სტვენია
იერსახე
სტვენია | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Pyrrhula pyrrhula | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22720671 | ||||||||||
|
სტვენია (ლათ. Pyrrhula pyrrhula) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. აქვთ შავი თავი და ბოლო, ნაცრისფერი ზურგი, მამალს წითელი, ხოლო დედალს მორუხო-მურა მუცელი. სტვენიას სხეულის სიგრძე 18 სმ, მასა 35 გ აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ბინადრობს კავკასიის მთიან ტყეებში. ვერტიკალურად აღწევს 2700 მ ზღვის დონიდან. ბუდეს იკეთებს ხეზე. მაისში დებს 4-5 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 2 კვირას. იკვებება მცენარეთა კვირტებით, კენკრით, თესლით. მართვებს აჭმევს ამონანთხევს თესლს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 568.