სონია ჰარალდსენი
სონია ჰარალდსენი | |
---|---|
ნორვეგიის დედოფალი | |
კორონაცია: | 23 ივნისი, 1991 |
მმართ. დასაწყისი: | 17 იანვარი, 1991 |
მმართ. დასასრული: | დღემდე |
წინამორბედი: | მაუდ უელსელი |
მემკვიდრე: | ამჟამად თანამდებობაზეა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 ივლისი, 1937 |
დაბ. ადგილი: | ოსლო, ნორვეგია |
მეუღლე: | ჰარალდ V, ნორვეგიის მეფე |
შვილები: |
მართა ლუიზა ჰოკონი |
მამა: | კარლ ავგუსტ ჰარალდსენი |
დედა: | დანი ულრიკსენი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
სონია ჰარალდსენი (ნორვ. Sonja Haraldsen; დ. 4 ივლისი, 1937, ოსლო, ნორვეგია) — ნორვეგიის დედოფალი 1991 წლის 17 იანვრიდან დღემდე როგორც მეფე ჰარალდ V-ის მეუღლე. ნორვეგიის კრონპრინც ჰოკონის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სონია ჰარალდსენი დაიბადა 1937 წლის 4 ივლისს ოსლოში. იგი არის ნორვეგიელი მეწარმის, კარლ ავგუსტ ჰარალდსენისა და მისი მეუღლის, დანი ულრიკსენის ქალიშვილი. იგი ოსლოში აღიზარდა და 1954 წელს აქვე დაამთავრა სკოლა. ამის შემდეგ იგი ლოზნის კოლეჯში შევიდა, სადაც სამკერვალო კურსები გაიარა, თუმცა მალევე მიატოვა ეს სფერო და სწავლა ოსლოს უნივერსიტეტში განაგრძო საფრანგეთის, ინგლისისა და ხელოვნების ისტორიის განხრით.
1959 წელს სონია პირველად შეხვდა იმ პერიოდში ნორვეგიის კრონპრინც ჰარალდ გლუქსბურგს. მათ მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ კრონპრინც ცხრა წელი დასჭირდა მამამისისგან, მეფე ულაფ V-ისგან სონიაზე დაქორწინების თანხმობის მისაღებად. ჰარალდი ამ დროს ახალგაზრდა აღარ იყო და ვინაიდან იგი ტახტის ერთადერთი მამრობითი სქესის მემკვიდრე იყო, მისი უშვილოდ გარდაცვალება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, რის გამოც ულაფი საბოლოოდ ამის გამო დასთანხმდა ვაჟს სასურველ ქალზე ქორწინებაზე. პარლამენტისაგან თახმობის მიღების შემდეგ, 1968 წელს გამოცხადდა ჰარალდისა და სონიას ნიშნობის ამბავი.
1968 წლის 29 აგვისტოს, ოსლოს კათედრალში შედგა სონია ჰარალდსენისა და კრონპრინც ჰარალდის ქორწინება, რის შემდეგაც იგი ნორვეგიის კრონპრინცესა გახდა. აღსანიშნავია, რომ მათ ქორწინებას სახალხო წინააღმდეგობაც მოჰყვა, რადგან ნორვეგიელებს მომავალ დედოფლად რომელიმე უცხოელი პრინცესა სურდათ.
თავისი კრონპრინცესობის პერიოდში სონიამ სულ ორი ბავშვი, ერთი გოგონა და ერთი ვაჟი გააჩინა.
1991 წლის 17 იანვარს, მამამთილის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ჰარალდ V-მ დაიკავა, რის შემდეგაც სონია ნორვეგიის დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიას უკანასკნელი 53 წლის განმავლობაში დედოფალი არ ჰყოლია, რადგან სონიას მამამთილის, მეფე ულაფის მეუღლე ადრე გარდაიცვალა, მან კი მეორე ცოლი აღარ შეირთო, რის გამოც მთელი თავისი ხანგრძლივი მმართველობის განმავლობაში ნორვეგიას დედოფალი არ ჰყოლია. სხვა კონსორტების მსგავსად, დედოფალი სონია აქტიურადაა ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში. 1987-90 წლებში იგი ნორვეგიული წითელი ჯვრის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
იგი ახალგაზრდობიდანვე დიდი ენთუზიაზმით იყო განწყობილი ხელოვნებისადმი, რის გამოც მას ხელოვნების ნიმუშების საკმაოდ დიდი და ძვირადღირებული კოლექცია აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი თავის კოლექციას საზოგადოებას არ უმალავს და მისი პირველი საჯარო გამოფენა 2002 წელს მოეწყო ოსლოში. ასევე მისი პატრონაჟით განაახლეს ნორვეგიის სამეფო სასახლე. გარდა ხელოვნების მფარველობისა, დედოფალი სონია აქტიურად მისდევდა სპორტს. მას ძალიან უყვარდა თხილამურებით სრიალი, თუმცა ბოლო წლებში ჯანმრთელობის გამო ვეღარ ახერხებს ამას.
სონია მსოფლიოს ისტორიაში პირველი დედოფალია, რომელმაც 2005 წელს ანტარქტიდის კონტინენტზე ფეხი დადგა. ნორვეგიელებს ეს მოეწონათ, რადგან სონიას მხრიდან ეს იყო ბუნების სიყვარულისა და საზოგადოებასთან სიახლოვის გამოხატულება. ამ დროს იგი ეწვია დედოფალი მაუდის მიწას.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურათი | სახელი | დაიბადა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|
მართა ლუიზა | 22 სექტემბერი, 1971,
ოსლო, ნორვეგია |
ნორვეგიის პრინცესა. ცოლად გაჰყვა არი ბენს, რომელთანაც შეეძნა სამი ქალიშვილი:
მაუდი (დ. 29 აპრილი,2003), ლეა (დ. 8 აპრილი, 2005) და ემა (დ. 29 სექტემბერი, 2008). | |
ჰოკონ მაგნუსი | 20 ივლისი, 1973,
ოსლო, ნორვეგია |
ნორვეგიის კრონპრინცი. ცოლად შეირთო მეტ-მარიტ ტიესემი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:
ინგრიდი (დ. 21 იანვარი, 2004) და შვერი (დ. 3 დეკემბერი, 2005). |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.kongehuset.no/c27282/artikkel/vis.html?tid=28738
- https://web.archive.org/web/20080212161243/http://www.geocities.com/henrivanoene/gennorway.html
- http://www.aftenposten.no/nyheter/kongelige/Jeg-er-Leah-6357930.html
- http://www.kongehuset.no/artikkel.html?tid=27666&sek=27353
- http://nettarkiv.h-a.no/nyhet/dronning-sonja-faar-trysil-knut-prisen[მკვდარი ბმული]
- http://www.aftenposten.no/norge/Dronning-Sonjas-bror-er-dod-606662b.html
- https://www.kongehuset.no/artikkel.html?tid=92424&sek=92423