ჩიბათის განძი
იერსახე
ჩიბათის განძი — ბიზანტიური ოქროს მონეტების განძი, რომელიც 1958 წელს აღმოაჩინეს სოფელ ჩიბათში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). განძი შეიცავს 122 ცალ სოლიდს, რომელიც ეკუთვნის ბიზანტიის 4 იმპერატორს: ტიბერიუს II-ს (578-582 წწ.) - 1 ცალი; მავრიკიოსს (582-602 წწ.) 1 ცალი; ფოკას (602-610 წწ.) 106 ცალი; ჰერაკლეს (610-641 წწ.) 14 ცალი. ყველა მონეტა მოჭრილია კონსტანტინოპოლის ზარაფხანაში. სავარაუდოა, რომ განძი ჩაფლულია VII საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც ჰერაკლე კეისარი ეგრისის გავლით ირანში მიდიოდა სალაშქროდ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 116.