ხამზატ ჩიმაევი
ხამზატ ჩიმაევი | |
---|---|
![]() ჩიმაევი 2022 წელს | |
დაბადების სახელი | ხამზატ ხიზაროვიჩ ჩიმაევი |
დაბადების თარიღი |
1 მაისი, 1994 ჩეჩნეთი, რუსეთი |
სხვა სახელები | მგელი |
ეროვნება | რუსი |
საქმიანობა | შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი |
სიმაღლე | 1.88 მ |
წონა | 84 კგ |
ხამზატ ხიზაროვიჩ ჩიმაევი (დ. 1 მაისი, 1994) — რუსი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე, რომელიც ასპარეზობს Ultimate Fighting Championship (UFC) საშუალო წონაში. თავისუფალ ჭიდაობაში ჩიმაევი სამგზის შვედეთის ეროვნული ჩემპიონია.[1] იგი UFC საშუალო წონის რეიტინგში მეთორმეტე ადგილს იკავებს.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1 მაისს, 1994 წელს ჩეჩნეთში (რუსეთი). მან ჭიდაობა 5 წლის ასაკში სოფელ გვარდეისკოეში დაიწყო. ცნობილია, რომ მან მოიპოვა ბრინჯაოს მედალი რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატზე, ახალგაზრდულ ტურნირზე.[3] 2013 წელს, როდესაც იგი 18 წლის იყო, დედასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა შვედეთში, მის ძმასთან.
UFC კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩიმაევის სარეკლამო დებიუტი შედგა საშუალო წონაში, ჯონ ფილიპსის წინააღმდეგ, 2020 წლის 16 ივლისს, UFC ESPN 13-ზე, სადაც ბრძოლა მეორე რაუნდის საბმიშენით მოიგო.[4] მას ამ ორგანიზაციაში 8 ბრძოლა აქვს ჩანატარები და რვავე მონაგები. იგი 2023 წლის, 21 ოქტომბერს UFC 294-ზე კამარუ უსმანს დაუპირისპირდა, სადაც ბრძოლა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.[5]. ბოლო ბრძოლა მან 2024 წლის 26 ოქტომბერს, UFC 308-ზე, UFC-ის ყოფილ ჩემპიონთან რობერტ უიტეკერთან ჩაატარა. მან ეს ბრძოლა პირველ რაუნდში საბმიშნით მოიგო. [6]