ქეთევან კიკნაძე
ქეთევან კიკნაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ქეთევან კიკნაძე |
დაბადების თარიღი |
10 მაისი, 1939 ბორჯომი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 9 ივლისი, 2024 (85 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | გიგა ლორთქიფანიძე |
შვილ(ებ)ი |
ნინო ლორთქიფანიძე, ნანა ლორთქიფანიძე |
ქეთევან კიკნაძე (დ. 10 მაისი, 1939, ბორჯომი — გ. 9 ივლისი, 2024, თბილისი)[1] — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1987). საქართველოს სახალხო არტისტი (1990).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქეთევან კიკნაძე დაიბადა 1939 წელს, ქალაქ ბორჯომში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. სწორედ ამავე წლიდან 1967 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, ხოლო 1967 წლიდან 1977 წლამდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. 1977 წლიდან კი კვლავ მარჯანიშვილის თეატრში ბრუნდება. ქეთევან კიკნაძე გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“, 1966 წელი), თინა („ტარიელ გოლუა“, 1968 წელი), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელი), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“, 1990 წელი), მარგო („პრემიერა“, 1991), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“, 1983), გულჩინა („ყავა და ლუდი“) და სხვა. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში: ხატია („მე ვხედავ მზეს“), მაკა („ბუდე მეცხრე სართულზე“), ოგიუსტინა („რვა მოსიყვარულე ქალი“), ბეტი („ჩარლის დეიდა“) და სხვ. არის თეატრ���სა და კინოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი. ქეთევან კიკნაძე 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ორგანიზაციის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საზოგადოების „ქალები მშვიდობისთვის“ წევრი
- საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1987 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, მრავალსერიან სატელევიზიო ფილმში „წიგნი ფიცისა“ ქეთევან დედოფლის როლის შესრულებისთვის.
- 1990 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[2]
- 1999 — ღირსების ორდენი, ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
- 1987 — საქართველოს დამსახურებული არტისტი
- კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
- 1991 – ჯეიმზტაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე[3]
- 2005 - ბორჯომის საპატიო მოქალაქე[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 596, ISBN 99928-20-32-2.
- ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 181;
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქეთევან კიკნაძე დაარქივებული 2020-02-26 საიტზე Wayback Machine.
- ქეთევან კიკნაძის ბიოგრაფია
- ბიოგრაფია