ქლორპიკრინი
ქლორპიკრინი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ტრიქლორონიტრომეთანი |
ტრადიციული სახელწოდება | ქლორპიკრინი ნიტროქლოროფორმი |
ქიმიური ფორმულა | CCl3NO2 |
მოლური მასა | 164.375 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | უფერო სითხე |
სიმკვრივე | 1.692 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −69 °C |
დუღილის ტემპერატურა | 112 (იშლება) °C |
NFPA 704 |
ქლორპიკრინი, იგივე ტრიქლორნიტრომეთანი (ქლორი და ბერძ. pikros მწარე) — ძლიერი მომწამვლელი და ძლიერი ცრემლდენი ნივთიერება, მწვავე სუნის მქონე უფერო ზეთისებრი სითხე, რომელიც აღიზიანებს ლორწოვან გარსს და აზიანებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემას და კანს. მისი ქიმიური ფორმულაა Cl3CNO2; დუღილის ტემპერატურა — მინ 64°С და მაქს 113 °C; სიმკვრივე — 1653,9კგ/მ2. ქლორპიკრინი მაღალი ტემპერატურის დროს იღებს მოყვითალო ფერს. პრაქტიკულად წყალში უხსნადია, კარგად იხსნება ორგანულ გამსხნელებში, არ ჰიდროლიზდება წყლითა და ტუტეების წყალხსნარში. 400 °C-ისას იშლება ფოსგენად და C1NO იღებენ პიკრინმჟავას ან მათი მარილების ქლორირებით. იყენებენ პესტიციდად, არილმეთანური საღებავების სინთეზში და ს��ვა. ქლორპიკრინის გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ კანონით აკრძალულია მაშინაც კი, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კანონით ნებადართულია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქლორპიკრინის ისტორია 1848 წელს იწყება თავდაპირველად მას იყენებდნენ საწარმოებში მოგვიანებით კი პირველი მსოფლიო ომის დროს 1914 - 1918 წლებში სამხედრო მიზნებისთვის, პირველად სამხედრო მიზნისათვის 1915 წელს რუსეთის არმიამ გამოიყენა პირველ მსოფლიო ომში, მოგვიანებით კი გერმანიის არმიამ 1916 წელს. ქლორპიკრინის სამხედრო ვარიანტის სახელწოდებაა „სიენსი“ (CNS ).
ქლორპიკრინი საბჭოთა არმიის ნაწილებმა გამოიყენეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მიტინგის დარბევის დროს, რამაც გამოიწვია ასობით უდანაშაულო ადამიანის ძლიერი მოწამვლა დასახიჩრება და სიკვდილი, მშვიდობიანი მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვანი 16 წლის გოგონა ქლორპიკრინით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, 9 აპრილის ტრაგედიის გამოძიების შექმნილმა კომისიამ ანატოლი სობჩაკის თავჯდომარეობით კომისიის ერთ-ერთ მოხსენებაში კომისიის წევრებმა ოფიციალურად დაადასტურეს ქლორპიკრინის გამოყენების ფაქტი სხვა უფრო ნაკლებად საშიში და ნაკლებად მომწამლავი ნივთიერებების ცრემლსადენი გაზების კერძოდ სიესი ( CS ) გაზის და ქლორაცეტოფენონი ( CN ) ერთად.
დღეს მსოფლიოში მკაცრადაა აკრძალური ქლორპიკრინის გამოყენება საომარი მოქმედებების დროს, სამხედრო მიზნებისთვის და შეტანილია მასობრივი განადგურების იარაღების ნუსხაში.