შინაარსზე გადასვლა

ჩერქეზების გენოციდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
"მთიელები ტოვებენ აულს", პეტრე გრუზინსკი, 1872.
ჩერქეზთა ოსმალეთის იმპერიაში გადასახლების მთავარი მარშრუტები.

ჩერქეზების გენოციდირუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებული ეთნიკური ჩერქეზების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და გენოციდი 1864-1867 წლებში რომლის დროსაც ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მკვიდრმა მოსახლეობამ, ჩერქეზებმა, იძულებით მიატოვეს საკუთარი სამშობლო და სახლ-კარი.

რუსთა მიერ, ჩერქეზების ჩრდილო კავკასიიდან გასახლება, დაიწყო ჯერ კიდევ ცოტა ხნით ადრე ვიდრე დამთავრდებოდა რუსეთ-ჩერქეზეთის ომი. გენოციდმა და ეთნიკურმა წმენდამ ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო 1867 წელს. გადასახლებულები ძირითადად მოიცავდნენ ეთნიკურ ჩერქეზებს (ადიღელებს), უბიხებს, აფხაზებსა და აბაზებს.

უცნობია დეპორტირებულთა რიცხვი, თუმცა ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი შეიძლება რამდენიმე ასეულ ათასსაც კი აღწევდეს. როგორც ჩანს ჩერქეზ ხალხთა დეპორტაცია შემდეგნაირად მიმდინარეობდა. რუს ჯარისკაცთა მიერ გარშემორტყმულ აულებს ჩერქეზები იძულებით ტოვებდნენ და მიემართებოდნენ რუსული პორტებისაკენ, რომლებიც განლაგებული იყო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებზე. პორტებში მათ ხვდებოდათ თურქული ხომალდები რომლებსაც ოსმალეთის იმპერია უზრუნველყოფდა. ამ ხომალდებით ისინი ტოვებდნენ კავკასიას და მიემართებოდნენ თურქეთის შავიზღვისპირა პორტებში. აშკარაა რომ რუსების მთავარი მიზანი იყო განედენვნა მათთვის არასასურველი კავკასიელი მთიელები თავიანთი მიწებიდან. დაზარალებულთა მხოლოდ მცირე ნაწილმა არჩია გადასახლება თვითონ რუსეთის იმპერიის შიგნით, მის სხვა შორეულ პროვინციებში. ამდაგვარად ჩერქეზი მოსახლეობა იქნა გაფანტული, გადასახლებული და ზოგიერთ შემთხვევაში დახოცილიც კი. დეპორტაციის პროცესის დროს დაღუპულთა რიცხვი უცნობია. ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა გემების მომლოდინე მასებში გავრცელებული ეპიდემიებისაგან, ზოგიც კი შავ ზღვაზე მომხდარი შტორმების შედეგად ჩაძირულმა გემებმა იმსხვერპლა. რუსეთის იმპერიის მაშინდელი მონაცემების მიხედვით, ომის დროს დაზარალებულთა 90 პროცენტის ემიგრირება მოხდა.

ამავე პერიოდში, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მუსლიმი ხალხებიც გახდნენ მსხვერპლი რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკისა. შედეგად ისინიც გადასახლებულ იქნენ ოსმალეთის იმპერიისა და ყაჯარული ირანის სხვადასხვა პროვინციებში.

საქართველო 2011 წლიდან პირველი ქვეყანაა მსოფლიოში რომელიც ჩერქეზების გენოციდს აღიარებს.

  • Circassian Genocide (Genocide, Political Violence, Human Rights). - Rutgers Univ. Pr., 2013. - 232 p. ISBN 0813560675
  • E. D. Allen. Cucasian Battlefields. A History of the Wars on the Turco-Caucasien Border, 1828-1921. - Cambridge : Cambridge Univ. Press, 1953.