შინაარსზე გადასვლა

ტარასკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარასკები მუშაობისას

ტარასკები (საკუთარი სახელწოდება - პურეპეჩა) — ინდიელი ხალხი მექსიკაში, რომელიც სახლობს მიჩოაკანის შტატის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში. რაოდენობა დაახლოებით - 10 000 კაც��. ლაპარაკობენ მშობლიურ ენაზე - პურეპეჩა; უმეტესობამ ესპანურიც იცის. XVI საუკუნის დასაწყისისთვის ჰქონდათ ადრინდელი სახელმწიფოებრივი გაერთიანება. კოლონიალიზმის პერიოდში მათ მიწებზე დასახლება დაიწყეს ესპანურენოვანმა მეტისებმა, მაგრამ ტარასკებმა მაინც შეინარჩუნეს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და თავისებური კულტურა. მათი ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება (სიმინდი, ბოსტნეული კულტურები, ხილი); ტბის ნაპირზე - თევზჭერა. განვითარებულია ხელოსნობა - ჭილოფების, ბადეების წვნა, მეთუნეობა და სხვა. ოფიციალური რელიგია - კათოლიკობა, ინარჩუნებენ წინაქრისტიანულ წარმართულ რწმენებსაც.