ურსულა კრებერ ლე გუინი
ურსულა კრებერ ლე გუინი (ინგლ. Ursula K. Le Guin; დ. 21 ოქტომბერი, 1929; — გ. 22 იანვარი, 2018, პორტლენდი, აშშ) — ამერიკელი ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი, ცნობილია ზღვამიწეთის და ჰაინის ციკლის რომანებით. მისი ლიტერატურული კარიერა 1959 წელს დაიწყო და სამოც ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა. მწერლის შემოქმედება ოც რომანს, ასზე მეტი მოთხრობას, საბავშვო წიგნებს, პოეტურ კრებულებს, თარგმანებსა და კრიტიკულ ნამუშევრებს მოიცავს.
ლე გუინი კალიფორნიაში, ბერკლიში, მწერალი თეოდორა კრებერისა და ანთროპოლოგი ალფრედ ლუის კრებერის ოჯახში დაიბადა. განათლება ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში მიიღო. 1952 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში ფრანგული ლიტერატურის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და მალევე სადოქტორო კვლევები წამოიწყო, თუმცა 1953 წელს ისტორიკოს ჩარლზ ლე გუინზე დაქორწინების შემდეგ სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა შეწყვიტა. სამწერლო მოღვაწეობას ლე გუინი 1950-იანი წლების მიწურულიდან შეუდგა. მას კრიტიკული და კომერციული წარმატება მოუტანა რომანებმა: „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ (1968) და „წყვდიადის მარცხენა ხელი“ (1969). ამ უკანასკნელისთვის ლე გუინმა მიიღო ჰიუგოსა და ნებულას პრემიები საუკეთესო რომანისთვის, რითაც პირველი ქალი გახდა, რომელსაც ერთი ნაწარმოებისთვის ეს ორი ჯილდო ერთდროულად მიენიჭა.
ლე გუნის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია კულტურულმა ანთროპოლოგიამ, დაოიზმმა, ფემინიზმა და კარლ იუნგის ნაშრომებმა. მწერლის არაერთ მოთხრობაში პროტაგონისტად ანთროპოლოგს ან კულტურულ დამკვირვებელს ვხვდებით, ხოლო დაოისტური იდეები ბალანსისა და წონასწორობის შესახებ მის მრავალ ნამუშევარშია გატარებული. ლე გუინის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, მათ შორისაა რასა, გენდერი და სექსუალობა. მწერალი ასევე იკვლევდა ალტერნატიულ პოლიტიკურ სტრუქტურებს, რასაც ვხვდებით მის უტოპიურ რომანში „განპყრობილები“ (1974).
კარიერის მანძილზე ლე გუინმა მრავალი ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა, მათ შორისაა რვა ჰიუგო, ექვსი ნებულა და ოცდაორი ლოკუსის პრემია. 2003 წელს იგი გახდა მეორე ქალი, რომელსაც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ამერიკის მწერალთა ასოციაციისგან გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა. 2000 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ლე გუინი ცოცხალ ლეგენდად გამოაცხადა, ხოლო 2014 წელს ამერიკულ ლიტერატურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მას წიგნის ეროვნული ფონდის მედალი მიენიჭა.
ლე გუინმა არაერთ სხვა ცნობილ მწერალზე მოახდინა გავლენა, მათ შორის არიან სალმან რუშდი, დევიდ მიჩელი და ნილ გეიმანი. 2018 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, კრიტიკოსმა ჯონ კლიუტმა დაწერა, რომ „თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ლე გუინი ამერიკულ სამეცნიერო ფანტასტიკას ხელმძღვანელობდა“, ხოლო მწერალმა მაიკლ ჩაბონმა ლე გუინს „თავისი თაობის უდიდესი ამერიკელი მწერალი“ უწოდა.[56][57]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ურსულა ლე გუინი დაიბადა 1929 წლის 21 ოქტომბერს ცნობილ ანთროპოლოგ ალფრედ კრობერის და მწერლის თეოდორა კრობერის ოჯახში. 1901 წელს მამამისმა პირველად ამერიკის ისტორიაში დოქტორის ხარისხი მიიღო ანთროპოლოგიაში (კოლუმბიის უნივერსიტეტში), შემდგომ ის გადავიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) სადაც ასევე პირველმა დააარსა ანთროპოლოგიის კათედრა.[58]
ურსულამ ბაკალავრის ხარისხი მიიღო რედკლიფის კოლეჯში 1951 წელს, მომდევნო წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კოლუმბიის უნივერსიტეტში, თემაზე - „შუასაუკუნეების რომანტიკული ლიტერატურა და აღორძინება“, სპეციალიზირდებოდა ფრანგულ ლიტერატურაზე. ფულბრაიტის პროგრამით საფრანგეთში სწავლისას გაიცნო ისტორიკოსი ჩარლზ ლე გუინი ჯორჯიის შტატიდან, ფრანგული წარმომავლობის ამერიკელი. ისინი 1953 წელს დაქორწინდნენ პარიზში.
