შინაარსზე გადასვლა

ქეი ოლდრიჯი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეი ოლდრიჯი

ქეი ოლდრიჯი, 40-იან წლებში
დაბადების თარიღი 9 ივლისი, 1917
ტალაჰასი, ფლორიდა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 12 იანვარი, 1995 (77 წლის)
როკპორტი, მეინი, აშშ
პროფესია მსახიობი, მოდელი
აქტიური 1937–45
მეუღლე(ები)
  • არტურ ქამერონი (იქ. 1945–54)
  • რიჩარდ ტაკერი (იქ. 1956–79)
  • ჰარი ნესლენდი (იქ. 1988–88)
შვილ(ებ)ი 4

კატარინ ("ქეი") გრატენ ოლდრიჯი (ინგლ. Katharine "Kay" Gratten Aldridge; დ. 9 ივლისი, 191712 იანვარი, 1995) იყო ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ცნობილია გასული საუკუნის 40-იან წლების შავ-თეთრ სერიალებში, ასევე ის იყო გასული საუკუნის 30-იან წლების ჟურნალების გარეკანზე, როგორიცაა "Life, Ladies 'Home Journal" და "Redbook". მხატვარმა ენ ტეინტორმა თავისი ნამუშევრების შესაქმნელად გამოიყენა რეკლამები, სადაც ოლდრიჯი იყო გამოსახული.

ცხოვრება და სამუშაო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლდრიჯი დაიბადა 1917 წლის 9 ივლისს, ფლორიდაში. მისი მამა იყო გეოდეზი, ხოლო დედა მხატვარი და მწერალი. ორი წლის იყო როდესაც მამა გარდაეცვალა, და ამის შემდეგ ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადადის ლიელზში (ვირჯინია), სადაც ის და მისი ოთხი და-ძმა აღიზარდნენ თავიანთი დეიდების დახმარებით, რომლებიც სკოლის მასწავლებლები იყვნენ. მერილენდის ვესტმინსტერში საშუალო სკოლის პირველ კურსზე სწავლის შემდეგ, იგი ჩაირიცხა წმ. მერის ქალთა სემინარიში (ამჟამად მერილენდის წმ. მერის კოლეჯი) წმ. მერის ქალაქი, მერილენდი. იქ ყოფნისას სწავლის გარდა ის ასევე თამაშობდა სპექტაკლებში, ასევე თამაშობდა კალათბურთს და იყო "Delta Phi Epsilon"-ის წევრი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1934 წელს, ოლდრიჯმა დაიწყო მუშაობა ჯონ პაუერის სამოდელო სააგენტოში ნიუ-იორკში. 1937 წელს ოლდრიჯი მოხვდა 10 ყველაზე ფოტოგენური გოგოების ტოპეულში და გაგზავნეს ჰოლივუდში, რათა მონაწილეობა მიეღო გაერთიანებულ არტისტების ფილმში სახელწოდებით "Vogues of 1938".

1939 წ. მან მოაწერა ხელი კონტრაქტს, "20th Century Fox"-თან, და რამდენიმე წლის შემდეგ, მიიღო რამდენიმე უმნიშვნელო და მეტწილად დეკორატიული როლი, რომელსაც მიაწერენ კეტრინ ოლდრიჯს. ამ პერიოდში მის მიერ გადაღებულ ფილმებს მიეკუთვნება "Shooting High" (1940), ეველინ ტრენტის როლი, "Sailman's Lady" (1940) ჯორჯინის როლი, "Down Argentine Way" (1940) ჰელენ კარსონის როლი და "Dead Men Tell" (1941) ლორა თურსდეის როლი.

1941 წ. "20th Century Fox"-თან კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, "Republic Pictures"-მა ის მოიწვია ერთ-ერთ სერიალში. მიუღედავად ფოქსისგან სხვა შემოთავაზებებისა, მან მიიღო "Republic Picture"-ის შემოთავაზება, რადგან ოლდრიჯს მაღალი ანაზღაურება შესთავაზეს. ანაზღაურება შეადგენდა კვირაში 650 დოლარს, რომელიც მაგ დროისთვის სოლიდური თანხა იყო. მისი პირველი სერიალი რესპუბლიკისთვის იყო "Perils of Nyoka" (1942), სადაც თითოეული ეპიზოდის ბოლოს პატარა დრამატული კლიპ-სცენები იყო. ქეი ოლდრიჯმა შეასრულა პერსონაჟი ნიოკა გორდონი, რომელიც უამრავ ბოროტმოქმედს უპირისპირდება აფრიკაში ექსპედიციაში, სადაც ის ეძება თავის დაკარგულ მამას. ეს იყო მისი ყველაზე პოპულარული როლი. შემდგომ მოჰყვა კლასიკური სერიული ჰეროინის როლები, როგორიცაა "Daredevils of the West" ʽ1943ʼ წელს და "Haunted Harbour" ʽ1944ʼ წელს. მან დატოვა სამსახიობო კარიერა 1945 წელს.

ოლდრიჯი სამჯერ დაქორწინდნა: არტურ კამერონზე 1945 - 1954 წლებში, რიჩარდ დერბი ტაკერზე 1956 წლიდან გარდაცვალებამდე (1979 წლამდე) და ბოლოს ჰარი ნასლანდზე 1982 წლიდან სიკვდილამდე, 1983 წლამდე. სიცოცხლის ბოლო წლებში ის ცხოვრობდა კემდენში, მეინში და იყო ადგილობრივი ცნობილი დიასახლისი.

ოლდრიჯი გარდაიცვალა გულის შეტევით 1995 წლის 12 იანვარს მეინი, როკპორტში. იგი დაკრძალულია როკპორტში, ზღვის ხედვის სასაფლაოზე.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქეი_ოლდრიჯი“-დან