სირეტი
იერსახე
სირეტი | |
---|---|
სირეტი | |
ქვეყანა |
უკრაინა რუმინეთი |
სათავე |
აღმოსავლეთი კარპატები 48°00′01″ ჩ. გ. 25°16′42″ ა. გ. / 48.00028° ჩ. გ. 25.27833° ა. გ. |
სიგრძე | 726 კმ |
აუზის ფართობი | 43 960 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
სირეტი ვიკისაწყობში |
სირეტი (უკრ. Сирет; რუმ. Siret) — მდინარე უკრაინასა და რუმინეთში, დუნაის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 726 კმ, აუზის ფართობი 43 960 კმ². სათავე აქვს აღმოსავლეთ კარპატებში, ზღვის დონიდან 1238 მ სიმაღლეზე. მიედინება აღმოსავლეთ კარპატების მთისწინეთისა და მოლდოვის მაღლობის გამყოფ ხეობაში. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა და ზაფხულის წყალმცირობა. გაძგიფულია დეკემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 185 მ³/წმ. მოაქვს დიდი რაოდენობით ნატანი. მდინარის აუზშია ჰესი. მიმდინარეობს ხე-ტყის დაცურება. სანაოსნოა მცირე გემებისათვის. მდინარის ნაპირზეა ქალაქი სირეტი.