მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუტიაპა (ესპ. Jutiapa) — დეპარტამენტი გვატემალაში. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სალვადორსა და წყნარ ოკეანეს. დედაქალაქია ხუტიაპა. 2002 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 389 085 ადამიანს შეადგენს. მათი ძირითადი ნაწილი ევროპული და აფრიკული წარმოშობისაა. ხუტიაპა ერთადერთი დეპარტამენტია გვატემალაში, რომლის ერთადერთი ოფიციალური ენა ესპანურია არცერთ სხვა ადგილობრივ ენასთან ერთად.
ადმინისტრაციულად დაყოფილია ჩვიდმეტ მუნიციპალიტეტად.