Cant Get There from Here
„Cant Get There from Here“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — R.E.M. | ||||
ალბომიდან Fables of the Reconstruction | ||||
B-მხარე | „Bandwagon“ | |||
გამოსვლის თარიღი | ივნისი, 1985 | |||
ჩაიწერა | 1985 | |||
ჟანრი | ჯენგლ-პოპი, ალტერნატიული როკი, ლურჟთვალებიანი სოული[1] | |||
ხანგრძლივობა | 3:39 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | I.R.S | |||
ავტორ(ებ)ი | ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი[2] | |||
პროდიუსერი | ჯო ბოიდი | |||
R.E.M. — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Cant Get There from Here“ ან „Can't Get There from Here“ — ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფ R.E.M.-ის სიმღერა და სინგლი მესამე სტუდიური ალბომიდან Fables of the Reconstruction. ეს სიმღერა „ბილბორდის“ Bubbling Under Hot 100 Singles-ში #10 პოზიციამდე ავიდა, ხოლო კანადის სინგლების ჩარტში – #91-მდე. 2006 წელს იგი გამოვიდა კომპილაციურ And I Feel Fine... The Best of the I.R.S. Years 1982–1987-ზე.
ეს იყო პირველი სიმღერა, რომელშიც R.E.M.-მა სასულე ორკესტრი გამოიყენა. მეთიუ პერპეტუა 2010 წლის მიმომხილველ ნაშრომში სიმღერა აღნიშნულია, როგორც „უცნაურობა...მიახლოებული სამხრეთულ ფანკთან, პიტერ ბაკის ჟღერადი აკორდებით“.[3][4]
სიმღერაში ნახსენებია ფილომათი, ჯორჯიის შტატის პატარა ქალაქი.[5][6]
მუსიკალური ვიდეო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერის ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოში გამოყენებულია თემები ტექსტიდან. მაგალითად, ჯგუფის წევრები დარბიან თივის ზვინებიან მინდვრებში, ესვრიან ერთმანეთს პოპკორნს ფილმის ნახვისას, აგრეთვე ჩნდებიან დიდი მწერები. ბაკი 2001 წელს MTV UK-ს An Hour with R.E.M.-თან საუბარში აღნიშნავდა, რომ მაშინ პირველად გამოიყენეს ლურჯი ეკრანის ტექნოლოგია. „ამიტომ ფონზე ჩნდებიან დინოზავრები და ურჩხულები. ეს, ალბათ, ჩვენი ყველაზე მხიარული ვიდეოა. მომწონს, ვინაიდან ხშირად გვიწოდებენ ჯგუფს იუმორის გარეშე.“
პუნქტუაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უცნობია სიმღერის ზუსტი სახელწოდება: განსხვავებით „Feeling Gravitys Pull“-ისგან ან Lifes Rich Pageant-ისგან, მასში პუნქტუაცია დაცული არ არის. გრამფირფიტის უკანა მხარეზე არ გამოიყენება აპოსტროფი, რომელიც CD ვერსიაში აღდგენილია. სინგლის ერთ გამოცემას აპოსტროფი ახლავს, მეორეს - არა.
1988 წლის კომპილაციაში Eponymous სახელწოდება ასევე მითითებულია აპოსტროფის გარეშე, გარდა ანოტაციებისა. 2006 წლის კომპილაციაზე And I Feel Fine აპოსტროფი ასევე გამოიყენება.
აშშ-ის საავტორო უფლებების რეესტრში სიმღერა მითითებულია აპოსტროფით.[7]
სხვა ვერსიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯგუფისადმიკ მიძღვნილ ალბომში Surprise Your Pig შევიდა სი��ღერის The Mr. T Experience-ის მიერ შესრულებული ვერსია. შემდგომში იგი გამოვიდა, როგორც დამატება EP Big Black Bugs Bleed Blue Blood-ის ახალ გამოცემაში.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორები - ბილ ბერი, პიტერ ბაკი, მაიკ მილზი და მაიკლ სტაიპი. „Bandwagon“-ის თანაავტორია მაიკლის და, ლინდა სტაიპი.
7": IRS / IRM 102 (ბრიტანეთი)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Can't Get There from Here (რედ.) - 3:12
- Bandwagon - 2:15
12": IRS / IRT 102 (აშშ)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Can't Get There from Here (გაფართოებული მიქსი) *- 3:39
- Bandwagon - 2:15
- Burning Hell - 3:49
- გაფართოებული მიქსი ალბომის ვერსიის მსგავსია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fables of the Reconstruction – R.E.M. | AllMusic
- ↑ ALBUMS (2011-12-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-02-09.
- ↑ Perpetua, Matthew. Fables of The Reconstruction. ციტირების თარიღი: 26 February 2017.
- ↑ Perpetua, Matthew. Can't Get There From Here. ციტირების თარიღი: 26 February 2017.
- ↑ The Complete R.E.M. Lyrics Archive: Fables Of The Reconstruction. File Under R.E.M. ციტირების თარიღი: 2007-10-18.
- ↑ Inside Music: Icon Series/R.E.M.. MSN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-25. ციტირების თარიღი: 2007-10-18.
- ↑ R.E.M./Night Garden Music. (June 6, 1985) Can’t get there from here. U.S. Copyright Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-17. ციტირების თარიღი: 2016-10-17.