებულებაში, სადაც განთავსებულია კომპიუტერები. სკამზე ზის ძაღლი, რომელიც ამოძრვებს ბერკეტს. ამ დროს ჯეიმზს იაპონურ ენაზე აღმოხდება ფრაზა — „ეს ხომ შენ იყავი!“ პროტაგონისტი ეცემა ოთხზე, ხოლო ძაღლი მირბის მასთან და ულოკავს სახეს.
- „ამო“ (ინგლ. UFO) — სასტუმროს კარებთან მოფრინავენ დიდი ოდენობით ამოუცნობი მფრინავი თეფშები. ჯეიმზი ჰხვდება ჰარი მეისონს, პირველი ნაწილის მთავარ გმირს, რომელიც ეკითხება სანდერლენდს ნახა თუ არა სადმე პატარა, დაბალი შავთმიანი გოგონა. საპასუხოდ ჯეიმზი ეკითხება ჰარის ხომ არ შეხვედრია მის მეუღლე მერის. ამ დროს სანდერლენდს თავს ესხმის უცხოპლანეტელი, ჰარისთან ერთად მიჰყავთ ხომალდში და მიფრინავენ. დასასრული ხელმისაწვდომი არის მხოლოდ თამაშის სპეციალურ ვერსიაში.
კრიტიკოსების შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეფასება | |
---|---|
საერთო შეფასება | |
აგრეგატორი | შეფასება |
Metacritic | 89/100 (PS2)[4] 84/100 (Xbox)[5] 70/100 (PC)[6] |
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allgame | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Eurogamer | 9/10 (PS2)[8] 9/10 (Xbox)[9] |
Famitsu | 34/40 (PS2)[10] 32/40 (Xbox)[11] |
GameSpot | 7.7/10 (PS2)[12] 7.9/10 (Xbox)[13] 6.2/10 (PC)[14] |
GameSpy | 96/100 (PS2)[15] 86/100 (PC)[16] |
IGN | 9.0/10 (PS2)[17] 8.4/10 (PC)[18] |
Next Generation | 4/5 (PS2)[19] 4/5 (Xbox)[20] |
საიტ „IGN“-ის მიმოხილველი დაგ პერი წერდა, რომ „Silent Hill 2“ არ არღვევს ჟანრის კლასიკურ კონცეფციას, თუმცა შეიცავს სულის შემძვრელ სიურეალისტურ ისტორიას, რომელიც ავსებულია ავთენტური პერსონაჟებითა და წარმოუდგენელი ატმოსფეროთი. მეორე ნაწილის ვიზუალური სტილი მიმზიდველი და ეფექტურია. ვირტუალური კამერის კინემატოგრაფიული რაკურსი საშუალებას აძლევს მოთამაშეს აკონტროლოს მის გარშემო მიმდინარე მოვლენები, თუმცა რადგანაც კამერა სრულყოფილი არ არის, უნდა შეისწავლოთ მისი მართვა. გეიმპლეი შეიცავს საკმაო რაოდენობით გამოკვლევას, რომელიც მიმართულია თავსატეხების გადასაჭრელად. კრიტიკოსის აზრით, თამაშში მოთამაშეს ხშირად მოუწევს წონასწორობის დაკარგვა, ნერვიულობა და შიშის განცდა, გაძლიერებული კლაუსტროფობიით. პერიმ მაღალ დონეზე შეაფასა ბურუსი, პერსონაჟების გარეგნული იერსახე, ვიდეორგოლები და ტექსტურების ხარისხი. გახმოვანებაც დადებითად დაახასიათა. მან აგრეთვე დასძინა, რომ თამაშის ძლიერი მხარე მისი ხმის ეფექტები და მუსიკაა. საიტის საბოლოო შეფასება შეადგენს 9/10.
