ფლევის წმინდა გიორგის დიდი ეკლესია
ფლევის წმინდა გიორგის დიდი ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ფლევის აღმოსავლეთით სასაფლაოზე. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს.
ეკლესია დარბაზულია (14,6 X 8,7 მ), ნაგებია თლილი კირქვით, ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთითაა. კარები შიგნიდან აგურის თაღებითაა გადახურული, გარედან - კირქვით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მოზრდილი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის გვერდებზე თითო ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. აფსიდის მხრებით დარბაზისგან გამოყოფილი საკურთხევლის ბაქანი ამაღლებულია და წინ არდაბაგი ეკვრის. გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. ყველა სარკმელს აგურით ამოყვანილი ნახევარწრიული თაღი აქვს. გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია, დასავლეთით - კუთხის პილასტრები. დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია ჯვარი. ეკლესია გადახურულია ორფერდა სახურავით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 429.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვი���რეობის პორტალი, № 12204