შინაარსზე გადასვლა

შაბრანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტი შაბრანიდან, რომელზეც გამოსახულია ირემი

შაბრანი (ასევე ეწოდებოდა: შაბარანი, შავარანი, საბარანი) (აზერ. Şabran) — წარსულში იყო ისტორიული ქალაქი და რაიონი, რომელიც მე -5 საუკუნიდან მე -18 საუკუნეებამდე არსებობდა. რეგიონი მოიცავდა იმ ტერიტორიას, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, კავკასიონის უღელტეხილის საზღვრებში, რომელიც დედაქალაქ ბაქოსა და ქალაქ ყუბას შორისაა.[1]ეს ისტორიული ქალაქი მთლიანად დაანგრიეს 1723 წელს.[2]

შაბრანი მე-5 - მე-7 საუკუნეებში თავდაპირველად გამოჩნდა როგორც ციხე-ქალაქი, მაგრამ მე-9 - მე-10 საუკუნეებისთვის შირვანშაჰების მმართველობის დროს ქალაქი იქცა მთავარ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ, სავაჭრო-ხელნაკეთობასა და კულტურულ ცენტრად. XI საუკუნის შუა პერიოდში, შირვანშაჰების საგვარეულო სამარხი სწორედ შაბრანში მდებარეობდა. შემდგომში ქალაქის სახელი მიენიჭა მიმდებარე ტერიტორებსაც.

XI საუკუნის შუა ხანებში ქალაქში მონღოლები შეიჭრნენ და მათ მიერვე ნაწილობრივ განადგურდა. ქალაქი აღდგა მე -13 საუკუნის ბოლოს და მე -14 საუკუნის დასაწყისში და არდებობდა გააგრძელა მე -15 საუკუნის ბოლომდე.

შემდგომში მე -18 საუკუნის პირველი მეოთხედში ოსმალეთ-სპარსეთის ომების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა და დაკარგა თავისი მნიშვნელობა.[3][4] ამასთან, ქალაქის საბოლოო განადგურება დაკავშირებულია მიწისძვრასთან, რამაც ქალაქი პირდაპირი მნიშვნელობით მიწასთან გაასწორა. ქალაქის დარჩენილ მოსახლეობას შემდგომში გარეუბანში გადასახლდა მოუწია.

ა.ბაკიხანოვი იყო პირველი, ვინც თქვა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ შაბრანის რაიონის შაჰნაზარლის სოფელის მახლობლად მდებარე ნანგრევები მიეკუთვნებოდა შუა საუკუნეებში არსებულ ისტორიულ ქალაქ შაბრანს.

ქალაქის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 1979-1989 წლებში შესწავლილი ტერიტორიის მთლიანი ფართობი 45 00 კმ 2-ზე მეტს მოიცავდა. რეგიონში აღმოაჩინეს მე –10 საუკუნეში მდებარე ციხე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იგი აშენებული იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ციხის კედლები გამაგრებული იყო ნახევარწრიული კოშკებით. ციხის მშენებლობისთვის გამოყენებული იყო კირქვა, ქვა და გამომწვარი აგური. ციხესიმაგრე არსებობდა XI საუკუნის შუა პერიოდამდე. XIV საუკუნეში დანგრეული ციხის დასავლეთ ნაწილში აშენდა პატარა ციხე-კოშკი რომელსაც ჰქონდა მართკუთხა ფორმა. არქიტექტორები იყენებდნენ შერეულ ფენებს მისი მშენებლობის დროს. გათხრები ქალაქის კვარტალური დაგეგმარების მტკიცებულებაა. აქ მდებარე სახლების საძირკველი და საყრდენი ძირითადად შენდებოდა გამომწვარი აგურით. ქალაქში იყო წყალმომარაგების სისტემა. მისი ეკონომიკა კი ემყარებოდა ხელნაკეთობების წარმოებას. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს სულ ათი ნივთის კერამიკული ნაკრები. ქალაქის ნანგრევების ქვეშ ასევე აღმოჩნდა კერამიკული სახელოსნოც. ქალაქში იწარმოებოდა , სპილენძი, სამკაულები, იარაღი და შუშა.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Шабран // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  1. Nasiri, Ali Naqi; Floor, Willem M. (2008) Titles and Emoluments in Safavid Iran: A Third Manual of Safavid Administration. Mage Publishers, გვ. 278. ISBN 978-1933823232. 
  2. Nasiri, Ali Naqi; Floor, Willem M. (2008) Titles and Emoluments in Safavid Iran: A Third Manual of Safavid Administration. Mage Publishers, გვ. 278. ISBN 978-1933823232. 
  3. NaVoprosOtveta.Net
  4. Средневековый город ШАБРАН. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-07. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  5. Карабах в документах. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2019-11-07.