ჩიომადული
ჩიომადული რუმ. Ciomadul | |
---|---|
ჩიომადულის ცენტრალური ნაწილის 3D ხედი სამხრეთის მხრიდან | |
კოორდინატები: 46°08′ ჩ. გ. 25°53′ ა. გ. / 46.133° ჩ. გ. 25.883° ა. გ. | |
ქვეყანა | რუმინეთი |
ტერიტორიული ერთეული | ჰარგიტის ჟუდეცი |
სიმაღლე | 1 289 [1] მ |
ქედი | კარპატები |
ტიპი | დაციტური ვულკანი |
ვულკანური რკალი | კელიმანი - გურგიუ - ჰარგიტა |
ასაკი | პლეისტოცენი |
ჩიომადული (რუმ. Ciomadul, უნგრ. Csomád[2]) — ვულკანი რუმინეთში, ჰარგიტის ჟუდეცში. ის კარპატების შემადგენლობაში შედის და ქალაქებ ბეილე პუშნადსა და ბიქსადთან ახლოს მდებარეობს. ეს არის ვულკანური ჯაჭვის ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც კელიმანი (Călimani) - გურგიუ (Gurghiu) - ჰარგიტა (Harghita). ჩიომადული შეიცავს რამდენიმე ვულკანურ გუმბათს და ორ ვულკანურ კრატერს მოჰოსსა და წმინდა ანას. სწორედ ამ უკანასკნელში მდებარეობს ვულკანის კრატერული ტბა სახელწოდებით სფინტა ანა (Sfânta Ana). ჩიომადულის ვულკანურ კლდეებში დომინანტი კალიუმის შემცველი დაციტია.
ჩიომადულში პირველი ეფუზია, სავარაუდოდ, ერთი მილიონი წლის წინ მოხდა. ვულკანის უდიდესი ნაწილი დაახლოებით 650 000 – 500 000 წლის წინ შეიქმნა.
56000 – დან 32000 წლის წინ ჩიომადულში ვულკანი მასიურად იფრქვეოდა. როგორც ამოფრქვევის ზუსტი თარიღები, ასევე წმინდა ანას და მოჰოსის კრატერების წარმოქმნის ზუსტი პერიოდი გაურკვეველია, რადგან კვლევების შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი ამოფრქვევა შესაძლოა სუბპილარული სიძლიერის ყოფილიყო და ვულკანური ფერფლი შავი ზღვის ნაპირამდე გაეფანტა.
ვულკანი ბოლოს 32 600 – 27 500 წლის წინ ამოიფრქვა. მიმდინარე სეისმური და გეოთერმული აქტივობა და ვულკანური გაზის არსებობა ვულკანის სიღმეში მაგმის არსებობას უსვამს ხაზს და ჩიომადულს პოტენციურად მოქმედ ვულკანად აქცევს.
კლიმატი და მცენარეული საფარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩიომადული ზომიერ სარტყელში მდებარეობს. ნალექი 800–1000 მილიმეტრს შეადგენს, რაც ძლიერი ეროზიის გამომწვევი მიზეზია.[3] წლიური საშუალო ტემპერატურა არის 7.6 °C სფინტუ გეორგეში, უახლოეს მეტეოროსადგურში.[4] წმინდა ანას კრატერის გარშემო ივლისის საშუალო ტემპერატურაა 15 °C, ხოლო იანვრის საშუალო ტემპერატურა −5-დან –6 °C-მდეა.[5]
მიუხედავად იმისა, რომ მყინვარულ ეპოქაში კარპატებში მყინვარები წარმოიქმნა, ჩიომადულში არანაირი მყინვარული აქტივობა არ ფიქსირდება. იმ პერიოდში ვულკანის მიმდებარე ტერიტორია ტყით არ იყო დაფარული[5] და ფლორის უდიდეს ნაწილს სტეპისა და ტუნდრის მცენარეული საფარი შეადგენდა.[6] მოჰოსის ტორფის ჭაობიში ბურღები გამოიყენეს წარსულში არსებული კლიმატისა და ტერიტორიის ჰიდროლოგიის რეკონსტრუქციისთვის.[7]
ჩიომადული დაფარულია წიფლისა და ნაძვის ტყეებით.[8] წმინდა ანას ტბის გარშემო მცენარეულობას ძირითადად ქმნის: ჩვეულებრივი წიფელი (Fagus sylvatica) და ჩვეულებრივი ნაძვი (Picea abies). ტერიტორიაზე ასევე ხარობს მცენარეები: ლეკა (Acer platanoides), ვერცხლიფერი არყი (Betula pendula), კავკასიური რცხილა (Carpinus betulus), ჩვეულებრივი ფიჭვი (Pinus sylvestris), მდგნალი (Salix caprea), ნაცრისფერი მდგნალი (Salix cinerea).[5] ვულკანის რეგიონი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ადგილია.[9] მოჰოსის ჭაობში აღმოჩენილია საფრთხეში მყოფი სახეობები.[10]
