ჰიერონ I
ჰიერონ I | |
---|---|
ბერძ. Ἱέρων Α΄ | |
სირაკუსეს ტირანი | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 478 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 467/466 |
წინამორბედი: | გელონი |
მემკვიდრე: | თრასიბულე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 540/525 |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 467/466 |
ჰიერონ სირაკუსელი უფროსი,[1] ჰიერონ I (დ. ძვ. წ. 540/525 – გ. ძვ. წ. 467/466) — სირაკუსეს ტირანი. წარმოშო��ით სიცილიის ქალაქ გელიდან (დღ. ჯელა). მისმა უფროსმა ძმამ გელონმა ძვ. წ. 491 წელს გელაში ძალაუფება აიღო ხელში, შემდგომ დამკვიდრდა სირაკუსეშიც (ძვ. წ. 485) და გელის მართვა ძმას ჩააბარა. გელონის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 478) ჰიერონ I გახდა სირაკუსეს მმართველი (პირველი არქონტი). დაიმორჩილა სიცილიის დიდი ნაწილი, ატარებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას. დიდ წარმატებას მიაღწია სამხრეთ იტალიაში: დაამარცხა რეგიუმის ტირანი ანაქსილაე, ძვ. წ. 474 წელს ქალაქ კუმეს დასახმარებლად გაემართა და საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა ეტრუსკები, რამაც ბოლო მოუღო მათ პრეტენზიას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობაზე. ჰიერონ I-ის დროს სირაკუსეს ტირანიამ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. ამან ასახვა ჰპოვა პანელინურ პრეტენზიებში: ის ხშირად მონაწილეობდა და იმარჯვება ცხენებითა და ეტლებით დოღებში დელფოსა და ოლიმპიაში. მფარველობდა მხატვრებსა და მწერლებს, მისი კარი ბერძნული დასავლეთის კულტურული ცხოვრების ცენტრი გახდა. აქ თავშესაფარი ჰპოვეს ცნობილმა პოეტებმა სიმონიდემ, პინდარემ, ბაკქილიდემ, ესქილემ.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 107.
- ↑ Фролов Э. Д. Гиерон // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 118.