შინაარსზე გადასვლა

BRICS-ის VII სამიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

BRICS-ის VII სამიტი შედგა 2015 წლის 810 ივლისს რუსეთის ქალაქ უფაში[1].

BRICS-ის 2015 წლის შემადგენლობა:

  1. ბრაზილიის დროშა ბრაზილია — პრეზიდენტი დილმა რუსეფი,
  2. რუსეთის დროშა რუსეთი — პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,
  3. ინდოეთის დროშა ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი,
  4. ჩინეთის დროშა ჩინეთი — თავმჯდომარე სი ძინპინი,
  5. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სარ — პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა.

მოწვეული სხვა ქვეყნის ლიდერები:

სამიტის თემა: „BRICS-ის პარტნიორობა - ძლიერი ფაქტორი გლობალურ განვითარებაში“.

BRICS-ის სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო ახალი განვითარების ბანკის შექმნა 100 მილიარდი დოლარის კაპიტალით. რუსეთის ინიციატივით მიღებულ იქნა BRICS-ის ქვეყნების ეკონომიკური პარტნიორობის სტრატეგია 2020 წლამდე, რომელიც ეხება სახელმწიფოებს შორის ურთიერთქმედების გაფართოებას როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე საგარეო პოლიტიკაში.

სამიტზე ხელი მოეწერა უფას დეკლარაციას და სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც დაინიშნა კურსი BRICS-ის ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობაზე გადასვლისთვის. განიხილება ეკონომიკური სარტყლის „აბრეშუმის გზის“ სტრატეგიის განხორციელება. ლიდერებმა გაეროს და სსფ-ის რეფორმის დაჩქარება მოითხოვეს. ამერიკული გამოცემის Counter Punch-ის ცნობით, უფას სამიტი გარდამტეხი იყო, რის შემდეგაც აშშ-ის გავლენა სხვა სახელმწიფოებზე საგრძნობლად შემცირდება.

სამიტის მონაწილეებმა არ გვერდი აუარეს აქტუალურ საერთაშორისო პრობლემებს: ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი ვითარება, კრიზისი საბერძნეთში, საერთაშორისო ტერორიზმი, ასევე კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Открылся саммит БРИКС 2015 в Уфе
  2. В Уфу прибыл Президент Республики Армения Серж Саргсян. www.bashinform.ru (2015-07-09). ციტირების თარიღი: 2019-11-15.
  3. В Уфу прибыл Президент Афганистана Ашраф Гани Ахмадзай. www.bashinform.ru (2015-07-09). ციტირების თარიღი: 2019-11-15.
  4. Александр Лукашенко примет участие в саммитах ШОС и БРИКС. TUT.BY (2015-07-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-15. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
  5. Президент Ирана Хасан Роухани прибыл в Уфу на саммиты БРИКС и ШОС. RT на русском. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
  6. 6.0 6.1 В Уфу прибыли Нурсултан Назарбаев и Ислам Каримов. vesti.ru. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
  7. Мадина Шералиева. (2015-07-09) Алмазбек Атамбаев вылетит на саммиты БРИКС и ШОС после похорон брата. K-News. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
  8. Президент Монголии прибыл в Уфу на саммиты БРИКС и ШОС. РИА Новости (20150709T0903+0300Z). ციტირების თარიღი: 2019-11-15.
  9. В Уфу прибыл Премьер-министр Пакистана Наваз Шариф. www.bashinform.ru (2015-07-09). ციტირების თარიღი: 2019-11-15.
  10. Эмомали Рахмон принял участие в неформальной встрече лидеров БРИКС, ШОС и ЕАЭС. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-13. ციტირების თარიღი: 2015-08-05.