Avaz Twist Tower
Avaz Twist Tower არაოფიც. Avazov toranj | |
ტურისტული ტელესკოპი Avaz Twist Tower-ში | |
ინფორმაცია | |
---|---|
სტატუსი | დასრულებული |
აშენდა | 2003-2008 |
გაიხსნა | 4 იანვარი, 2010 წელი |
დანიშნულება | შერეული |
სიმაღლე | |
ანტენა/ქიმი | 172 მ |
სახურავი | 142 მ |
ბოლო სართული | 142 მ |
სართული | 38 |
კომპანიები | |
არქიტექტორი | ფარუყ კაპიჯიჩი |
დამკვეთი | NIK Avaz |
დეველოპერი | ADS Group Sarajevo |
Avaz Twist Tower (ასევე ბოსნ. Avazov toranj; ავაზის კოშკი) — ცათამბჯენი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში. ბალკანეთში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი.[1] მაღალ ნაგებობებში ბალკანეთის ტერიტორიაზე უმაღლესი ბელგრადის ავალის ტელეანძაა. იგი ბოსნიური მედია-ჯგუფის, „ავაზის“ (ბოსნ. NIK Avaz) შტაბ-ბინაა, ასევე აქ მდებარეობს „დნევნი ავაზის“ (ბოსნ. Dnevni Avaz; ყოველდღიური ხმა) რედაქცია.
მშენებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო 2003 წელს, სარაევოს კომერციულ ცენტრში, მარიინ დვორის უბანში. არქიტექტორის, ფარუყ კაპიჯიჩის იდეის თანახმად, 38 სართულიანი შენობა 142 მ სიმაღლისა უნდა ყოფილიყო, ხოლო სახურავზე განლაგებული დამატებითი შპილი კიდევ 30 მეტრს დაუმატებდა შენობის სიმაღლეს.[1] მშენებლობამ ხუთი წელი გასტანა და 2008 წელს დასრულდა. შენობას დაგრეხილი, ექვსკუთხედი პარალელეპიპედის ფორმა აქვს და მისი ფასადი ლურჯი მინითაა მოპირკეთებული (გარდა ბოლო ორი სართულისა, რომლებიც წრიული ფორმისაა).
ექსპლუატაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცათამბჯენში განლაგებულია მედია-ჯგუფ ავაზის შტაბ-ბინა და რედაქცია, ხოლო მის გარდა ასევე სხვადასხვა ოფისები, არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Radon Plaza Hotel, ასევე რესტორანი 100 მეტრის სიმაღლეზე, რომელსაც აქვს აივანი ტურისტული ტელესკოპებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Avaz Twist Tower“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Bosnian Tower Round The Twist დაარქივებული 2012-10-22 საიტზე Wayback Machine. ; Skyscrapernews.com; 23-11-2007