ის ბავშვობიდანვე ინტერესდებოდა ლიტერატურით. რვა წლის ასაკში მან თავისი პირველი მოთხრობა გააგზავნა ჟურნალ "Astounding Science Fiction"-ში, თუმცა მოთხრობა არ დაბეჭდეს.[59] ადრეული ნაწარმოებები, რომლებშიც მოქმედება ცენტრალურ ევროპის გამოგონილ ქვეყანა ორსინიაში ხდება, არ მიეკუთვნება ფანტასტიკის ჟანრს. ეს მოთხრობები მხოლოდ მას შემდეგ დაიბეჭდა რაც მწერალმა საქვეყნო აღიარება მოიპოვა ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის სარბიელზე. ისინი შევიდნენ კრებულში „ორსიანული მოთხრობები“ (1976) და რომანში "მალაფრენა" (1979).
1960-იანი წლების დასაწყისიდან ლე გუინი რეგულარულად აქვეყნებს ფანტასტიკურ მოთხრობებს და რომანებს. საყოველთაო აღიარება მოიპოვა 1969 წელს, როდესაც გამოვიდა მისი რომანი „წყვდიადის მარცხენა ხელი“, რომანმა მიიღო ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო - „ჰიუგო“ და „ნებულა“. 1974 წელს კი გამოვიდა "The Dispossessed: An Ambiguous Utopia" - რომანი, რომელმაც ასევე ორივე პრემია მოიპოვა. საერთო ჯამში მას ხუთი „ჰიუგო“, ექვსი „ნებულა“, ცხრამეტი „ლოკუსი“ (ყველაზე მეტი ვიდრე სხვა რომელიმე ავტორს) და უამრავი სხვა ჯილდო აქვს მიღებული.
ლე გუინს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა. 1958 წლიდან ის ცხოვრობდა ქალაქ პორტლენდში, შტატი ორეგონი.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზღვამიწეთის ციკლი
[რედაქტი��ება | წყაროს რედაქტირება]- ზღვამიწეთის ჯადოქარი (A Wizard of Earthsea), 1968
- ატუანის აკლდამები (The Tombs of Atuan), 1971
- უშორეს ნაპირზე (The Farthest Shore), 1972
- ტეჰანუ (Tehanu), 1990 (ნებულა, ლოკუსი)
- ზღვამიწეთის თქმულებები» (Tales from Earthsea) , 2001
- სხვა ქარი (The Other Wind), 2003
ჰაინის ციკლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „როკანონის სამყარო“ (Rocannon’s World), 1966
- „გაძევების პლანეტა“ (Planet of Exile), 1966
- „ილუზიების ქალაქი“ (City of Illusions), 1967
- „წყვდიადის მარცხენა ხელი“ (The Left Hand of Darkness), 1969 (ჰიუგო, ნებულა)
- „განპყრობილები“ (The Dispossessed: An Ambiguous Utopia), 1974 (ჰიუგო, ნებულა)
- „სიტყვა სამყაროსთვის ტყეა“ (The Word for World is Forest), 1976 (ჰიუგო)
- „მიტევების ოთხი გზა“ (Four Ways to Forgiveness), 1978
- „განმმარტებელნი“ (The Telling), 2000
დასავლეთ სანაპიროს ლეგენდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „საჩუქრები“ (Gifts), 2004
- „ხმები“ (Voices)), 2006
- „განჭვრეტა“ (Powers), 2007
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Worlds of Ursula K. Le Guin.
- Ursula K. Le Guin papers, circa 1930s–2018
- „The Magician“. The Guardian.
- „Oregon Art Beat: Author Ursula Le Guin“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-12. ციტირების თარიღი: 2022-02-17.
- „Ursula K Le Guin's speech at National Book Awards: 'Books aren't just commodities'“. The Guardian.
- „Ursula K. Le Guin on speaking truth to power at National Book Awards“. Los Angeles Times.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 4.0 4.1 NooSFere — 1999.
- ↑ 5.0 5.1 BD Gest'
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 9.0 9.1 GeneaStar
- ↑ 10.0 10.1 Babelio — 2007.
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ https://secure.pmpress.org/index.php?l=product_detail&p=744
- ↑ http://www.nytimes.com/aponline/2010/01/02/us/AP-History.html
- ↑ (not translated to mul), Sanger L. ვიკიპედია / — 2001.
