26 ივნისი
იერსახე
<< | ივნისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
2024 |
26 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 177-ე დღე (ნაკიან წლებში – 178-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 188 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 363 : სასანიდების იმპერიიდან დახევისას რომი იმპერატორი იულიანე მოკლეს. ჯარისკაცებმა საბრძოლო ველზე იმპერატორად გენერალი იოვიანე გამოაცხადეს.
- 684 : ბენედიქტე II რომის პაპი გახდა.
- 1483 : რიჩარდ III ინგლისის მეფე გახდა.
- 1718 : უფლისწული ალექსი, პეტრე დიდის ვაჟი, საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც მამამისმა მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობისთვის.
- 1723 : ხანგრძლივი ალყის შემდეგ ბაქო რუსებს ჩაბარდა.
- 1819 : პირველი ველოსიპედი დაპატენტდა.
- 1924 : აშშ–ის საოკუპაციო ჯარმა დატოვა დომინიკელთა რესპუბლიკა.
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი – მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის თანახმად სსრკ რუმინეთს ულტიმატუმს უცხადებს, მოითხოვს რა ბესარაბიისა და ბუკოვინის ჩრდ. ნაწილის დათმობას.
- 1945 : გაეროს ქარტიას მოეწერა ხელი სან–ფრანცისკოში.
- 1960 : ყოფილი ბრიტანული პროტექტორატი სომალილენდი დამოუკიდებელი სახელმწიფო ხდება.
- 1963 : ჯონ ფ. კენედი გამოდის განთქმული სიტყვით „Ich bin ein Berliner“ დასავლეთ ბერლინში ვიზიტისას.
- 1973 : პლესეცკის კოსმოდრომზე კოსმოსური რაკეტა 3-M-ის აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
- 1975 : ინდირა განდი ერთპიროვნულ მმართველობას ამყარებს ინდოეთში.
- 1976 : გაიხსნა ტორონტოს ტელეანძა (სურათზე) - უმაღლესი ცალკე მდგომი სტრუქტურა მსოფლიოში.
- 2006 : მონტენეგრო გაეროს 192–ე წევრი გახდა.
- 2013 : ცაჰიაგინ ელბეგდორჟი მონღოლეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
- 2024 : დებიუტანტმა საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ევრო 2024-ზე 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გადავიდა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1892 : ბაკი, პერლ — ამერიკელი მწერალი (გ.1973)
- 1903 : აბე ტომოძი — იაპონელი მწერალი
- 1933 : აბადო, კლაუდიო — იტალიელი დირიჟორი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 363 : იულიან განდგომილი — რომის იმპერატორი
- 1984 : ჰუკო, მიშელ — ფრანგი ფილოსოფოსი (დ. 1926)
- 2015 :
- ეთერ კაკულია — ქართველი მომღერალი (დ. 1948)
- ევგენი პრიმაკოვი — რუსი პოლიტიკოსი (დ. 1929)
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ანთიმოზ ივერიელი
- წმინდა აკვილინა
- ტრიფილე კვიპრელი
- წმინდა ანტონინა
- ღირსი ანა და ძე მისი იოანე
- წმინდა მოწამენი: დიოდორე ემესელი, ევსტრატი. წმიდა ანტიპატრი, არაბეთის ბოსტრიის ეპისკოპოსი
- აგრეთვე:
- რუმინეთი : დროშის დღე