შინაარსზე გადასვლა

Nina Ricci

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რ ჩ ე ვ ა!
რჩევა უნდა შესწორდეს თხრობის სტილი (ეწყობა, პოულობს, ხვდება და ა.შ. უნდა გახდეს "მოეწყო, იპოვა, შეხვდა"). აგრეთვე - გათვალისწინებული უნდა იყოს ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი
Nina Ricci
დაფუძნდა 1932
სათავო ოფისი პარიზი, საფრანგეთი
მმართველი
ნინა რიჩი

ნინა რიჩი (ფრანგ. Nina Ricci) — ფრანგული სამოდელო სახლი.

ნინა რიჩის ისტორია დაიწყო 1932 წელს. მისი დამაარსებელი იყო მარი ადელანდ ნეი, რომელმაც გვარი „რიჩი“ ქმრისგან მიიღო.

მამა – ფეხსაცმლის მკერავი, ბიზნესის განვითარების მიზნით ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მონტე–კარლოში. მაგრამ გადასვლიდან ცოტა ხანში იგი გარდაიცვალა ისე, რომ ვერ შეძლო ოჯახისთვის დაეტოვებინა საარსებო საშუალება. 1895 წელს 12 წლის უმამოდ დარჩენილი მარი იწყებს სვლას წარმატებული კარიერისკენ.

ბავშვობიდანვე გოგონა ოცნებობდა მოდური ტანსაცმლის კერვაზე. იგი ეწყობა მოსწავლედ სამკერვალო ფაბრიკაში. საკუთარი დიზაინით შექმნილი შლაპები თავიდანვე დიდ წარმატებას ჰპოვებს მოდის მიმდევარ ქალბატონებში. 14 წლის ასაკში მარი (მომავალში ნინა რიჩი), თავის უფროს დასთან და დედასთან ერთად მუშაობს გალანტერიის მაღაზიაში, საღამოს კი – სწავლობს მკერავის ხელობას.

ცოტა ხანში იგი პოულობს სამუშაოს მოდის სახლში, სადაც ახალ მისულებს აძლევდნენ გაუთოვების, ღილების დაკერების და წვრილმანებზე სირბილის უფლებას. ამ რთული გზის გავლის შემდეგ მარი ახერხებს გახდეს ჯერ უმცროსი მოდისტი, შემდეგ საშუალო, და ბევრი წლების შემდგომ 18 წლის ასაკში – პირველი მოდისტი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მარი ნელი ქირაობს მკერავებს, რომლებსაც აკერინებს ტანსაცმელს საკუთარი ესკიზებით. 1905 წელს მისი მოდელებით ინტერესდებიან პარიზის მსხვილი სამოდელო სახლები და აძლევენ მას მსხვილ შეკვეთებს.

ერთხელ, ავტობუსის გაჩერებაზე გოგონა შემთხვევით ხვდება ყვავილების გამყიდველს – ლუი რიჩის. ასე ხდება მარი ნელი - ნინა რიჩი (Nina Ricci). ეს ქორწინება არ აღმოჩნდა წარმატებული და ცოტა ხანში ნინა სცილდება მეუღლეს და რჩება მარტო. ამის შემდეგ იგი აგრძელებს დაუღალავად მუშაობას და განაგრძობს კარიერულ წინსვლას. ქორწინებიდან მას რჩება შვილი – რობერტი.

1920–იან ქლებში ნინა რიჩი იწყებს მუშაობას მოდის სახლ რაფფინში და 10 წლის შემდეგ ხდება მისი თანამფლობელი, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ სამოდელო სახლი იხურება. მიუხედავად ამისა 49 წლის ასაკში ნინა რიჩი (Nina Ricci), რომელსაც მუდმივად ამშვენებს თეთრი, მსხვილი მარგალიტი და თეთრი კადილაკი, რომლითაც იგი გადაადგილდება, თავისი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილია და ოცნენობს მშვიდ ცხოვრებაზე. მაგრამ, შვილი – რობერტი ითანხმებს დედას, საკუთარი სამოდელო სახლის შექმნაზე. და 1932 წელს კაპუცინების ქუჩის 20 ნომერში ჩნდება წარწერა "ნინა რიჩი".

