ხორხელი
სოფელი | |
---|---|
ხორხელი | |
სოფელი ხორხელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზემო ხოდაშენი |
კოორდინატები | 41°59′50″ ჩ. გ. 45°20′22″ ა. გ. / 41.99722° ჩ. გ. 45.33944° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 520 მ |
მოსახლეობა | 267[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ხორხელი — ისტორიული ძეგლი, სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (ზემო ხოდაშნის თემის ტერიტორიულ ორგანოში), ალაზნის ვაკეზე. მდებარეობს მდინარე ხოდაშნისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 520 მეტრი. ახმეტიდან 14 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხორხელი საისტორიო წყაროებში პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. სახელწოდება სოფელს კახეთის ბარში მთიელთა მიგრაციის შემდეგ უნდა ჰქონდეს მიღებული. ეს ადგილი XVII საუკუნემდეც ყოფილა დასახლებული (იმდროინდელი დასახლების სახელწოდება უცნობია).
გეოგრაფიული მდებარეობა, აგრეთვე აქ სარწყავი სისტემის არსებობა, ხელს უწყობდა სოფელში მევენახეობის, მებაღეობისა და სხვა დარგების განვითარებას. კახეთის სამეფოს არსებობის პერიოდში ხორხელის ყმა-მამულზე წილი ედო ალავერდის წმინდა გიორგის მონასტერს. XVII-XVIII საუკუნეებში ალავერდის მონასტერთან ერთად სოფლის ყმა-მამულის ნაწილს ანდრონიკაშვილებიც ფლობდნენ. ალავერდის მონასტრის კუთვნილ ყმა-მამულს ხორხელი მოურავი განაგებდა.
გვიანდელი შუა საუკუნეებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ხორხელის სამოურავ�� შედიოდა მეოთხე („მეფესთან მყოფ“) სადროშოს შემადგენლობაში, რომელსაც ალავერდელი ეპისკოპოსი უძღვებოდა.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოფელი თიანეთის მაზრაში შევიდა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 267 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 417 | 211 | 206 |
2014[1] | 267 | 127 | 140 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბადრიაანთ საყდარი
- ბუის საყდარი
- ლომისის მთავარმოწამის ეკლესია
- ნარეკლიანთ საყდარი
- ხორხელის ეკლესია
- ხორხელის კოშკი
- ხორხელის ღვთისმშობლის ეკლესია
- ხორხელის წმინდა გიორგის ეკლესია
- ხორხელის წმინდა დემეტრეს ეკლესია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 502.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 171.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|