გააქტიურება მომავალში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩვეულებრივ ვულკანი აქტიურად ითვლება, თუ ის გამყინვარების შემდგომ ეპოქაში ამოიფრქვა. 2008 წლის მაისში ჩილეში ჩაიტენის ვულკანის მოულოდნელად ამოფრქვევის შემდეგ, მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ დიდხანს არააქტიურ ვულკანებსაც კი შეუძ���იათ კვლავ გააქტიურება. ასეთმა ვულკანებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას რეგიონებს „ჩუმად ამოფრქვევით“.[11] ჩიომადულს ამოფრქვევებს შორის პაუზა 10 000 წელზე მეტხანს ჰქონდა.[12] ცირკონის კრისტალიზაციის მონაცემების მიხედვით ჩიომადულის მაგმის პალატები 300 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ აქტიურები.[13]
უნიკალურია, რომ ჩიომადული ჯერ კიდევ მოქმედი ვულკანია აღმოსავლეთ ევროპაში და მისი კრატერები კვლავ ახალგაზრდაა.[3] ყოველთვისაა შესაძლებელი, რომ ვულკანი ამოიფრქვას თუ მაგმის პალატა არ გამყარდა.[14] ჩიომადულში მიწისძვრის აქტივობა 70 კილომეტრის სიღრმემდე ხდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვულკანური სისტემა მაგმის პალატასა და ლითოსფერულ დნობებს შორის კვლავ აქტიურია.[15] ვულკანი კვლავ პოტენციურად აქტიურად ითვლება.[16]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Diaconu, Andrei-Cosmin; Tanţău, Ioan; Knorr, Klaus-Holger; Borken, Werner; Feurdean, Angelica; Panait, Andrei; Gałka, Mariusz (2019). „A multi-proxy analysis of hydroclimate trends in an ombrotrophic bog over the last millennium in the Eastern Carpathians of Romania“. Palaeogeography, Palaeoclimatology, Palaeoecology. 538: 109390. Bibcode:2020PPP...538j9390D. doi:10.1016/j.palaeo.2019.109390. ISSN 0031-0182.
- Harangi, Szabolcs; Lukács, R.; Schmitt, A. K.; Dunkl, I.; Molnár, K.; Kiss, B.; Seghedi, I.; Novothny, Á.; Molnár, M. (2015-08-15). „Constraints on the timing of Quaternary volcanism and duration of magma residence at Ciomadul volcano, east–central Europe, from combined U–Th/He and U–Th zircon geochronology“. Journal of Volcanology and Geothermal Research. 301: 66–80. Bibcode:2015JVGR..301...66H. doi:10.1016/j.jvolgeores.2015.05.002.
- Harangi, Szabolcs; Molnár, M; Vinkler, A P; Kiss, B; Jull, A J T; Leonard, A G (2010-08-01). „Radiocarbon Dating of the Last Volcanic Eruptions of Ciomadul Volcano, Southeast Carpathians, Eastern-Central Europe“. Radiocarbon. 52 (3): 1498–1507. doi:10.1017/S0033822200046580. ISSN 0033-8222.
- Harangi, Szabolcs; Novák, A.; Kiss, B.; Seghedi, I.; Lukács, R.; Szarka, L.; Wesztergom, V.; Metwaly, M.; Gribovszki, K. (2015-01-01). „Combined magnetotelluric and petrologic constrains for the nature of the magma storage system beneath the Late Pleistocene Ciomadul volcano (SE Carpathians)“. Journal of Volcanology and Geothermal Research. 290: 82–96. Bibcode:2015JVGR..290...82H. doi:10.1016/j.jvolgeores.2014.12.006.
- Harangi, Szabolcs; Sági, Tamás; Seghedi, Ioan; Ntaflos, Theodoros (2013-11-01). „Origin of basaltic magmas of Perşani volcanic field, Romania: A combined whole rock and mineral scale investigation“ (PDF). Lithos. Magmatic response to the post-accretionary orogenesis within Alpine–Himalayan belt. 180–181: 43–57. Bibcode:2013Litho.180...43H. doi:10.1016/j.lithos.2013.08.025.
