ფრანგული კრეპი
კრეპი ფრანგული დესერტია. იგი ძალიან თხელ ბლინს წარმოადგენს. კრეპი საფრანგეთში შეიქმნა, კერძოდ "ბრიტანიში". ეს რეგიონი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში. ფრანგული კრეპი პოპულარულია სხვა ბევრ ქვეყანაშიც მსოფლიოს მასშტაბით: ბელგიაში, კანადაში, ნიდერლანდებში, ბრაზილიასა და არგენტინაში, ჩრდილოეთ აფრიკის კონტინენტზე არსებულ ქვეყნებში. უამრავი სახის შიგთავსი არსებობს, რომლითაც კრეპი მიირთმევა. იგი შეიძლება იყოს უმარტივესი, მაგალითად, მხოლოდ შაქრის შიგთავსი. თუმცა არსებობს მრავალი ინგრედიენტისგან შემდგარი კრეპის გაფორმებაც. ზოგჯერ გამოყენებულია ალკოჰოლიც (ძირითადად ლიქიორი).
ტრადიციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთში 2 თებერვალი "კრეპის დღეა". 2 თებერვალი რელიგიური დღესასწაულია, ამ დღეს ფრანგები აუცილებლად მიირთმევენ კრეპს.
ასევე ფრანგებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუ კრეპის მომზადებისას, მას ჰაერში ააგდებთ და შემდეგ დაიჭერთ მარჯვენა ხელით, მაშინ როცა მარცხენა ხელში ოქროს მონეტა გიჭირავთ, თქვენ გამდიდრდებით მიმდინარე წელს.[1]
ხალხს მიაჩნია, რომ კრეპი თავისი მრგვალი ფორმითა და ოქროსფერი ფერით მზეს ჰგავს.
ვარიაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტკბილი კრეპი ხორბლის ფქვილისაგან მზადდება. ტკბილ კრეპს მიირთმევენ საუზმის დროს ან დესერტად. ტკბილი კრეპის შიგთავსი შეიძლება იყოს: Nutella (ნუტელა), მურაბა ან ჯემი, შაქრის ფხვნილი, ნეკერჩხლის სიროფი (Maple syrup), ლიმონის წვენი, ათქვეფილი კრემი, შაქრის სიროფი, დაჭრილი ხილის ნაჭრები.
კრეპებისგან შესაძლებელია კრეპის ტორტის გაკეთება. მის მოსამზადებლად საჭიროა, რომ კრეპები ერთმანეთზე დაეწყოს. [2]ყოველი ორი ფენა კრეპის შემდეგ უნდა განთავსდეს ერთი ფენა კრემი. კრეპის ტორტი დაახლოებით 15-30 ფენისგან შედგება. მისაღებია დაბადების დღის ტრადიციული ტორტის, ამ განსხვავებული სტილის ტორტით ჩანაცვლება. მის მოსართავად იყენებენ ხილს, შოკოლადს, ორცხობილებს.
კრეპერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"კრეპერი" არის ადგილი, რომელიც სპეციალურად კრეპების გასაკეთებლადაა შექმნილი. კრეპერი შესაძლოა იყოს მცირე ზომის ქუჩაში მდგარი სტენდი, სადაც შესაძლებელია კრეპის შეძენა და წაღება, სწრაფი კვების ობიექტის მსგავსად. ან იგი შესაძლოა იყოს უფრო ფორმალური ადგილი, მაგალითად, კაფე ან რესტორანი. [3]
კრეპერები ძირითადად საფრანგეთში გვხვდება, თუმცა ისინი სხვა ქვეყნებშიც ფუნქციონირებს. იმიტომ რომ კრეპი შესაძლოა საუზმის დროს მიირთვათ, კრეპერებში უმეტესწილად იყიდება ყავა, ჩაი, ვაშლის ღვინო. კრეპისა და ვაშლის ღვინის ერთად მირთმევა ერთ-ერთი პოპულარული ტრადიციაა. [4]
კრეპები ევროპის საზღვრებს გარეთ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მექსიკელებმა კრეპის შესახებ მე-19 საუკუნეში გაიგეს ფრანგების მიერ.[5] ისინი კრეპს, როგორც დესერტს, შესქელებულ კარამელთან ერთად მიირთმევენ. არგენტინასა და ურუგვაიშიც კრეპს შესქელებულ კარამელის სოუსს უმატებენ. ეს სოუსი რძისგან მზადდება.
პილიპინებსა და სამხრეთ ინდოეთში კრეპის შიგთავსის ერთ-ერთი ინგრედიენტი ბრინჯია.
ინგრედიენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანგული კრეპის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია: კარაქი, ფქვილი, შაქარი, მარილი, რძე, კვერცხი.
ინგრედიენტების ასათქვეფად იყენებენ ბლენდერს.
ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, კრეპის ცომის მომზადების შემდეგ, უმჯობესია იგი მაშინვე არ გამოვაცხოთ. ასეთ შემთხვევაში ცომი ბევრად უფრო გემრიელი გამოვა, რადგან მასში არომატი უკეთესად გამოიკვეთება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://awomansparis.wordpress.com/2012/01/30/la-chandeleur-le-jour-des-crepes/
- ↑ https://www.nytimes.com/2005/05/15/magazine/the-way-we-eat-building-a-modern-multistoried-dessert.html
- ↑ https://www.lacreperiecafe.net/
- ↑ https://www.lacreperiekeywest.com/
- ↑ https://www.mexconnect.com/articles/2139-the-french-influence-on-mexican-cooking-la-comida-afrancescada/