ტონი ფრანჟიე
ტონი ფრანჟიე | |
---|---|
არაბ. طوني فرنجية | |
დაბ. სახელი | ანტუან სულეიმან ფრანჟიე |
დაბადების თარიღი | 1 სექტემბერი 1939 |
დაბადების ადგილი | ზგარტა, ლიბანი |
გარდაცვალების თარიღი | 13 ივნისი 1978 |
გარდაცვალების ადგილი | ედენი, ლიბანი |
მოქალაქეობა | ლიბანი |
რელიგია | ქრისტიანი მარონიტი |
პარტია | მარადა |
ძირითადი იდეები | კონსერვატიზმი |
საქმიანობა | პარლამენტის დეპუტატი, ფოსტის, ტელეგრაფის და ტელეკომუნიკაციების მინისტრი, "მარადას"შეიარაღებული ფორმირებების მეთაური |
მამა | სულეიმან ფრანჟიე |
დედა | ირის ფრანჟიე |
მეუღლე/ები | ვერა ფრანჟიე |
შვილ(ებ)ი | სულეიმან ფრანჟიე (უმცროსი), ჯიჰან ფრანჟიე |
ანტუან სულეიმან ფრანჟიე (არაბ. أنطوان سليمان فرنجيّة ) 1 სექტემბერი, 1939, ზგარტა - გ. 13 ივნისი, 1978, ედენი), უფრო ცნობილია როგორც ტონი ფრანჟიე (არაბ. طوني فرنجية) — ლიბანელი პოლიტიკოსი, მარადას კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. პრეზიდენტ სულეიმან ფრანჟიეს ვაჟი. ლიბანის მთავრობის წევრი 1973-1975 წლებში. სამოქალაქო ომის დროს იგი მეთაურობდა მარადას შეიარაღებულ ფორმირებებს. მოკლეს ფალანგისტმა ბოევიკებმა მემარჯვენე ქრისტიანებს შორის წარმოქმნილი შიდა დაპირისპირების დროს.
წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა გამოჩენილი ბიზნესმენის, პოლიტიკოსისა და კრიმინალური ავტორიტეტის სულეიმან ფრანჟიეს ოჯახში. იგი მდიდარი და გავლენიანი მარონიტების კლანს ეკუთვნოდა. ახალგაზრდობაში საოჯახო ბიზნესით იყო დაკავებული .
1970 წელს სულეიმან ფრანჟიე უფროსი აირჩიეს ლიბანის პრეზიდენტად. ტონი ფრანჟიემ ლიბანის პარლამენტში მამის ადგილი დაიკავა. [1][2]
მთავრობის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1973 წელს ფრანჟიე უმცროსი დაინიშნა ფოსტის, ტელეგრაფისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრად. ეს საკადრო გადაწყვეტილება დაგმეს, როგორც ნეპოტიზმისა გამოვლინება. პრემიერ მინისტრი საიბ სალამი ეწინააღმდეგებოდა ამ დანიშვნას, რის გამოც სულეიმან ფრანჟიემ იგი მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან მოხსნა.
ტონი ფრანჟიეს მმართველობის პერიოდში, ლიბანში საფოსტო მომსახურებამ სრული კრახი განიცადა. 1975 წელს მან მინისტრის პოსტი დატოვა.
სიკვდილი სამოქალაქო ომში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონფლიქტები მემარჯვენე ქრისტიანთა ბანაკში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანჟიეს ოჯახს განსაკუთრებული პოზიცია ეკავა ლიბანის პოლიტიკურ ბრძოლაში. კლანი იცავდა კონსერვატიული "ძველი არისტოკრატიის" ინტერესებს და ფრანჟიეს საგვარეულო ცენტრის ზგარტას რეგიონალურ პრეფერენციებს. 1957 წლიდან სულეიმან ფრანჟიე უფროსი სირიაზე იყო ორიენტირებული, ინარჩუნებდა მჭიდრო პირად ურთიერთობებს სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰაფეზ ასადთან. ამან ფრანჟიე მნიშვნელოვნად განასხვავა სხვა მემარჯვენე ქრისტიანული ძალებისგან — პირველ რიგში, მემარჯვენე კატაიბისა ("ლიბანის ფალანგა", ჯემაიელის კლანი) და პროდასავლური ეროვნულ ლიბერალური პარტიისგან (ელპ, შამუნის კლანი).
ფრანჟიეს კლანის პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი იყო მოძრაობა მარადა. მისი ლიდერი გახლდათ ფრანჟიე უფროსი. მარადას შეიარაღებულ ფორმირებებს (მარადას ბრიგადა — ზგარტას გათავისუფლების არმია) მეთაურობდა ტონი ფრანჟიე.
