შაან ნატალი
შაან ნატალი | |
---|---|
დას. სომხ. Շահան Նաթալի | |
დაბადების თარიღი | 14 ივლისი, 1884[1] |
დაბადების ადგილი | Huseinig, Mamuret-ul-Aziz Vilayet, ოსმალეთის იმპერია[1] |
გარდაცვალების თარიღი | 18 აპრილი, 1983[2] (98 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Watertown, მასაჩუსეტსი, აშშ |
დასაფლავებულია | მაუნტ-ობერნის სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი[1] და აქტივისტი |
ენა | სომხური ენა |
ეროვნება | სომხები[3] [1] |
მოქალაქეობა |
ოსმალეთის იმპერია აშშ |
ალმა-მატერი | Berberian School[1] , Euphrates College და ბოსტონის უნივერსიტეტი[1] |
შაან ნატალი (სომხ. Շահան Նաթալի; დ. 14 ივლისი, 1884 — გ. 19 აპრილი, 1983) — სომხეთის რევოლუციური ფედერაციის, დაშნაკცუთიუნის წევრი და ოპერაცია „ნემესისის“ მთავარი ორგანიზატორი. ოპერაცია ნემესისი კამპანიაა, რომლის განხორციელებისას შური იძიეს ოსმალეთის იმპერიის ყველა იმ ჩინოვნიკზე, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდნენ სომეხთა გენოცდში.[4] მოგვიანებით გახდა მწერალი, ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ასეთი სახელწოდებით, თურქები და ჩვენ. [5]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შააან ნატალი დაიბადა 14 ივლისს, 1884 წელს, სოფელ ჰუსეინიგში, თანამედროვე ელაზიღის პროვინციაში, ოსმალეთის იმპერიაში. ჰყავდა ოთხი და, ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო.
მან დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ სომხურ სკოლაში. მისი მამა, ბიძა და მრავალი სხვა ნათესავი დაიღუპა 1895 წლის ჰამიდიანის ხოცვა-ჟლეტის დასაწყისში. ოჯახიდან გაშორებული, მაშინ 11 წლის ჰაგოპი მეზობელმა ოჯახმა წაიყვანა, რომელმაც ის სამი დღის განმავლობაში დამალა. მოგვიანებით, მან შეძლო დაბრუნებულიყო გადარჩენილ ოჯახის წევრებთან.
ერთი წელი სწავლობდა ხარბერდის ევფრატის კოლეჯში. სხვა ობლებთან ერთად, იგი შემდეგ გაგზავნეს კონსტანტინოპოლის წმინდა იაკობის ბავშვთა სახლში (ახლანდელი სტამბოლი ), შაანის ხარჯებს ნიუ-იორკში მცხოვრები მდიდარი სომეხი ხალიჩის ვაჭარი აფინანსებდა. მომდევნო წელს იგი ჩაირიცხა ცნობილ ბერბერულ სკოლაში, სადაც სწავლობდა 1900 წლამდე.
ახალგაზრდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1901 წელს იგი დაბრუნდა მშობლიურ ჰუსეინიგში, სადაც სამი წლის განმავლობაში იყო წმინდა ვარვარის ეკლესიის სომხური სამრევლო სკოლის მასწავლებელი. მან აქ ასევე შეისწავლა ხარბერდის პროვინციული დიალექტი, რამაც მას განსაკუთრებული პატივი მიანიჭა პატრიარქ მათე II იზმირლიანის ლიტერატურულ კონკურსში.
1904 წელს იგი შეუერთდა ხარბერდში, სომხეთის რევოლუციურ ფედერაციას, დაშნაკცუთიუნს, და ემიგრირდა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც სამი წელი მუშაობდა ფეხსაცმლის ქარხანაში, უოთერტაუნში, მასაჩუსეტსის შტატში.
1908 წელს, ოსმალეთის კონსტიტუციის გამოცხადების შემდეგ, იგი დაბრუნდა თავის სახლში, ჰუსეინიგში. თუმცა სულ მცირე ხნით, 1909 წლის ადანის ხოცვა-ჟლეტის გამო, მას ისევ ამერიკაში დაბრუნება მოუხდა.
განათლება და პოლიტიკური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1910-1912 წლებში შაანი დადიოდა ბოსტონის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას, ფილოსოფიას და თეატრს. 1912 წელს მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თავის სახლში ოსმალეთის იმპერიაში, მაგრამ იქ მიმავალ გზაზე ის კვლავ გაგზავნეს აშშ-ში..
შეერთებულ შტატებში დაბრუნებული ნატალი აქტიური გახდა სომხური რევოლუციური ფედერაციის რიგებში. ის იყო პარტიის გაზეთ „ჰაირენიკის“ რედაქციაში 1915 წლიდან 1917 წლამდე. იგი არ იყო კმაყოფილი დაშნაკცუთიუნის განვითარებით, მოგვიანებით მან დატოვა პარტია. ის გახდა შეერთებული შტატების მოქალაქე 1915 წლის 23 მარტს და მიიღო ოფიციალური სახელი "ჯონ მაჰი" 1923 წელს.
გვიანი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის წინა დღეს შაანი დაბრუნდა ამერიკაში და სომხური პოლიტიკური ცხოვრებით გამწარებული, აქტიური გახდა სომხეთის გენერალურ კეთილგანწყობილ კავშირში (AGBU). 1943 წლიდან 1953 წლამდე იყო ახალი ინგლისის რაიონული ოფისის მდივანი.
1963 წელს, პირველად სომხეთის საბჭოთა ანექსიის შემდეგ, იგი ეწვია თავის სამშობლოს.
1960-იანი წლებიდან შაან ნატალიმ ამჯობინა რომ პოლიტიკისგან შორს, განმარტოებით ეცხოვრა. იგი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, უოთერტაუნში, მასაჩუსეტსის შტატში, 1983 წლის 19 აპრილს, 98 წლის ასაკში. დაკრძალეს კემბრიჯის მთა ობერნის სასაფლაოზე, მოგვიანებით მასთან ერთად დაკრძალეს მისი 57 წლის მეუღლე, ა��გელი.
მისი ბიუსტი აღმართულია გორისში. [6]
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გენერალი ანდრანიკი და სომხური რევოლუციური მოძრაობა, დოქტორი ანტრანიგ ჩალაბიანი, 1988, გვ. 513
- ლიტერატურის ენციკლოპედია, ტ. 1, ჯოზეფ თ შიპლი, 2007, გვ. 62
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- SHAHAN NATALIE FAMILY FOUNDATION, INC. დაარქივებული 2009-04-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Armenian Soviet Encyclopedia, vol. 8 — ტ. 8. — გვ. 145.
- ↑ Library of Congress Authorities — Library of Congress.
- ↑ Krikorian A., Heratchian H. Le dictionnaire biographique: Arméniens d'hier et d'aujourd'hui — Maisons-Alfort: 2021. — P. 126. — ISBN 978-2-905686-93-0
- ↑ "An Eye for an Eye," by Tessa Hofmann, in Portraits of hope: Armenians in the Contemporary World by Huberta von Voss. Berghahn Books, 2007, p. 296. ISBN 978-1-84545-257-5
- ↑ Hovannisian, Richard G. (2003). Looking Backward, Moving Forward: Confronting the Armenian Genocide. New Brunswick, N. J.: Transaction Publishers, გვ. 165. ISBN 0765801965.
- ↑ Գորիսի Մէջ Բացումը Կատարուած Է Շահան Նաթալիի Նուիրուած Յուշարձանին