Breakfast Club (ჯგუფი)
Breakfast Club | |
---|---|
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ნიუ იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | საცეკვაო პოპი, ახალი ტალღა |
აქტიური | 1979–1988 |
ლეიბლ(ებ)ი |
Ze Records MCA Records |
წევრები |
დენ გილროი ედ გილროი ანჯი შმიტი გარი ბერკი სტივენ ბრეი |
ყოფილი წევრები |
რენდი ჯექსონი მადონა |
Breakfast Club — ამერიკული საცეკვაო პოპ ჯგუფი. მათი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სიმღერაა "Right On Track", რომელმაც ჩარტებში მე-7 პოზიცია დაიკავა.
ჯგუფის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯგუფი 1970-იანი წლების ბოლოს, ნიუ იორკში დაარსდა და მისი შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა. მასში ერთ დროს პოპ კერპი მადონაც კი ირიცხებოდა და იგი დრამერის ფუნქციას ასრულებდა. საბოლოო სახით, ჯგუფი 80-იანი წლების შუა ხანებში ჩამოყალიბდა, როცა მასში შედიოდნენ ძმები დენ (ვოკალი) და ედ (გიტარა) გილროები, გარი ბურკე (ბასი), პოლ კოკი (კლავიშებიანი საკრავები), სტივენ ბრეი (დასარტყმელი ინსტრუმენტები) და მოგვიანებით რენდი ჯეკსონი (ბასი) და ი. დოქტორ სმიტი (პერკუსია). მათ კონტრაქტი გააფორმეს ხმისჩამწერ კომპანია Ze Records-თან და ჯგუფისავე სახელწოდების მქონე ალბომი 1987 წელს გამოუშვეს, რომელიც ამერიკის ათეულში მოხვდა სიმღერით "Right On Track."
ჯგუფმა მეორე ალბომიც ჩაიწერა, მაგრამ ის არასოდეს გამოსულა. ცოტა ხნის შემდეგ ჯგუფი დაიშალა. მოგვიანებით, ბრეიმ მადონას თანაავტორობით რამდენიმე ჰიტი დაწერა მისთვის. 1988 წელს ჯგუფი ნომინირებული იყო გრემიზე, როგორც "საუკეთესო ახალბედა არტისტი", მაგრამ პირველობა ჯოდი უოტლის დაუთმო. მათი მუსიკალური ვიდეოების უმრავლესობა, Right on Track-ის ჩათვლით, ჯეფ სტაინმა გადაიღო, რომელსაც ჯგუფ The Who-ს დოკუმენტარული ფილმი "The Kids Are Alright" ეკუთვნის.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტუდიური ალბომები
- 1987 – Breakfast Club
- EP-���ბი
- 2016 – Percolate
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|