- Harangi, Szabolcs; Molnár, Kata; Schmitt, Axel K.; Dunkl, Istv��n; Seghedi, Ioan; Novothny, Ágnes; Molnár, Mihály; Kiss, Balázs; Ntaflos, Theodoros; Mason, Paul R. D.; Lukács, Réka (2020). „Fingerprinting the Late Pleistocene tephras of Ciomadul volcano, eastern–central Europe“. Journal of Quaternary Science (ინგლისური). 35 (1–2): 232–244. doi:10.1002/jqs.3177. ISSN 1099-1417.
- Karátson, Dávid; Telbisz, Tamás; Harangi, Szabolcs; Magyari, Enikő; Dunkl, István; Kiss, Balázs; Jánosi, Csaba; Veres, Daniel; Braun, Mihály (2013-04-01). „Morphometrical and geochronological constraints on the youngest eruptive activity in East-Central Europe at the Ciomadul (Csomád) lava dome complex, East Carpathians“. Journal of Volcanology and Geothermal Research. 255: 43–56. Bibcode:2013JVGR..255...43K. doi:10.1016/j.jvolgeores.2013.01.013.
- Karátson, Dávid; Thouret, Jean-Claude; Moriya, Ichio; Lomoschitz, Alejandro (1999). „Erosion calderas: origins, processes, structural and climatic control“. Bulletin of Volcanology. 61 (3): 174–193. Bibcode:1999BVol...61..174K. doi:10.1007/s004450050270. ISSN 0258-8900. S2CID 129382477.
- Karátson, D.; Telbisz, T.; Dibacto, S.; Lahitte, P.; Szakács, A.; Veres, D.; Gertisser, R.; Jánosi, Cs.; Timár, G. (29 March 2019). „Eruptive history of the Late Quaternary Ciomadul (Csomád) volcano, East Carpathians, part II: magma output rates“. Bulletin of Volcanology (ინგლისური). 81 (4): 28. Bibcode:2019BVol...81...28K. doi:10.1007/s00445-019-1287-8. ISSN 1432-0819.
- Karátson, D.; Wulf, S.; Veres, D.; Magyari, E. K.; Gertisser, R.; Timar-Gabor, A.; Novothny, Á.; Telbisz, T.; Szalai, Z. (2016-06-01). „The latest explosive eruptions of Ciomadul (Csomád) volcano, East Carpathians – A tephrostratigraphic approach for the 51–29 ka BP time interval“ (PDF). Journal of Volcanology and Geothermal Research. 319: 29–51. Bibcode:2016JVGR..319...29K. doi:10.1016/j.jvolgeores.2016.03.005.
- Kis, Boglárka-Mercédesz; Ionescu, Artur; Cardellini, Carlo; Harangi, Szabolcs; Baciu, Călin; Caracausi, Antonio; Viveiros, Fátima (15 July 2017). „Quantification of carbon dioxide emissions of Ciomadul, the youngest volcano of the Carpathian-Pannonian Region (Eastern-Central Europe, Romania)“. Journal of Volcanology and Geothermal Research (ინგლისური). 341: 119–130. Bibcode:2017JVGR..341..119K. doi:10.1016/j.jvolgeores.2017.05.025. ISSN 0377-0273.
- Kiss, Balázs; Harangi, Szabolcs; Ntaflos, Theodoros; Mason, Paul R. D.; Pál-Molnár, Elemér (2014-03-05). „Amphibole perspective to unravel pre-eruptive processes and conditions in volcanic plumbing systems beneath intermediate arc volcanoes: a case study from Ciomadul volcano (SE Carpathians)“ (PDF). Contributions to Mineralogy and Petrology (ინგლისური). 167 (3): 986. Bibcode:2014CoMP..167..986K. doi:10.1007/s00410-014-0986-6. ISSN 0010-7999. S2CID 62793874.
- Lahitte, P.; Dibacto, S.; Karátson, D.; Gertisser, R.; Veres, D. (29 March 2019). „Eruptive history of the Late Quaternary Ciomadul (Csomád) volcano, East Carpathians, part I: timing of lava dome activity“. Bulletin of Volcanology (ინგლისური). 81 (4): 27. doi:10.1007/s00445-019-1286-9. ISSN 1432-0819. S2CID 134372465.
- Laumonier, M.; Karakas, O.; Bachmann, O.; Gaillard, F.; Lukács, R.; Seghedi, I.; Menand, T.; Harangi, S. (1 September 2019). „Evidence for a persistent magma reservoir with large melt content beneath an apparently extinct volcano“. Earth and Planetary Science Letters (ინგლისური). 521: 79–90. doi:10.1016/j.epsl.2019.06.004. ISSN 0012-821X.
