შინაარსზე გადასვლა

ძმები ლომგულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ძმები ლომგულები“
Bröderna Lejonhjärta

პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი ასტრიდ ლინდგრენი
ილუსტრატორი ილონ ვიკლანდი
ქვეყანა შვედეთი
ენა შვედური
ჟანრი საბავშვო ლიტერატურა, ფენტეზი
გამომცემელი Rabén & Sjögren
გამოცემის თარიღი 1973
გვერდი 227 გვ.
oclc 2012524
ISBN 91-29-40865-2

ძმები ლომგულები“ (შვედ. Bröderna Lejonhjärta) — ასტრიდ ლინდგრენის საბავშვო რომანი. პირველად გამოიცა 1973 წელს ილონ ვიკლანდის ილუსტრაციებით. დღემდე ნათარგმნია 46 ენაზე[1]. 1979 წელს ამ რომანისთვის მწერალმა მიიღო იანუშ კორჩაკის სახელობის ლიტერატურული პრემია. თუმცა, წიგნი კრიტიკოსებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს. სხვა ნაწარმოებისგან განსხვავებით, ლინდგრენის ამ რომანში წამოწეულია თვითმკვლელობის, სიკვდილის, ტირანიის თემები.

„ძმები ლომგულები“ 1977 წელს გამოვიდა, როგორც ფილმი. მისი რეჟისორია ოლე ჰელბომი. 2007 წელს აგრეთვე დაიდგა მიუზიკლი.

  1. Astrid Lindgren and the world. astridlindgren.se. ციტირების თარიღი: February 5, 2017.