ჰიდრავლიკა
იერსახე
ჰიდრავლიკა (ძვ.ბერძნ. ὑδραυλικός — წყლისა, от ὕδωρ — წყალი + αὐλός — „მილი“) — მეცნიერება სითხეების მოძრაობისა და წონასწორობის კანონების, აგრეთვე ამ კანონთა საინჟინრო პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. ჰიდრომექანიკისაგან განსხვავებით, ჰიდრავლიკა აყალიბებს სითხის მოძრაობის პარამეტრების მიახლოებითს დამოკიდებულებებს, რისთვისაც ფართოდ მიმართავს ექსპერიმენტულ გამოკვლევებს ლაბორატორიებსა და ნ���ტურის პირობებში.
ჰიდრავლიკა სწავლობს ძირითადად წვეთოვან სითხეებს, მაგრამ მისი კანონები მისაღებია აირებისთვისაც, თუ მათი წნევა და სიმკვრივე თითქმის მუდმივია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 643.
ჰიდრავლიკა ვიქსიკონში | |
ჰიდრავლიკა ვიკისაწყობში |