- Magyari, E. K.; Veres, D.; Wennrich, V.; Wagner, B.; Braun, M.; Jakab, G.; Karátson, D.; Pál, Z.; Ferenczy, Gy (2014-12-15). „Vegetation and environmental responses to climate forcing during the Last Glacial Maximum and deglaciation in the East Carpathians: attenuated response to maximum cooling and increased biomass burning“ (PDF). Quaternary Science Reviews. Dating, Synthesis, and Interpretation of Palaeoclimatic Records and Model-data Integration: Advances of the INTIMATE project (INTegration of Ice core, Marine and TErrestrial records, COST Action ES0907). 106: 278–298. Bibcode:2014QSRv..106..278M. doi:10.1016/j.quascirev.2014.09.015.
- Mitrofan, Horia. (2000) Tusnad-Bai – A Geothermal System Associated With The Most Recent Volcanic Eruption in Romania. IGA Geothermal Papers Online Database. ციტირების თარიღი: 2016-12-19
- Molnár, Kata; Harangi, Szabolcs; Lukács, Réka; Dunkl, István; Schmitt, Axel K.; Kiss, Balázs; Garamhegyi, Tamás; Seghedi, Ioan (February 2018). „The onset of the volcanism in the Ciomadul Volcanic Dome Complex (Eastern Carpathians): Eruption chronology and magma type variation“. Journal of Volcanology and Geothermal Research (ინგლისური). 354: 39–56. Bibcode:2018JVGR..354...39M. doi:10.1016/j.jvolgeores.2018.01.025. ISSN 0377-0273.
- Molnár, Kata; Lukács, Réka; Dunkl, István; Schmitt, Axel K.; Kiss, Balázs; Seghedi, Ioan; Szepesi, János; Harangi, Szabolcs (15 March 2019). „Episodes of dormancy and eruption of the Late Pleistocene Ciomadul volcanic complex (Eastern Carpathians, Romania) constrained by zircon geochronology“. Journal of Volcanology and Geothermal Research (ინგლისური). 373: 133–147. doi:10.1016/j.jvolgeores.2019.01.025. ISSN 0377-0273.
- Sarbu, Serban M; Aerts, Joost; Flot, Jean-François; Van Spanning, Rob J.M.; Baciu, Calin; Ionescu, Artur; Kis, Boglárka M.; Incze, Reka; Sikó-Barabási, Sándor (2018). „Sulfur Cave (Romania), an extreme environment with microbial mats in a CO2-H2S/O2 gas chemocline dominated by mycobacteria“. International Journal of Speleology (ინგლისური). 47 (2): 173–187. doi:10.5038/1827-806X.47.2.2164. ISSN 0392-6672.
- Szakács, Alexandru; Seghedi, Ioan; Pécskay, Zoltán; Mirea, Viorel (2015-01-30). „Eruptive history of a low-frequency and low-output rate Pleistocene volcano, Ciomadul, South Harghita Mts., Romania“. Bulletin of Volcanology (ინგლისური). 77 (2): 12. Bibcode:2015BVol...77...12S. doi:10.1007/s00445-014-0894-7. ISSN 0258-8900. S2CID 129778845.
- Tantau, Ioan; Reille, Maurice; Beaulieu, Jacques-Louis de; Farcas, Sorina; Goslar, Tomasz; Paterne, Martine (2003-08-05). „Vegetation history in the Eastern Romanian Carpathians: pollen analysis of two sequences from the Mohoş crater“. Vegetation History and Archaeobotany (ინგლისური). 12 (2): 113–125. doi:10.1007/s00334-003-0015-6. ISSN 0939-6314. S2CID 128908674.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სამხრეთ ჰარგიტას მთები
- ↑ Karátson et al. 2013, p. 43.
- ↑ 3.0 3.1 Karátson et al. 2013, p. 46.
- ↑ Karátson et al. 1999, p. 180.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Magyari et al. 2014, p. 281.
- ↑ Magyari et al. 2014, p. 295.
- ↑ Diaconu et al. 2019, p. 9.
- ↑ Tantau et al. 2003, p. 114.
- ↑ Sarbu et al. 2018, p. 174.
- ↑ Diaconu et al. 2019, p. 2.
- ↑ Harangi et al. 2010, p. 1498.
- ↑ Harangi et al. 2010, p. 1505.
- ↑ Harangi et al. 2015, p. 76.
- ↑ Harangi et al. 2015, pp. 82–83.
- ↑ Szakács et al. 2015, p. 16.
- ↑ Kiss et al. 2014, p. 2.