- ↑ https://www.ala.org/yalsa/edwards-award#previous
- ↑ https://gpi.noosfere.org/gpi-2008/
- ↑ https://www.thehugoawards.org/hugo-history/1974-hugo-awards/
- ↑ https://www.thehugoawards.org/hugo-history/1988-hugo-awards/
- ↑ http://www.sas.rochester.edu/gsw/news-events/kafka-prize/recipients.html
- ↑ https://www.penfaulkner.org/our-awards/the-pen-malamud-award/
- ↑ https://tiptree.org/award/1994-james-tiptree-jr-award
- ↑ https://www.sfadb.com/Locus_Awards_1975
- ↑ https://tiptree.org/award/1996-james-tiptree-jr-award
- ↑ 26.0 26.1 https://www.sfadb.com/Locus_Awards_1983
- ↑ 27.0 27.1 https://www.sfadb.com/Locus_Awards_2002
- ↑ https://www.thehugoawards.org/hugo-history/1970-hugo-awards/
- ↑ https://www.thehugoawards.org/hugo-history/1975-hugo-awards/
- ↑ https://www.sfadb.com/Locus_Awards_2001
- ↑ https://nebulas.sfwa.org/award-year/1969/
- ↑ 32.0 32.1 32.2 32.3 32.4 32.5 https://nebulas.sfwa.org/nominees/ursula-k-le-guin/
- ↑ https://sfra.org/the-sfra-award-for-lifetime-contributions-to-sf-scholarship/
- ↑ 34.0 34.1 34.2 https://worldfantasy.org/awards/winners/
- ↑ http://www.thehugoawards.org/hugo-history/1973-hugo-awards/
- ↑ 36.0 36.1 https://www.sfadb.com/Endeavour_Award
- ↑ https://www.sfadb.com/Locus_Awards_1972
- ↑ https://sf-encyclopedia.com/entry/sfwa_grand_master_award
- ↑ https://www.sfadb.com/Locus_Awards_1991
- ↑ https://www.sfadb.com/Locus_Awards_2009
- ↑ https://www.loc.gov/about/awards-and-honors/living-legends/ursula-leguin/
- ↑ https://tiptree.org/award/1995-retrospective-award
- ↑ https://www.sfadb.com/Locus_Awards_1976
- ↑ https://www.sfadb.com/Locus_Awards_1996
- ↑ https://www.sfadb.com/Locus_Awards_2004
- ↑ https://literary-arts.org/what-we-do/oba-home/book-awards/fiction/
- ↑ https://ffrf.org/category/outreach/awards/emperor-has-no-clothes-award/
- ↑ https://www.thehugoawards.org/hugo-history/2017-hugo-awards/
- ↑ https://www.thehugoawards.org/hugo-history/2018-hugo-awards/
- ↑ https://www.asociacionportico.com/premios-ignotus-2019/
- ↑ http://www.sfpoetry.com/ra/rhysarchive.html
- ↑ https://www.nationalbook.org/books/the-farthest-shore/
- ↑ https://www.ursulakleguin.com/biography
- ↑ Twitter — (untranslated), 2006.
- ↑ White 1999, pp. 81–83.
- ↑ Chabon, Michael. (November 20, 2019) Le Guin's Subversive Imagination en.
- ↑ Steward, Julian H. (1960). Obituary: Alfred Louis Kroeber.
- ↑ Lafrenier, Steve. (December 2008) Ursula K. Le Guin. Vice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 22 April 2010.
- დაბადებული 21 ოქტომბერი
- დაბადებული 1929
- კალიფორნიაში დაბადებულები
- გარდაცვლილი 22 იანვარი
- გარდაცვლილი 2018
- ამერიკაში გარდაცვლილები
- ამერიკელი მწერლები
- ფენტეზი მწერლები
- საბავშვო მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი არამხატვრული მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- XX საუკუნის ამერიკელი ქალი მწერლები
- XXI საუკუნის ამერიკელი არამხატვრული მწერლები
- XXI საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- XXI საუკუნის ამერიკელი ქალი მწერლები
- ამერიკელი ფენტეზი მწერლები
- ამერიკელი ფემ���ნისტი მწერლები
- ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსები
- ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლები
- ამერიკელი ქალი საბავშვო მწერლები
- ამერიკელი საბავშვო მწერლები
- ამერიკელი ქალი ესეისტები
- ამერიკელი ქალი პოეტები
- ამერიკელი ქალი არამხატვრული მწერლები
- ამერიკელი ქალი რომანისტები
- კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ნებულას ჯილდოს მფლობელები
- ორეგონელი რომანისტები
- პოსტმოდერნისტი მწერლები
- ქალი საბავშვო მწერლები
- ენვირონმენტალისტები
- ფენტეზის მსოფლიო პრემიის ლაურეატები
- ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ქალი მწერლები