სტეფანე მენთეშაშვილი
სტეფანე მენთეშაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1907 |
დაბ. ადგილი | ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 20 აპრილი, 1965 |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
მუშაობის ადგილი | საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, ენათმეცნიერების ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი |
სამეცნიერო სფერო | ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია |
სტეფანე მენთეშაშვილი (დ. 1907, სოფ. ქვემო მაჩხაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 20 აპრილი, 1965, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1945).
1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილების თანამშრომელი (1931), ისტორიის განყოფილების გამგე (1941–1945). მისი წერილებიდან მნიშვნელოვანია „კალოობა ქიზიყში“ (1936), „კევრი“ (1936), „აჭარის ეთნოგრაფიული მასალები“ (1937), „ჰაემეტობა ინგილოურში“(1939), „მიცვალებულთა დამარხვისა და სამარეების ტერმინოლოგიისათვის“ (1944). მისი შემოღებულია არქეოლოგიური ტერმინი „სამაროვანი“. 1951 წლიდან იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე. მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მომზადებაში (8-ტომული, 1950–1964; არის VII ტომის რედაქტორი).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქიზიყური ლექსიკონი / რედ. ვ. თოფურია, თბ.: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1943. — 304 გვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 574.