ლიბანის სამოქალაქო ომის დასაწყისში, პალესტინელების, სოციალისტებისა და კომუნისტების წინააღმდეგ მემარჯვენე ქრისტიანული საერთო ბრძოლის ეტაპზე, მარადა იყო ლიბანური ფრონტის კოალიციის ნაწილი. მაგრამ 1977 წლიდან ფრანჟიეს და მის მომხრეებს ქათაიბთან და ელპ– სთან კონფლიქტი მოუვიდათ - ჯემაეილი და შამუნი ისრაელთან დაახლოების მომხრეები იყვნენ და პრეზიდენტ ფრანჟიეს მიერ ლიბანში მოწვეული სირიის ჯარების გაყვანას მოითხოვდნენ.[3][4]
ქათაიბთან მტრობამ განსაკუთრებით მკაცრი ხასიათი მიიღო. 1978 წელს „მარადას“ ფორმირებები ტონი ფრანჟიეს მეთაურობით მონაწილეობდნენ ას დღიან ომში სირიის ჯარების მხარ��ს, ლიბანური ფრონტის წინააღმდეგ. ფალანგისტმა შეიარაღებულმა ძალებმა შეაღწიეს ზგარტას მხარეში, სადაც დაიწყეს სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლის დამყარება. ფალანგისტებსა და მარადას ბოევიკებს შორის მოხდა სისხლიანი შეტაკებები. 1978 წლის 8 ივნისს, ტონი ფრანჟიეს ბრძანებით, მოკლეს ჯუდ ალ-ბაიეხი, ფალანგისტთა საველე მეთაური ზგარტში. ამის საპასუხოდ ფალანგისტური მილიციის და ლიბანის ძალების მეთაურმა ბაშირ ჯემაიელმა გადაწყვიტეს მარადას შეიარაღებული ძალების ლიკვიდაცია.
ხოცვა-ჟლეტა ედენში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1978 წლის 13 ივნისს ფალანგისტმა შეიარაღებულმა ძალებმა სამირ ჯააჯას და ელი ჰობეიკას მეთაურობით იერიში მიიტანეს ტონი ფრანჟიეს სასახლეზე ედენში.[5] ბრძოლის შედეგად, ოცდაათზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ტონი ფრანჟიე მოკლეს მეუღლესთან და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად. სულეიმან ფრანჟიე უფროსის თქმით, მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი იყო. ცოლ-ქმარი აიძულეს ეყურებინათ ქალიშვილის სიკვდილისათვის, შემდეგ კი ცოლი მოკლეს ქმრის თვალწინ, რის შემდეგაც თავად ტონი ფრანჟიე დახვრიტეს. თავის მხრივ, ფალანგისტებმა განაცხადეს, რომ მამა, დედა და ქალიშვილი ბრძოლის დროს გამართული სროლის შედეგად დაიღუპნენ, ხოლო მათი გვამები აღმოაჩინეს სასახლეში შეჭრილმა თავდამსხმელებმა. [6][7]
სულეიმან ფრანჟიე უფროსმა ბრძანა, რომ მიცვალებულები არ დაემარხათ, სანამ შურისძიება არ განხორციელდებოდა. მან უსურვა ბაშირის მამას, ქათაიბის ლიდერ პიერ ჯემაიელს, განეცადა იგივე საშინელება, რაც მან თავად განიცადა.(1982 წელს ბაშირ ჯემაიელი მოკლეს სირიის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ტერაქტის დროს).[8]
ტონი ფრანჟიესა და მისი ოჯახის წევრების დაკრძალვის ცერემონია გაიმართა ზგარტაში მხოლოდ ერთი თვის შემდეგ - 1978 წლის 14 ივლისს, მარადას ბოევიკების და სირიის ჯარების ფალანგისტებთან სისხლიანი შეტაკებების შემდეგ.[9]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წლიდან ტონი ფრანჟიე დაქორწინებულია ვერა ფრანჟიეზე. წყვილს ორი შვილი ჰყავდა — ქალიშვილი ჯიჰანი და ვაჟი სულეიმანი. ვერა და ჯიჰანი, ტონისთან ერთად, ედემის ხოცვა-ჟლეტაში დაიღუპნენ. სულეიმანი სიკვდილს გადაურჩა, რადგან ის მაშინ ბეირუთში იმყოფებოდა.
სულეიმან ფრანჟიე უმცროსი გავლენიანი ლიბანელი პოლიტიკოსია. 1992 წლიდან ის მოძრაობა მარადას მეთაურია და რამდენჯერმე ეკავა სხვადასხვა მინისტრის პოსტი. აგრძელებს ბაბუისა და მამის პროსირიულ ხაზს, მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზგარტაში, კლანის საგვარეულო ტერიტორიაზე, ტონი ფრანჟიეს ძეგლი აღმართეს. ის რჩება პატივცემულ ფიგურად მარადას მომხრეთა შორის.[10]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Claire Hoy and Victor Ostrovsky, By Way of Deception: The Making and Unmaking of a Mossad Officer, St. Martin's Press, New York 1990. ISBN 0-9717595-0-2
- Denise Ammoun, Histoire du Liban contemporain: Tome 2 1943-1990, Fayard, Paris 2005. ISBN 978-2-213-61521-9 (ფრანგ.) – [1]
- Fawwaz Traboulsi, A History of Modern Lebanon: Second Edition, Pluto Press, London 2012. ISBN 978-0745332741
- Robert Fisk, Pity the Nation: Lebanon at War, London: Oxford University Press, (3rd ed. 2001). ISBN 0-19-280130-9
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tony Frangieh
- ↑ Obituary: Suleiman Franjieh
- ↑ جوني عبده يكشف تفاصيل اغتيال طوني فرنجية (არაბ.)
- ↑ Robert Hatem (Cobra). FROM ISRAEL TO DAMASCUS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-08. ციტირების თარიღი: 2021-11-10.
- ↑ Dossier: Samir Geagea (May 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2021-11-10.
- ↑ «الشاهد الملك» على اغتيال طوني فرنجيّة (არაბ.)
- ↑ Евгений Примаков. Ближний Восток: на сцене и за кулисами.
- ↑ BASHIR GEMAYEL LIVED BY THE SWORD
- ↑ Lebanon’s ex-leader vows retribution for slain son". The Palm Beach Post. Zagharta. AP. 15 June 1978.
- ↑ Anti-Syrian Alliance ClaimsVictory in Lebanese Election