წმინდა ანასტასი
იერსახე
წმინდა ანასტასი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 25 ოქტომბერი, ახალი სტილით — 7 ნოემბერი. წმინდა მოწამე ანასტასი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანების დევნისას თავისი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. სამსჯავროზე მან ახოვნად აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, უღმერთოებმა უფლის რჩეულს თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ზღვაში მოისროლეს. კეთილმსახურმა და მდიდარმა ქრისტიანმა ქალმა ასკალოპიამ მოიპოვა მარტვილის ნეშტი და პატივით დაკრძალა. წმინდანის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.