შინაარსზე გადასვლა

ჩაუ-ჩაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაუ-ჩაუ
წარმოშობის ქვეყანა ჩინეთი
თვისებები
წონა 20-32
სიმაღლე 46-56 სმ.
ბეწვი კრემისფერი,მოწითალო-ჟღალი,ცისფერი,შავი.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ჩაუ-ჩაუ (ჩინ.: 鬆獅犬) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ჩინეთში უძველეს ხანაში.

ჩაუ-ჩაუს წარმოშობა საიდუმლოდ რჩება, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ შპიცების სისხლი ურევია. ისტორიკოსებმა XVIII საუკუნის დასაწყისში აღწერეს შავი ენის მქონე ძაღლი, რომელსაც აღმოსავლეთში საკვებად იყენებდნენ. ჩაუ-ჩაუ დიდ ბრიტანეთში პირველად 1780 წელს აღმოჩნდა. ჩაუ-ჩაუს, ალბათ, აქვს უფლება ჯიუტი და თავის თავში ჩაკეტილი იყოს. მონღოლეთში და მანჯურიაში ოდესღაც მისი ხორცი დელიკატესად ითვლებოდა, ბეწვს კი ტანსაცმლის შესაკერად იყენებდნენ. XIX საუკუნეში ამ ჯიშმა სახელი მიიღო იმ სიტყვისგან, რომელსაც ინგლისელი მეზღვაურები იყენებდნენ შერეული ტვირთის აღსანიშნავად. მიუხედავად იმისა, რომ ჩაუ-ჩაუ სათამაშო დათუნიას ჰგავს, ის ფუმფულა სათამაშო არ არის.

ჩაუ-ჩაუ მონოგომია და საკმაოდ სერიოზული ხასიათი აქვს. მის ბალანს მუდმივი მოვლა სჭირდება. ბალანი შეიძლება იყოს კრემისფერი, მოწითალო-ჟღალი, ცისფერი, შავი. ჩაუ-ჩაუ კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცივეს. აქვს პატარა თათები და პატარა მუქი თვალები, პატარა, სქელი, ყურები ოდნავ მომრგვალებულია. მჭიდროდ მომდგარი ქუთუთოები ხშირად სამედიცინო პრობლემებს ქმნიან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]