156 მოწამე
იერსახე
156 მოწამე | |
---|---|
გარდაიცვალა | დაახლ. 310 |
ხსენების დღე | ახ. სტილით — 30 სექტემბერი (ძვ. სტ. 17 სექტემბერი) |
წმიდანი 156 მოწამენი — პელიოსი და ნილოსი — მეგვიპტელნი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანნი, ხსენების დღე ახალი სტილით 30 სექტემბერი (ძვ. სტ. 17 სექტემბერი). აღესრულნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305–311) დროს, დაახლოებით 310 წელს. მარტვილთა უმეტესობა ეგვიპტელი იყო, მათ შორის პალესტინელებიც იყვნენ. ისინი პალესტინის მმართველმა ფირმილიანემ შეიპყრო და სასტიკად აწამა. წმინდანებს თვალები დათხარეს, ფეხის ძარღვები დააჭრეს. ბოლოს ას მოწამეს თავი მოჰკვეთეს, დანარჩენები კი დაწვეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001 წ.