ფიგერასი
იერსახე
სალვადორ დალის მუზეუმი რომელიც მდებარეობს კატალონიის ქალაქ ფიგერასში.მუზეუმი არის განთავსებული ქალაქის ძველი თეატრის შენობაში, სადაც 14 წლის სალვადორ დალიმ პირველად გამოფინა თავისი ნამუშევრები. ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს ძველი თეატრი დაიბომბა და დიდი ხნის განმავლობაში ნანგრევებში იდგა. 1961 წელს, როდესაც ფიგერასის ახლადარჩეულმა მერმა მხატვარს თხოვა ქალაქისათვის ერთი სურათის ჩუქება, სალვადორ დალიმ ქალაქისათვის მუზეუმის ჩუქება გადაწყვიტა.