ჯოშგუნ დინიევი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 13 სექტემბერი, 1995 | ||
დაბადების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი | ||
სიმაღლე | 169 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | საყრდენი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ზირა | ||
ნომერი | 91 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2012–2015 | ინტერ ბაქო | 35 | (2) |
2015–2019 | ყარაბაღი | 82 | (3) |
2019–2021 | საბაჰი | 24 | (1) |
2021– | ზირა | 4 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2015– | აზერბაიჯანი | 8 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ჯოშგუნ დინიევი (აზერ. Coşqun Diniyev; დ. 13 სექტემბერი, 1995, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ „ზირასა“ და აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. თამაშობს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოშგუნ დინიევის მამა არის „კაპაზის“ ამჟამინდელი მწვრთნელი შაჰინ დინიევი. მისი უფროსი ძმა კარიმ დინიევი თამაშობს საფეხბურთო კლუბ „საბაჰის“ რიგებში.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოგშუნ დინიევის დებიუტი პროფესიონალურ დონეზე შედგა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში, ბაქოს „ინტერის“ რიგებში, „თურან თოვუზის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2012 წლის 18 ნოემბერს. შეხვედრა ბაქოს „ინტერის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.[1]
2015 წლის 1 ივნისს დინიევმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა აღდამის „ყარაბაღთან“.[2]
„ყარაბაღის“ რიგებში დინიევის დეიბუტი 2015 წლის 10 აგვისტოს, „გაბალას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.[3]
ჯოშგუნ დინიევის დებიუტი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2017 წლის 12 სექტემბერს, „ყარაბაღისა“ და ლონდონის „ჩელსის“, „სტემფროდ ბრიჯზე“ გამართულ შეხვედრაში შედგა.[4]
2019 წლის 13 იანვარს დინიევმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა საფეხბურთო კლუბ „საბაჰთან“.[5][6]
2021 წლიდან არის აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი „ზირას“ წევრი.
საერთაშორისო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011-2012 წლებში იყო აზერბაიჯანის 17 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი. მისი დებიუტი შედგა 2011 წლის 27 ოქტომბერს, ბელგიის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი ბელგიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. 2012-2014 წლებში აზერბაიჯანის 19 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი. 19 წლამდელთა ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2012 წლის 26 ოქტომბერს, ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი აზერბაიჯანის ნაკრებმა, ანგარიშით 1-2 წააგო. 2015 წელს აზერბაიჯანის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი. მისი დებიუტი 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში შედგა 2015 წლის 17 ივნისს. შეხვედრაში აზერბაიჯანელებმა ფარერები ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. 2017 წელს იყო აზერბაიჯანის 23 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი, ისლამის სოლიდარობის თამაშებზე. დინიევის დებიუტი აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში 2015 წლის 7 ივნისს, სერბეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.[7]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „İNTER BAKI VS. TURAN 2 - 0“. Soccerway. 18 November 2012.
- ↑ Coşqun Diniyev rəsmən “Qarabağ”da!. Futbolinfo (22 May 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი 2021.
- ↑ „QABALA VS. QARABAĞ 2 - 2“. Soccerway. 10 August 2015.
- ↑ 2017-18 UEFA Champions League group stage matches, UEFA.com
- ↑ Coşqun Diniyevlə yollar ayrıldı Azerbaijani. Qarabağ FK (13 January 2019). ციტირების თარიღი: 13 January 2019.
- ↑ "Sabah" FK heyətini yeni futbolçuyla gücləndirib. Azerbaijani. Sabah FK Facebook (13 January 2019). ციტირების თარიღი: 14 January 2019.
- ↑ AFFA.az