ფერსათი
იერსახე
ფერსათი | |
---|---|
კოორდინატები: 41°44′03″ ჩ. გ. 42°44′35″ ა. გ. / 41.73417° ჩ. გ. 42.74306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2372 მ |
მთის მასივი | ფერსათის პლატო |
ამგებელი ქანები | ანდეზიტ-ბაზალტი და დაციტი |
ფერსათი, ღადო, პირსაგათი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეებს ოცხესა და ქვაბლიანს შორის მდებარე ფერსათის ლავურ პლატოზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2372 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-ბაზალტებითა და დაციტებით. ემჩნევა გამყინვარების კვალი. შემოსილია სუბალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 272.