შინაარსზე გადასვლა

ხრიალეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ხრიალეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი შრომა
კოორდინატები 42°00′22″ ჩ. გ. 41°49′49″ ა. გ. / 42.00611° ჩ. გ. 41.83028° ა. გ. / 42.00611; 41.83028
ცენტრის სიმაღლე 80
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1533[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,0 %
სომხები 5,5 %
რუსები 0,45 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხრიალეთი — საქართველო
ხრიალეთი
ხრიალეთი — გურიის მხარე
ხრიალეთი

ხრიალეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომის თემში (სოფლები: ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, შრომა, ხრიალეთი). მდებარეობს მდინარე სუფსის მარც��ნივ, ზღვის დონიდან 80 მ. შრომიდან 3 კმ., ოზურგეთიდან 39 კმ., ურეკის რკინიგზის სადგურიდან 7 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

სოფელში, ოხოჯურის მთაზე არის ძველი, ქვით ნაგები ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრისა და ციხე-გალავნის ნანგრევები. ტაძარი სავარაუდოდ V-VI საუკუნეების უნდა ყოფილიყო. ბაზილიკის ტიპის ეკლესია ახლა სანახევროდ დანგრეულია. გადმოცემის მიხედვით ამ ადგილზე ჯვარი აღუმართავს ანდრია პირველწოდებულს. 1890 წელს ტაძარს ეწვია გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი. მან ხალხს ახალი ეკლესიის აშენებისკენ მოუწოდა. მშენებლობა დააფინანსა გრიგოლ გურიელმა. ახალი ეკლესია ხისგან ააშენეს 1892 წელს. 1892 წლის 5 დეკემბერს ახალაშენებული ეკლესია დაწვეს. ამის შემდეგ ხელახლა ააშენეს ასევე ხის ეკლესია. 1910 წელს ტაძარს ეწვია იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი). ეკლესია გადაწვეს 1920-იან წლებში. 2008 წელს აშენებულ იქნა ახალი ეკლესია.

სოფლის ცენტრში იდგ�� მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. გადმოცემის თანახმად ამ ტაძრის ზარი გამოირჩეოდა მჟღერი, არამელოდიური ხმით, სოფელმაც აქედან მიიღო სახელწოდება. დღეს ეს ზარი შემოქმედის ეკლესიაშია. 1942 წელს გადაწვეს ტაძართან მდგარი ხის ნაგებობები. 1943 წელს დაანგრიეს ეკლესიის შენობა და მასალა გამოიყენეს სოფლის სკოლის მშენებლობისთვის. მისი უკანასკნელი მღვდელი 1907-1943 წლებში იყო რომანოზ მეგრელიძე (დ. 1878 წ.).

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 578
2002 1869
2014 1533 790 743

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
  3. Кавказский календарь на 1910 год