შინაარსზე გადასვლა

ხოფა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ხ��ფა
Hopa

ქალაქის ცენტრი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°24′25″ ჩ. გ. 41°26′08″ ა. გ. / 41.40694° ჩ. გ. 41.43556° ა. გ. / 41.40694; 41.43556
პირველი ხსენება V საუკუნე
ფართობი 289 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 20576 კაცი (2016)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 0322
საფოსტო ინდექსი 08
ოფიციალური საიტი hopa.bel.tr
ხოფა — თურქეთი
ხოფა

ხოფა (თურქ. Hopa, ლაზ. ხოპე) — ქალაქი ართვინის პროვინციაში, თურქეთი, შავი ზღვის პირას, საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში.

წყაროებში იხსენიება V საუკუნეში, როგორც ლაზიკისა და ბიზანტიის სასაზღვრო ციხესიმაგრე. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხოფის მიდამოებში მდებარეობდა ციხე-ქალაქი „პეტრა".

1865 წელს ქალაქი ხოფა იყო ხოფას კაზის ცენტრი. ხოფას კაზა შედიოდა ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყში და მდებარეობდა გონიოს კაზის სამხრეთით და არჰავის კაზის ჩრდილოეთით. კაზაში სულ შედიოდა 22 სოფელი და ცხოვრობდა 4290 ადამიანი. მოსახლეობას მოჰყავდა სიმინდი, აწარმოებდა ყველსა და კარაქს.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2010 17433
2016 20576
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხოფა&oldid=4339121“-დან