ჟურნალ „Eurogamer“-ის მიმოხოლველმა ტომ ბრემუელმა თამაშის ვირტუალური კამერის სისტემას არაკომფორტული უწოდა, რომელიც მეტად ართულებს ორიენტაციას. აგრეთვე აღნიშნა, რომ ბურუსი, რომელიც აძლიერებს კინემატოგრაფიულ ეფექტს, ქმნის კლაუსტროფობიის შეგრძნებას. საილენტ-ჰილმა, რომელიც დაფარულია ფერფლის ღრუბლით, სიბინძურითა და ჭვარტლით, დამაჯერებლად ჩამოაყალიბა ქალაქი-მოჩვენების შემზარავი იმიჯი. მიმომხილველმა აგრეთვე დადებითად შეაფასა მონსტრების გარეგნული მხარე, ანიმაცია და პერსონაჟების დეტალიზაცია, ვიდეორგოლების ვიზუალური მხარე, გეიმპლეის მექანიკა და პარანოია, რომელიც მუდამ თან სდევს მოთამაშეს. ბრემუელის აზრით, „Silent Hill 2“-მა ყველა პარამეტრით ჩამოიტოვა „Resident Evil“-ის ნებისმიერი პროექტი. საიტზე თამაშის საბოლოო შეფასება შეადგენს 9/10.
„AllGame“-ის რეცენზენტის ჯონ ტომპსონის აზრით, თამაში გეიმპლეის კუთხით თითქმის პირველი ნაწილის მსგავსია, თუმცა იგი შიცავს შიშის საკმარის ელემენტებს, რომ იყოს ღირსეული პროექტი აღნიშნული ჟანრის მოყვარულთათვის. თამაშის სირთულის დონე კრიტიკოსს მარტივი მოეჩვენა, რამდენადაც მოთამაშე არ განიცდის აფთიაქებისა და ტყვია-წამლის უკმარისობას, ხოლო მონსტრები, უფრო ადვილად კვდებიან. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თავსატეხების გადაჭრა შედარებით მარტივია, ვიდრე წინა ნაწილში. გრაფიკულმა მხარემ დატოვა არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება. ბურუსის მოცულობითი ეფექტი მაღალ დონეზე გამოიყურება. გარდა ამისა, რეცენზენტმა შეაქო როგორც ხმის ეფექტები, ასევე მუსიკალლური თანმხლები, რომელიც აძლიერებს შიშის განცდას. საბოლოო შეფასებამ 5-დან 3.5 ვარსკვლავი შეადგინა.
„GameSpot“-ს მიმოხილველი რონ დულინი წერდა, რომ „Silent Hill 2“, აღნიშნულ ჟანრის სხვა თამაშების მსგავსად, თავის თავში შეიცავს გაურკვეველ თავსატეხებს, ქაოტურ კამერის რაკურსა და ძალადობის ჭარბ გამოვლინებას. თუმცა მან აღნიშნა, რომ თუ „Resident Evil“-ის სერიამ შთაგონების წყაროდ ფილმები ზომბებზე აირჩია, „Silent Hill 2“ მოიცავს უაზრო ისტორიას აქტუალური თემების გარშემო, როგორიცაა ფსიქოლოგიური აშლილობა, განუკურნებელი ავადამყოფობა, ბავშვებზე ძალადობა და ა.შ. კრიტიკოსმა შეაქო თამაშის ატმოსფერო, მონსტრების დიზაინი და შავბნელი მხატვრული გაფორმება. თუმცა, დასძინა, რომ თამაში, სინამდვილეში საშიში საერთოდ არ არის. საბოლოო შეფასება შეადგენს 6.2/10.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„Silent Hill 2“ შეყვანილი იქნა როგორც ყველა დროის საუკეთესო თამაშების, ისევე ყველაზე საშიში თამაშების სიებში, აგრეთვე უმაღლეს პოზიციებს იკავებს PS2-ის ჩარტებში. 2006 წელს „X-Play“-მ ყველა დროის საშიშ ვიდეო თამაშად აღიარა. 2009 წელს „IGN“-მა „Silent Hill 2“ 2000 წლის შემდეგ შექმნილ ხუთ საუკეთესო საშინელებათა თამაშს შორის შეიყვანა. 2012 წელს იმავე გამოცემამ იგი ყველა დროის 100 საუკეთესო თამაშს შორის დაასახელა. 2008 წელს „GamePro“-მ „PS2-ის საუკეთესო თამაშების“ სიაში 26-ე ადგილი მიანიჭა, ხოლო „GamesRadar“-მა ყველა დროის 15 საუკეთესო შინაარსის მქონე ვიდეო თამაშს შორის დაასახელა. 2009 წელს „Wired News“-მა იგი ათწლეულის 11-ე ყველაზე გავლენიან თამაშად აღიარა, რადგან თამაშში აქცენტი გაკეთებული იყო ისეთ ტაბუდადებულ თემებზე, როგორიცაა ინცესტი და ოჯახური ძალადობა. 2012 წელს სატელევიზიო არხმა „G4“ „Silent Hill 2“-ს ყველა დროის 100 საუკეთესო თამაშს შორის 85-ე ადგილი მიუჩინა. იმავე წელს „GamesRadar“-ის მიერ თამაშის თხრობა ყველა დროის საუკეთესოდ იქნა აღიარებული. 2014 წელს ჟურნალმა „Game Informer“-მა მეორე ყველაზე საუკეთესო საშინელებათა თამაშად დაასახელა.