ნინას მოდელები აბსოლუტურად განსხვავდება სხვა მოდელებისაგან. მას უყვარს უზორები და თბილი ფერები. ყვავილები, რომლებიც მოდელებში ფიგურირებს სხვადასხვა სახით. რიჩის მოდელები გამოირჩევა რომანტიულობით და ზომიერი სექსუალურობით. სამოდელო სახლის ძირითადი კლიენტები არიან მაშინდელი ბურჟუაზიული წრის წარმომადგენლები. 1939 წელს მის სამკერვალოში დასაქმებულია 450 მკერავი. 1950 წელს ნინა შორდება სამოდელო სახლის საქმეებს და გადასცემს კომპანიას სამართავად თავის შვილს – რობერტს.

სწორედ რობერტის ხელმძღვანელობის პერიოდში სამოდელო სახლი ნინა რიჩი იქცევა იმპერიად, რომელიც გადის 130 ქვეყნის ბაზარზე. ზომიერი ფასები და ექსტრავაგანტური მოდელები სწრაფად იხვეჭს უზარმაზარ წარმატებას მთელს მსოფლიოში.

რობერტი წარმატებით ითავსებს მხატვრის და ბიზნესმენის თვისებებს. როგორც პროფესიონალი მოდის სამყაროში იგი ლოგიკურად მიდის დასკვნამდე, რომ "ნინა რიჩის" ქალის იმიჯითვის სრულყოფილებისთვის აუცილებელია შესაფერისი არომატი, ხოლო როგორც კომერსანტი ხვდება, რომ ეს ნაბიჯი კომპანიას დამატებით შემოსავალს მოუტანს.

1946 წელს გამოდის კომპანიის პირველი არომატი – "Соеur Joie".ორი წლის შემდეგ გამოდის " ნინა რიჩის" სუნამო – L`Air du Temps, რომელსაც კომპანიისთვის მოაქვ�� ძალიან დიდი წარმატება. ორივე სუნამოს ფლაკონი შექმნილია რობერტის ბავშვობის მეგობრის მარკ ლალიკის მიერ. როგორც ამბობენ სუნამო L`Air du Temps შეიქმნა საყვარელი ქალისათვის. დღესაც, ყველა 5 წამში ვიღაც, ��ადღაც ყიდულობს ამ სუნამოს თავისი საყვარელი ქალბატონისთვის.

1970 წლის 30 ნოემბერს 87 წლის ასაკში ნინა რიჩი გარდაიცვალა.

1979 წელს კომპანია გადავიდა პარიზის ერთ–ერთ პრესტიჟულ კვარტალში მონტან ავენიუზე. კომპანიას გააჩნდა საკუთარი ცენტრი პარიზთან ახლოს. მხოლოდ ეს ერთი განყოფილება ამარაგებდა ნინა რიჩის სუნამოებით მთელს მსოფლიოს. ავტომატიზირებულ ცენტრში ხდებოდა მხოლოდ სუნამოს ჩამოსხმა ფლაკონებში. სხვა დანარჩენი სამუშაო სრულდებოდა ხელით.

1980-იანი წლების ბოლოს გაიხსნა ბუტიკი მამაკაცებისთვის – Ricci Club და 1989 წელს გამოვიდა პირველი სუნამო მამაკაცებისთვის. ამავე პერიოდში ნინა რიჩის საათების გამოშვება დაიწყო.

1988 წელს რობერტ რიჩი გარდაიცვალა და კომპანია გადავიდა ნინას შვილობილის – ჟილ ფუშის ხელში.

1992 წელს გამოვიდა ნინა რიჩის კოსმეტიკის სერია.

1998 წლის ნოემბერში ნინა რიჩიმ საათების წარმოების ლიცენზია გრძელვადიანი კონტრაქტით გადასცა შვეიცარულ კომპანიას Time Avenue SA.

იმავე 1998 წელს კომპანია გაერთიანდა Group Puig–თან, რომელიც მდებარეობდა ბარსელონაში და ესპანეთის ბაზარზე გახდა ლიდერი სუნამოების წარმოების სფეროში.

ახალი კომპანიის პრეზიდენტი გახდა 42 წლის მარიანო პუიგი. ასეთი რეფორმები ნინა რიჩისთვის საკმაოდ წარმატების მომტანი გახდა. შენარჩუნებული იქნა პროდუქციის ელეგანტურობა და გამოიკვეთა ახალი ნიუანსები თანამედროვე, აქტიური ადამიანების ყურადღების მისაქცევად.

დღევანდელ დღეს Group Puig წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას რამდენიმე სავაჭრო მარკით: Paco Rabanne (პარიზი), ნინა რიჩი - Nina Ricci (პარიზი), Carolina Herrera (ნიუ–იორკი), Victorio and Lucchino (სევილია), Gal (მადრიდი), Antonio Puig (ბარსელონა).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nina_Ricci&oldid=4005800“-დან