მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყის ვირზაზუნა (ლათ. Marmota monax) — ძუძუმწოვარი ცხოველი ციყვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 41,8–66,5 სმ, მასა — 3–5 კგ. მამლები ზომით მცირედ აღემატებიან დედლებს. აღნაგობა მკვრივია, აქვს მოკლე და ძლიერი თათები, რაც მიწის თხრაში ეხმარება. კიდურები ხუთთითიანია, წინა კიდურებზე პირველი თითები რუდიმენტირებულია. კუ��ის სიგრძეა 10–15 სმ, იგი გაბრტყელებული, ფაფუკი და შავი ან მუქი მურა-ბეწვით დაფარულია. ყურები პატარა და მომრგვალებულია. ბეწვი მოუხეშოა, ფერად მოწითურო ან მოწითალო-ყავისფერი. გვხვდება ალბინოსი და მელანისტი ინდივიდები. განგური მამალს მაისის ბოლოს–აგვისტოში ახასიათებს. ტყის ვირზაზუნა უმთავრესად ბინადრობს ღია სივრცეებსა და ტყეები განაპირა მხარეებში. გავრცელებულია აშშ-ის ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში, ლაბრადორის ნახევარკუნძულზე, ალასკიდან მონების დიდ ტბამდე, ჰუდსონის ყურის სამხრეთ სანაპიროზე და სხვ. იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით. მრავლდება წელიწადში ერთხელ. მაკეობა 31–32 დღე-ღამე გრძელდება. შობს საშუალოდ 4 (საერთოდ 2–7) ნაშიერს, ისინი 26–27 გ-ს იწონიან და 10 სმ-მდე სიგრძის არიან, 26–28 დღეში თვალები ეხილებათ. რძით კვება 44 დღე გრძელდება. ბუნებაში ცოცხლობენ 4–6 წელი, ტყვეობაში — 10 წლამდე, მაქსიმალური ასაკი — 14 წელი.
- Жизнь животных : в 7 т. / Под ред. В. Е. Соколова. Т.7. Млекопитающие — 2-е изд., перераб. — М.: Просвещение, 1989. — 558 с. (Стр. 204).
- Hall, E. Raymond. 1981. The Mammals of North America, Vols. I & II. John Wiley & Sons, New York, New York. 1181 pp. (ინგლისური)
- Kwiecinski, Gary. G. 1998. Marmota Monax. Mammalian Species No. 591: 1—8. Published by The American Society of Mammalogists, 4 December 1998. (ინგლისური)
- Light, J. 2001. "Marmota monax" (On-line), Animal Diversity Web. Accessed April 28, 2007. (ინგლისური)