შინაარსზე გადასვლა

უმ-ალ-ნარის კულტურა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უმ-ალ-ნარის განსხვავებული საფლავი, ალ-სუფუჰის არქეოლოგიური ძეგლი

უმ-ალ-ნარის კულტურა (არაბ. أُمّ الـنَّـار) — ბრინჯაოს ხანის კულტურა, რომელიც არსებობდა დაახლოებით ძვ. წ. 2600-2000 წლებში თანამედროვე არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ჩრდილოეთ ომანის ტერიტორიაზე. სახელწოდება მოდის იმავე სახელწოდების კუნძულიდან, რომელიც მდებარეობს აბუ-დაბის, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქის მიმდებარედ.[1][2]

უმ-ელ-ნარის ხალხი იყო მნიშვნელ���ვანი რეგიონული სავაჭრო შუამავალი ძველი ცივილიზაციებს შორის (შუმერები მესოპოტამიიდან და ინდის ხეობის ჰარაპული კულტურის ხალხ). შუმერებისთვის ცნობილი იყო როგორც „მაგანი“, ეს იყო შუმერებისთვის სპილენძისა და დიორიტის წყარო, ასევე სავაჭრო ჰაბი სხვა საქონლისთვის, რომელიც მოდიოდა ინდის ხეობიდან.

უმ-ელ-ნარის კულტურის მთავარი მახასიათებელი იყო წრიული საფლავები, რომლებიც დამახასიათებელია კარგად გამოყვანილი კედლებით და სამარხში რამდენიმე ადამიანის ნაშთით. საფლავები ხშირად დაკავშირებულია კოშკებთან, რომლებიც უმეტესად აშენებული იყო წყაროების გარშემო.[3]

არქეოლოგიური გათხრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბუ-დაბიში უმ-ალ-ნარის პირველი არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1959 წელს, თორმეტი წლით ადრე არაბთა გაერთიანებული საამიროების დაარსებამდე. დანიური არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა დანიელი არქეოლოგი პეტერ გლობი, გამოიკვლია შვიდი საფლავი სულ ორმოცდაათიდან და სამი ადგილი ძველი დასახლების ნანგრევებზე. მომდევნო წელს პირველი გათხრები დაიწყო გორაკზე, რომელსაც ახლა უწოდებენ I საფლავს. კიდევ ორი სეზონი (1960 და 1961 წწ.) მოიცავდა დამატებითი საფლავების გათხრას, ხოლო ბოლო სამი სეზონი (1962/1963, 1964 და 1965) გამოყოფილი იყო დასახლების შესწავლისთვის.

დანიური გათხრები უმ-ალ-ნარზე შეწყდა 1965 წელს, მაგრამ განახლდა 1975 წელს ერაყის არქეოლოგიური გუნდის მიერ. ერაყული გათხრების დროს, რომლებიც ერთ სეზონს გაგრძელდა, გამოიკვლიეს ხუთი საფლავი და დასახლების პატარა სექცია. 1970 წლიდან 1972 წლამდე ერაყულმა გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა შაჰ ალ-სიუანი, აღადგინა და რეკონსტრუქცია ჩაუტარა დანიელების გათხრილ საფლავებს.

დუბაის ელ-სუფოუჰის არქეოლოგიურ ძეგლზე, 1994-1995 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა უმ-ალ-ნარის ტიპის წრიული საფლავი, რომელიც თარიღდება ძვ. წ. 2500-2000 წლებით. უმ-ალ-ნარის საფლავი წარმოადგენს ცენტრალურ ექსპონატს შარჯის არქეოლოგიურ ცენტრში.

დილმუნის ყორღანები ბაჰრეინში ასევე შეიცავს უმ-ალ-ნარის კულტურის ნიშნებს.

ტელ-აბრაქის დასახლებები, რომლებიც დაკავშირებულია უმ-ალ-ნარის კულტურის დასაწყისთან, დაიწყო დაახლოებით ძვ. წ. 2500 წლიდან.

