შინაარსზე გადასვლა

ჰერმეტიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერმეტიზმის სიმბოლო

ჰერმეტიზმი — ლათინურიდან პირდაპირი თარგმანი ნიშნავს საიდუმლოს, ფარულს ამოუცნობს. მას უწოდებენ მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ბუნების ამოუცნობი ძალებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა: მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა, ტელეპათია, ასტროლოგია, და საერთოდ ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნელია. ჰერმეტიზმს ასევე უწოდებენ ოკულტიზმს.

ჰერმეტისტულ მეცნიერებებში მოიაზრება: ალქიმია, კაბალისტიკა, სხვადასხვა ტიპის მაგია, ასევე წინასწარმეტყველება, ნეკრომანტია, ასევე თეოლოგიური ფოლოსოფია ანუ თეოსოფია, რომელსაც შეისწავლის ელენე პეტრეს ასულ ბლავაცკაიასა და პოლკოვნიკ ოლკოტის მიერ დაარსებული თეოსოფიური საზოგადოება. ჰერმეტიზმი შეიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მხარეებს.

ჰერმეტიზმი განსხვავდება მისტიკისგან. თავისი ბუნებით მისტიკა არის სულიერი, ხოლო ჰერმეტიზმი კი უფრო პრაქტიკული და ნატურალისტური. ჰერმეტიზმი იკვლევს ადამიანის დამოკუდებულებას ბუნების საიდუმლო ძალებთან კონტაქტს. თუმცა მისტიკასა და ჰერმეტიზმს ბევრი საერთო ასპექტიც აქვთ.

არსებობს ჰერმეტიზმის შემდეგი სახეობები:

  • უმაღლესი ჰერმეტიზმი: თეურგია, თაურმატურგია, ფსიქურგია;
  • კლასიკური ჰერმეტიზმი: კაბალა, მაგია, ასტროლოგია, ალქიმია;
  • ჰერმეტისული მედიცინა: ჰიპნოტიზმი და მაგნეტიზმი;
  • პრაქტიკული ჰერმეტიზმი: ტელეპატია, ტელეფსიქია, ტელეკინეზი, ფსიქომეტრია;
  • სახალხო ჰერმეტიზმი: ორაკული, მკითხაობა, მწვანე (მცენარეული) მაგია.
  • Kevin van Bladel. The Arabic Hermes From Pagan Sage to Prophet of Science, Oxford University Press, 2009.