RSM International
დაფუძნდა | 1964 |
---|---|
სერვისები |
აუდიტორული საგადასახადო საკონსულტაციო |
მთლიანი შემოსავალი | 9.4 $ მილიარდი (2023)[1] |
თანამშრომელი | 64,000 |
საიტი | RSM Global |
RSM (2015 წლამდე — RSM International) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს დამოუკიდებელ აუდიტორულ, საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმებს, რომლებიც უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას კერძო და საჯარო კომპანიებს.[2][3] RSM-ის ქსელის წევრი ფირმები კონსულტაციას უწევენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აუდიტი, გადასახადები, კონსულტაცია, რისკების მართვა, საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგება (IFRS), რესტრუქტურიზაცია, ტრანზაქციები, სხვადასხვა ფინანსური და ბიზნეს გადაწყვეტილებები.
RSM-ის უმსხვილესი წევრი ფირმებია RSM US (ყოფილი McGladrey) და RSM UK (ყოფილი Baker Tilly LLP).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]RSM დაარსდა 1964 წელს, სახელწოდებით DRM (Dunwoody, Robson Rhodes, და McGladrey & Pullen).[4] 1993 წელს ორგანიზაციაში მოხდა რესტრუქტურიზაცია, რომლის შედეგად ორგანიზაციამ შეიცვალა სახელი RSM International-ად.[4] სიტყვა International ამოიღეს 2015 წლიდან.
RSM წარმოადგენს აკრონიმს. ისტორიულად მისი სახელწოდება მომდინარეობდა ორგანიზაციის სამი დამფუძნებელი წევრ-ორგანიზაციის ინიციალებიდან:
- Robson Rhodes (გაერთიანებული სამეფო)
- Salustro Reydel (საფრანგეთი)
- McGladrey (აშშ)
2007 წლის 1 ივლისს დამფუძნებელი წევრი Robson Rhodes შეიძინა Grant Thornton-მა და შეერწყა მის ქსელს,[5] ხოლო Salustro Reydel გაერთიანდა KPMG-თან.[6] McGladrey, RSM US-ის წევრი ფირმა, დღესაც არის ქსელის ნაწილი.[7]
2006 წლის იანვარში ჟან სტეფენსი გახდა საერთაშორისო საბუღალტრო ქსელის პირველი ქალი აღმასრულებელი დირექტორი ტოპ 10-ში.[8]
2024 წლის აპრილში გამოცხადდა, რომ ერნესტ ჯონ ნედერი გახდება აღმასრულებელი დირექტორი 2024 წლის 1 ივნისიდან.[9]
საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„კაპტო ჯგუფი“, ამჟამინდელი RSM საქართველო 2008 წელს დაარსდა, სწრაფად განვითარდა და საქართველოს წამყვანი უდიტორული კომპანიების ათეულში დაიმკვიდრა მოწინავე ადგილი. თანამედროვე მიდგომებმა, სწრაფი რეაგირების უნარმა, სერვისის ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობამ განაპირობება RSM საქართველოს განვითარების სწრაფი ტემპი. RSM-ი საქართველოში წარმოდგენილია 4 ოფისით და 70 თანამშრომლით.
RSM-ის კლიენტთა ბაზა, მოიცავს, როგორც ზრდაზე ორიენტირებულ სამეწარმეო ბიზნეს კომპანიებს, ისე სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მოღვაწე წამყვან მულტინაციონალურ ორგანიზაციებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.
მნიშვნელოვანი ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- RSM-ი რეიტინგით რიგით მე-6 ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ქსელია.
- RSM-ის ქსელს 120 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა, მათ შორის წარმოდგენილია მსოფლიოს 40 ყველაზე მსხვილ ბიზნეს ცენტრში.
- RSM-ის 820 ოფისში, რომლებიც განთავსებულია ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში, დასაქმებულია 64,000-ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ RSM global revenue leaps 16% to record US$9.4bn. RSM International Ltd. (23 January 2024). ��იტირების თარიღი: 23 January 2024.
- ↑ Irvine, Julia. Deloitte still world's number one firm. ICAEW (February 2019). ციტირების თარიღი: 19 November 2019.
- ↑ „Nexia and Baker Tilly round out top ten global accounting networks“. Consultancy.org N. 25 February 2019. ციტირების თარიღი: 19 November 2019.
- ↑ 4.0 4.1 The story of RSM en (26 November 2018). ციტირების თარიღი: 15 July 2021
- ↑ "Auditors join forces to take on Big Four", The Daily Telegraph, 28 April 2007.
- ↑ Auditors join forces to take on Big Four. telegraph.co.uk (28 April 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 August 2007. ციტირების თარიღი: 25 August 2007
- ↑ International Accounting Bulletin, "RSM Salustro Reydel, KPMG to merge". vrlknowledgebank.com (21 October 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 October 2006. ციტირების თარიღი: 21 October 2006
- ↑ „Jean M Stephens: Chief Executive Officer“. www.rsm.global. 11 March 2022. ციტირების თარიღი: 11 March 2022.
- ↑ „E.J. Nedder to be CEO of RSM International“. www.rsm.global. 18 April 2024. ციტირების თარიღი: 18 April 2024.