2004 წელს ჟურნალ „იგრომანიას“ მიერ ჩატარებული SMS გამოკითხვების შედეგად, თამაშის მთავარი გმირი ჯეიმზი მეორე „ყველაზე დამამახსოვრებელ მთავარ პერსონაჟად“ დასახელდა. პირდამიდათავიანი აღიარებული იქნა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, შოკის მომგვრელი, საშიში და უდიდესი პერსონაჟი ისეთი ჟურნალებისა და საიტების მიერ როგორებიცაა „GamesRadar“, „Spike“, „GameDaily“, „Computerworld“ და „Empire“. საიტმა „GamesRadar“ პერსონაჟები: თავბუშტიანი მედდა, მანეკენი, მხოხავი ფიგურა და აბსტრაქტული მამიკო „Silent Hill“-ის სერიის „13 ყველაზე საშიში არსებების“ სიაში შეიყვანა. თამაში აგრეთვე გახდა „IGN“, „Game.EXE“, „stranaigr“ და „absolute games“ რედაქტორთა რჩეული. ჟურნალმა „იგრომანიამ“ იგი 2002 წლის ერთ-ერთ ყველაზე ატმოსფერულ და ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკის მქონე თამაშად დაასახელა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Silent Hill 3 公式完全攻略ガイド/失われた記憶 サイレントヒル・クロニクル, Japan: NTT Publishing Co., Ltd, 2003. — 136 გვ, ISBN 4-7571-8145-0.
- Bernard Perron., Silent Hill: The terror engine, San Francisco: The University of Michogan Press, 2012. — 162 გვ, ISBN 978-0-472-02783-5.
- Dan Birlew., Silent Hill 2. Official strategy guide, Indianapolis: Brady Games, Konami, 2001. — 144 გვ, ISBN 0-7440-0108-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Silent Hill 2 PlayStation 2. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-19. ციტირების თარიღი: 2012-11-15.
- ↑ Silent Hill 2: Restless Dreams Xbox. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-19. ციტირების თარიღი: 2012-11-15.
- ↑ Silent Hill 2 Cracks Million Mark. IGN. IGN Entertainment, Inc. (31 октября 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-19. ციტირების თარიღი: 2007-01-23.
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისMC PS2
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისMC Xbox
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისMC PC
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისallgame
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისEurogamer PS2
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისEurogamer
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ プレイステーション2 - サイレントヒル2. Weekly Famitsu. No.915 Pt.2. Pg.65. 30 June 2006.
- ↑ Xbox - サイレントヒル2 最後の詩. Weekly Famitsu. No.915 Pt.2. Pg.104. 30 June 2006.
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისGS PS2
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისGS Xbox
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისGamespot PC
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისGameSpy PS2
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისspyreview2
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისIGN PS2
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისIGN PC
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისNG
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისNGv5n1
არ არის მითითებული ტექსტი; $2
- მუშავდება/ამოსაღები თარგი
- მუშავდება
- 2011 წლის ვიდეო თამაშები
- Silent Hill-ის ვიდეო თამაშები
- Creature Labs-ის თამაშები
- ვიდეო თამაშები ალტერნატიული დასასრულით
- Konami-ს თამაშები
- PlayStation 2-ის თამაშები
- PlayStation 3-ის თამაშები
- ფსიქოლოგიური საშინელებათა თამაშები
- საილენტ ჰილი
- ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაშები
- ვიდეო თამაშები შემუშავებული იაპონიაში
- Windows-ის თამაშები
- Xbox 360-ის თამაშები
- Xbox-ის თამაშები