დასახლების პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმ-ალ-ნარის პერიოდის (ძვ. წ. 2 600-2 000 წწ.) განმასხვავებელი წრიული საფლავები მას განარჩევს წინა ჰაფიტის პერიოდისგან, ასევე იშვიათი შავ-წითელი მოხატულობის თიხის ჭურჭლის და ინდის ხეობიდან მოპოვებული ისეთი ძვირფასი ქვის სამკაულების აღმოჩენებით, როგორიცაა კარნელიანი.[4]

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმ-ალლ-ნარის კულტურის რამდენიმე მნიშვნელოვან ძეგლზე, როგორიცაა ჰილი, ალ-ბადიაჰი, ტელ-აბრაქი და კალბა, გვხვდება დიდი კოშკები, სავარაუდოდ თავდაცვითი დანიშნულებით. ტელ-აბრაქში ასეთი გამაგრება 40 მეტრის დიამეტრისაა, მაგრამ უმეტესობა 16-დან 25 მეტრამდეა. ეს გამაგრებები ჩვეულებრივ იგება ჭის გარშემო, სავარაუდოდ წყლის მნიშვნელოვანი რესურსების დასაცავად.[4]

შუმერები ამ პერიოდში პირველად იხსენიებს მაგანის ქვეყანა, ასევე მოიხსენიებენ „მაგანის ბატონებს“. შუმერული წყაროები მიუთითებენ ტილმუნზე (დღეს აღიარებული როგორც თანამედროვე ბაჰრეინი) და მელუჰაზე (რომელიც, სავარაუდოდ, ინდის ხეობას გულისხმობს). აქადური კამპანიები მაგანის წინააღმდეგ მოხდა ძვ. წ. XXIII საუკუნეში, რაც შეიძლება ხსნიდეს გამაგრებების საჭიროებას.[4]

მაგანი გამოირჩეოდა გემთმშენებლობითა და საზღვაო შესაძლებლობებით. აქადის მეფე სარგონი (ძვ. წ. 2371-2316 წწ.) ამბობდა, რომ მის პორტებში იყვნენ გემები ტილმუნიდან, მაგანიდან და მელუჰადან. მისმა მემკვიდრემ, ნარამ-სინმა, არა მარტო დაიპყრო მაგანი, არამედ პატივი მიაგო მაგანის მეფე მანიუმს და მესოპოტამიაში მანიუმ-კი უწოდა ქალაქს. ვაჭრობა ინდის ხეობასა და შუმერს შორის ხდებოდა მაგანის გზით. ურ-ნამუმ (ძვ. წ. 2113-2096 წწ.) განაცხადა, რომ „დააბრუნა მაგანის გემები“. არქეოლოგიური აღმოჩენები ამ პერიოდიდან გვიჩვენებს ვაჭრობას არა მხოლოდ ინდის ხეობასა და შუმერთან, არამედ ირანთან და ბაქტრიასთანაც. აქვე გამოავლინეს პოლიომიელიტის უძველესი შემთხვევა, რომლის დამახასიათებელი ნიშნები ნაპოვნია ტელ-აბრაქში ერთ-ერთი ქალის ჩონჩხზე..[5]

  • P. Yule–G. Weisgerber, The Tower Tombs at Shir, Eastern Ḥajar, Sultanate of Oman, in: Beiträge zur allgemeinen und vergleichenden Archäologie (BAVA) 18, 1998, 183–241, ISBN 3-8053-2518-5.
  • Karen Frifelt, The Island of Umm-an-Nar. Jutland Archaeologcia Society Publications, Aarhus 1995
  • Walid Yasin Al Tikriti: Archaeology of Umm an-Nar Island (1959–2009). Abu Dhabi Culture & Heritage, Department of Historic Environment, Abu Dhabi 2011
  • About Umm an-Nar culture, at academia.edu website:
    • Charlotte Marie Cable, Christopher P. Thornton: Monumentality and the Third-millennium “Towers” of the Oman Peninsula. online
    • Daniel T. Potts: The Hafit – Umm an-Nar transition: Evidence from Falaj al-Qaba'il and Jabal al-Emalah. In. J. Giraud, G. Gernez, V. de Castéja (Hrsg.): Aux marges de l'archéologie: Hommages à Serge Cleuziou. Paris 2012: Travaux de la Maison René-Ginouves 16, S. 371–377. online
  1. UAE History: 20,000 - 2,000 years ago - UAEinteract დაარქივებული 2013-06-13 საიტზე Wayback Machine.
  2. UNESCO - Tentative Lists. UNESCO. ციტირების თარიღი: 18 December 2017
  3. (2009) რედ. Potter, Lawrence G.: The Persian Gulf in history. New York: Palgrave Macmillan, გვ. 27–38. ISBN 9780230618459. OCLC 319175648. 
  4. 4.0 4.1 4.2 (2001) რედ. Abed, Ibrahim: United Arab Emirates : a new perspective. London: Trident Press, გვ. 40. ISBN 1900724472. OCLC 47140175. 
  5. (2001) რედ. Abed, Ibrahim: United Arab Emirates : a new perspective. London: Trident Press, გვ. 43. ISBN 1900724472. OCLC 47140175.