შინაარსზე გადასვლა

ტრანსფორმერები (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ტრანსფორმერები“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი მაიკლ ბეი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება ტრანსფორმერები
Hasbro
ისტორია
როლებში
მუსიკა სტივ იაბლონსკი
ოპერატორი მიჩელ ამუნდსენი
მონტაჟი
სტუდია Di Bonaventura Pictures
Hasbro Studios
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი
  • 12 ივნისი, 2007 (2007-06-12) (სიდნეი)
  • 3 ივლისი, 2007 (2007-07-03) (აშშ)
ხანგრძლივობა 143 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 709.7 მილიონი აშშ დოლარი[3]

ტრანსფორმერები“ (ინგლ. Transformers) — 2007 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური მოქმედებითი ფილმი, რომელიც დაფუძნებულია კომპანია Hasbro-ს ამავე სახელწოდების სათამაშოებზე და არის პირველი „ტრანსფორმერების“ ფილმების სერიაში.

ფილმის რეჟისორია მაიკლ ბეი, აღმასრულებელი პროდიუსერი კი სტივენ სპილბერგი. სურათში აღწერილია დედამიწაზე გამართული ომი. მისი მთავარი პერსონაჟების სახით წარმოდგენილია უცხოპლანეტელ რობოტთა ორი გუნდი – ავტობოტები და დეცეპტიკონები. მათ მანქანებად გარდაქმნა შეუძლიათ. მთავარი პერსონაჟის, სემ უიტუიკის როლს ასრულებს შაია ლაბაფი. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ მეგან ფოქსი, ჯოშ დუჰამელი, ტაირის გიბსონი, ჯონ ვოიტი, ენტონი ანდერსონი და ჯონ ტურტურო. ტრანსფორმერთა ლიდერებს, ოპტიმუს პრაიმსა და მეგატრონს შესაბამისად ახმოვანებენ პიტერ კალენი და ჰუგო უივინგი.

პროდიუსერებმა დონ მერფიმ და ტომ დესანტომ პროექტზე მუშაობა დაიწყეს 2003 წელს. შემდეგ წელს მათ სპილბერგიც შეუერთდა, რომელმაც დაიქირავა სცენარისტები რობერტო ორსი და ალექს კურცმანი. მანქანები და სამხედრო თვითმფრინავები აშშ–ის შეიარაღებული ძალებისა და General Motors–ისგან იყო ნათხოვნი, რამაც ფილმის ბიუჯეტიც დაზოგა და საბრძოლო სცენებს რეალიზმიც შემატა. პრემიერამდე ჰასბრომ უზარმაზარი მხარდამჭერი კამპანია ჩაატარა.

შერეული კრიტიკული რეაქციის მიუხედავად, „ტრანსფორმერები“ ძალიან წარმატებული იყო კინოგაქირავებაში.[3] სურათის შემოსავალმა 709.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმთა ნუსხაში ორმოცდამეხუთე, 2007 წელს გამოსულ ფილმთა შორის კი მეხუთე ადგილზეა. ვიზუალური ეფექტების საზოგადოების დაჯილდოებაზე „ტრანსფორმერებმა“ ოთხი ჯილდო მოიპოვა. ოსკარის მე–80 დაჯილდოებაზე ფილმი წარდგენილი იყო ნომინაციებში „საუკეთესო ხმა“, „საუკეთესო ვიზუალური ეფექტები“ და „საუკეთესო ხმის მონტაჟი“. მისი გაგრძელება, „ტრანსფორმერები: ფოლენის შურისძიება“ გამოვიდა 2009 წლის 24 ივნისს. კომერციულად ის წინამორბედზე წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა რომ კრიტიკოსებმა ფილმი დაიწუნეს. მესამე ნაწილი, „ტრანსფორმერები: მთვარის ბნელი მხარე“, 2011 წელს გამოვიდა 3D ფორმატში და მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2014 წელს გამოვიდა შემდეგი ნაწილი, „ტრანსფორმერები: გადაშენების ეპოქა“, ხოლო მეხუთე ნაწილიო, „ტრანსფორმერები: უკანასკნელი რაინდი“, გამოვიდა 2017 წელს[4].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. TRANSFORMERS (12A). British Board of Film Classification (June 15, 2007). ციტირების თარიღი: January 19, 2016.
  2. Tourtellotte, Bob (July 1, 2007). "Transformers" film yields big bang on fewer bucks“. Reuters. ციტირების თარიღი: August 19, 2010.
  3. 3.0 3.1 Transformers. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: February 13, 2008.
  4. Hasbro Confirms The Transformers Cinematic Universe - Transformers 5 In 2017?. TFW2005 (April 20, 2015). ციტირების თარიღი: April 21, 2015.